City მთავარი თემა
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.

დღე, რომელიც დილის 7.30-ზე აუცილებლად ჯანსაღი საუზმით, ბავშვებით, მეუღლით, სახლით, იწყება, შემდეგ ყოველდღიური სწრაფი რუტინით გრძელდება და წინ, საქმეებისკენ! ტემპი თიკო დიდავას ცხოვრებას არასდროს აკლდა. თუმცა, დღეს ის განსაკუთრებულად დატვირთული და, ამავდროულად, მშვიდია. მშვიდი იმიტომ, რომ ზუსტად იცის რაში დახარჯავს მის ძვირფას დროს და რაში - არა. დახარჯავს მნიშვნელოვან საქმეებში. დღეს ამ საქმეებს უკვე მისი პირადი ბიზნესიც ჰქვია, რომელიც მოიცავს პრემიალურ შამპანურს, Armand De Brignac. ეს მისი პორტფელის დიდი სიამაყეა, რომელშიც ასევე შედის ბელგიური პრემიალური ლუდები, Premiere Belgian Beers, ავსტრალიური ღვინოები, სასტუმრო წინანდალში - "შატო წინანდალი". სილამაზის ინდუსტრია მის ბიზნესში წარმოდგენილია ცნობილი ფრანგული ბრენდებით INSTITUT KARITE, ARCANSIL PARIS. ყოველდღიურ, მნიშვნელოვან საქმეებში შედის ცნობილი ქართული ბრენდის, "ნიკორას" მარკეტინგული მიმართულებაც. 

საქმე გულისხმობს უამრავ სატელეფონო ზარს, მეილს, პროექტს. მაგალითისთვის: ბელგიური ლუდების დეგუსტაციას სასტუმრო "მარიოტში", შერბენას "9 მთაში", "გასტრონომში" - და კიდევ ბევრ სხვა ადგილზე, სადაც მისი პრემიალური ლუდები იყიდება. ონლაინ პლატფორმის მომზადებას და ჩაშვებას, სადაც მკითხველი იგებს ისტორიებს ლუდის სახეობებსა და წარმომავლობაზე. ჩასვლას წინანდალში, სადაც სულ ცოტა ხანში გაიხსნება ახალი სასტუმრო, დასწრებას "ნიკორას" ახალი ბრენდის გადაღებებზე და, პარალელურად, ნინას და სანდროს საქმეების მოგვარებას. ამ რიტმში, კვირაში სამჯერ - ბოქსი, სამჯერ - პილატესი, დრო ნინას ტიკ-ტოკისთვის და ასე შემდეგ, და ასე დაუსრულებლად. პანდემიამ რიტმი ოდნავ შეანელა, თუმცა ზაფხულის სეზონი ახლადწამოწყებული საქმეებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამდენად, ყველაფერი გაათმაგებულად დატრიალდა.

ARMAND DE BRIGNAC

- მსოფლიოში ცნობილი ბრენდის შამპანური სიახლე იქნება ჩვენი ბაზრისთვის, სადაც, მოგეხსენებათ, უკვე წარმოდგენილია ფრანგული შამპანურების სხვადასხვა სახეობა. მართალი ხართ, ეს პრემიალური, ფრანგული შამპანური ჩვენი პორტფელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. პირადად ჩემთვის, ყოველთვის საინტერესოა სიახლის შემოტანა საქართველოში.

ARMAND DE BRIGNAC მართლაც გამორჩეული ბრენდია და საქართველოში მისი სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. განსაკუთრებით პოპულარულია ARMAND DE BRIGNAC-ის ბრუტი. მას თქვენ შეხვდებით მსოფლიოს მეგა-ღონისძიებებზე, იქნება ეს "ოსკარების" დაჯილდოება თუ სხვა ცნობილი ფესტივალები და საღამოები.

ჩვენ ყველა ველოდებით პანდემიის საბოლოოდ დასრულებას და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას. საქართველო კვლავ იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულება. განახლდება სხვადასხვა ფესტივალი, საღამო, ქორწილი, დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, ამ განსაკუთრებულ საღამოებს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს ცნობილი შამპანურის ბოთლის გახსნა.

Yellow Tail

საქართველო ღვინის კულტურის ქვეყანაა. ღვინო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენი თანამოქალაქეები და ჩამოსული სტუმრები ინტერესით ეცნობიან და აგემოვნებენ სხვა, მაღალი ხარისხის ღვინოებს. მე ინტერესით ველოდები როგორ მიიღებს საქართველო ცნობილ ავსტრალიურ ღვინოს Yellow Tail . ეს ნამდვილად სიახლე იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და სასიამოვნოდ გააოცებს აქ ჩამოსულ სტუმრებსაც, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მას კარგად იცნობენ. Yellow Tail დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი ღვინოა. აქვს მიღებული არაერთი პრესტიჟული ჯილდო.

პრემიალური ბელგიური ლუდები

ესეც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ბელგიაში ლუდის კულტია. დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან ღვინის. ძალიან ბევრი სახეობის ლუდს შეხვდებით ბელგიაში. ის, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ საქართველოში, გაყიდვებისა და პოპულარობის მიხედვით ტოპ ათეულშია მოხვედრილი.

პრემიალური ბელგიური ლუდები (Premiere Belgian Beers) საქართველოში რამდენიმე მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. პირველი გახლავთ ე.წ. "ტრაპისტული ლუდი". ეს გახლავთ ნაკლებად კომერციული და ხარისხზე ორიენტირებული ლუდი. ტრაპისტი ერთგვარი წოდებაა და კონკრეტულ ორდენს წარმოადგენს. ამ წოდების მისაღებად, ლუდმა რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილოს:

ის უნდა იხარშებოდეს ტრაპისტული მონასტრის ტერიტორიაზე;

მასში გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის წყალი, რომელიც მოიპოვება მონასტრის ტერიტორიაზე;

ლუდის რეცეპტი უნდა დაიწეროს ტრაპისტი ბერების მიერ;

ლუდის წარმოება უნდა მოხდეს ტრაპისტი ბერების ზედამხედველობის ქვეშ;

სახარშს უნდა ჰქონდეს ტრაპისტი ბერების მიერ წარმოებული უნიკალური საფუარი, რომელსაც გამოიყენებს ხარშვის და ფერმენტაციის დროს;

საქართველოში სწორედ ამ წოდების მქონე სამი ლუდი შემოვიდა: Chimay, Rochefort და Westmall. სამივე მათგანს აქვს მრავალფეროვანი და სხვადასხვა ტიპის ლუდი, გამორჩეული გემოებით. ეს ლუდები საკმაოდ მაღალი გრადუსის შემცველია (7-დან 10%-მდე), შესაბამისად, ერთი 0.33-იანი ბოთლიც კი საკმარისია სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად.

ლუდის შემდეგი საინტერესო ბრენდი გახლავთ Lindemans. იგი ლამბიქის ტიპის ლუდებს აწარმოებს. ეს განსაკუთრებული კატეგორიაა ლუდის ინდუსტრიაში. ის იწარმოება მხოლოდ ბელგიაში, რადგან ის ინგრედიენტები, რომლებიც ლუდის ფერმენტაციისთვისაა საჭირო, ქვეყნის გარეთ არ მოიპოვება. საქართველოში "ლინდემანსი" სხვადასხვა სახეობით არის წარმოდგენილი. ეს გახლავთ არომატული ლუდები ალუბლის, ჟოლოს, მსხლის არომატებით, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, ზღვის სეზონზე.

და ბოლოს, მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ლუდი Delirium - ჰუაგეს სახარშიდან, წარმოების საინტერესო ისტორიით. აქაც ბევრი სახეობაა, მათ შორის, "დელირიუმ ტრემენსი" ძლიერი, თეთრი ლუდი, რომელიც ჯერ კიდევ 1997 წელს დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ლუდად და 1998 წელს ოქროს მედალი აიღო მსოფლიო ჩემპიონატში. მას მერე მისი რეცეპტი არ შეცვლილა. თითოეულ სახეობას თავისი ისტორია აქვს. შესაბამისად, გამორჩეული გემოც.

- სად იყიდება აღნიშნული ლუდები?

- საკმაოდ ბევრ ადგილზე, იქნება ეს "გასტრონომი", "აგროჰაბი", "ჯორჯიტა" ლუდის ბარი "9 მთა", სასტუმროები: "თბილისი მარიოტი", "იოტა"... რესტორნებიდან _ "ვერიკო", კახელები".

- რამდენადაც ცნობილია, იგეგმება ბუტიკის ტიპის ლუდის მაღაზიის გახსნა.

- დიახ, უახლოეს მომავალში. საკმაოდ ფართო ასორტიმენტი, 26 დასახელების ლუდი გვაქვს და მოცემულობამ მოიტანა, რომ გავხსნათ ჩვენი პატარა მაღაზია სადაც, ბელგიურ ლუდებთან ერთად, ლუდის სხვადასხვა ტიპის აქსესუარი გაიყიდება. მუშაობს
ონლაინ გაყიდვაც ჩვენი ფეისბუქგვერდიდან.

- როგორ გაჩნდა სასტუმროს თემა?

- სრულიად მოულოდნელად. თავდაპირველად, როგორც ხდება ხოლმე, წინანდალში სახლის აშენება გვქონდა დაგეგმილი. ყოველი ჩასვლისას ვხვდებოდით, რომ საოცარი სილამაზის ადგილია. თან მშვიდი, თავისი განსაკუთრებული ხიბლით. ეს გარემო იმდენად გიზიდავს, რომ დიდია ცდუნება მოსწყდე რეალობას და იქ გადახვიდე. გაჩნდა მცირე ზომის, ბიუჯეტური სასტუმროს შექმნის იდეა. ეს იქნება 15 ნომრიანი, ბუტიკური ტიპის სასტუმრო, სახელად "შატო წინანდალი". ნომრის ფასით 120-დან 150 ლარამდე. სასტუმროსა და წინანდალთან ერთად, გაჩნდა საკუთარი ღვინის ჩამოსხმის იდეაც. ეს გახლავთ ქვევრის ღვინო, რომელსაც ექნება განსხვავებული, არასტანდარტული ბოთლი. სხვა დეტალებს უკვე მომავლისთვის შევინახავ.

- თქვენს საქმიანობაში შემოვიდა სილამაზის თემაც, როგორ?

- ხშირად მიწევს მოგზაურობა. ვხვდები სხვადასხვა სახის გამოფენაზე. მგზავრობისას ხშირად შემხვედრია თავის მოვლის პროდუქტები, რომლებიც საქართველოში არ არის. გვიწევს მათი გამოწერა ან ახლობლისთვის დაბარება. ორი ფრანგული ბრენდი შემოგვაქვს. პირველია INSTITUT KARITE. ეს არის ფრანგული, უმაღლესი ხარისხის და ნატურალური საშუალებები სახის და სხეულის მოვლისთვის. მეორე გახლავთ ARCANSIL PARIS, ასევე დიდი ისტორიის მქონე ფრანგული ბრენდი. დეკორატიული კოსმეტიკაა, ბიუჯეტური და ძალიან ხარისხიანი. სილამაზის თემას ამ ორი ბრენდით ვიწყებთ. მინდა დავაკვირდე როგორ მიიღებს მას ჩვენი მომხმარებელი, რომელ პროდუქტს უფრო მოიწონებს. დაკვირვების შედეგად, თანდათან გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს.

პოსტპანდემიურ ზაფხულს თიკო დიდავა ოპტიმიზმით და გაათმაგებული ენერგიით ხვდება. ელოდება, ყველა ჩვენგანის მსგავსად, სექტემბერსაც. ბოლო კითხვა:

- როგორ ფიქრობთ, რა დაგვანახა პანდემიამ? რა გვასწავლა?

- ის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. პრობლემა ყველას თანაბრად დაგვიდგა. ცხოვრებაში, ჩემი აზრით, მთავარია იპოვო საკუთარი თავი, მიხვდე რა გსურს და ის აკეთო. პოსტპანდემიურ პერიოდშიც მთავარია ერთმანეთის იმედი გვქონდეს. სხვანაირად არ გამოვა. ჩვენ აქამდე ეს პერიოდი ღირსეულად გავიარეთ. მე მომავალშიც ამის იმედი მაქვს.
ტექსტი: ეკა ხოფერია
ფოტო: LAAP Photography
თმა/მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
გადაღების ადგილები: სასტუმრო "მარიოტი", ლუდის ბარი "9 მთა"
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იყო შეფ-მზარეული
ნიშნავს...
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
ყველა თაობას ლიტერატურაში
საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს,
ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ
ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა
ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
ყველა თაობას ლიტერატურაში საკუთარი გამორჩეული ავტორი ჰყავს. თუ ჩვენ ვაღმერთებდით მარკ ტვენს, ჟიულ ვერნის, დიუმას, მაინ რიდს და სხვებს - თანამედროვე სამყაროში ამ ავტორების საკულტო წიგნები ცხადია თავის სიმაღლეზე რჩენიან, თუმცა ჩვენი შვილებისთვის მეტი პოპულარობით სხვა ავტორები სარგებლობენ.
10:30 / 14.09.2020
სწორედ ეს არის
სწორედ ეს არის "ნავნეს" მთავარი სათქმელი, რომელსაც კომპანიის გუნდი მომხმარებელს უგზავნის.
14:12 / 18.08.2020
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის
წერა?
იცით რამდენჯერ დავიწყე ამ წერილის წერა?
14:44 / 14.08.2020
რუბრიკა
რუბრიკა "სარკევ, სარკევ" ტელეწამყვან ნინო თოლოდავას დღის რუტინის შესახებ გიამბობთ. ნინო სახის კანის მოვლის საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.
14:35 / 14.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
პროფესია შეფი
იყო შეფ-მზარეული ნიშნავს...
09:43 / 25.09.2020
მაკო ჯაოშვილის ბედნიერების პარადიგმა
ცხოვრებაში შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, - ასე დავასრულეთ ინტერვიუ მე და ჩემმა რესპონდენტმა, მაკო ჯაოშვილმა.
14:05 / 13.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2020 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8292
TRY
TRY
1
0.4276
USD
USD
1
3.2897
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა