City მთავარი თემა
ნომინაცია - 2020 წლის საუკეთესო მეგობრები!
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის. ახალი წევრის შემომატებამ, ოჯახების დღის რეჟიმიც შეცვალა. მაშინ, როცა ყველა კომპიუტერთან ვსხედვართ და ონლაინ ვესწრებით გაკვეთილებსა თუ სამსახურებს, ძაღლებთან ერთად დღეში 2-3 ჯერ გისეირნების აუცილებლობა, მალევე ხდება ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა. პარკებში, ქუჩებსა და ეზოებში მათთან ერთად მოსეირნე ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდებით.

მარია გირგობიანი და მიგო თითქმის სულ ერთად არიან. ერთად დადიან ყველგან - ქალაქში თუ ქალაქგარეთ. სხვათა შორის, მიგო უკვე პოპულარული ძაღლია. აქვს საკუთარი ინსტაგრამგვერდი, გადაღებულია 10-მდე სარეკლამო ვიდეოსა თუ ფოტოსესიაში და ერთ არაბულ ფილმშიც. თუმცა, ამჯერად, მარიასთან ერთად ყდაზე მოხვედრის პატივი მიგომ თავის ცხრა უსაყვარლეს შვილს დაუთმო.

მარია გიორგობიანი, მსახიობი

ერთია სურვილი, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა უნდა გავიაზროთ სანამ სახლში ძაღლის მოყვანას გადავწყვეტთ?

აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, შეგიძლიათ თუ არა მას მისცეთ დიდი სიყვარული. ძაღლს სჭირდება სითბო, ყურადღება, თამაში და რაც მთავარია, ურთიერთობა, რადგან ძაღლი, პირველ რიგში, არის მეგობარი.

როგორ იცვლება შენი ცხოვრება ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ? 

ახალი სიყვარული ჩნდება თქვენს გულში. სხვანაირად მზრუნველი, მეგობრული და სიყვარულით აღსავსე ხდებით. ძალიან ბედნიერი ვარ სახლში რომ მოვდივარ და მხვდება ჩემი ორი ძაღლი. ყველაზე კარგ ხასიათზე ვდგები. ვთვლი, რომ ძალიან ცარიელია სახლი, სადაც ძაღლი არ არის.

და სირთულეები?


რა თქმა უნდა, არის სირთულეებიც. ჩვენ გვყავს ტრენერი. რომ არა ის, ვფიქრობ, გამიჭირდებოდა. აუცილებლად უნდა გაასეირნო ძაღლი დღეში, მინიმუმ, 2-ჯერ. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს. სჭირდება ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა. თუ დრო არ გაქვთ, აუცილებლად უნდა დაიხმაროთ ვინმე, ძაღლი რომ არ დაზარალდეს. შესაძლებელია ძაღლის თქვენს რეჟიმზე გადმოყვანა. მაგალითად, ზოგი ძაღლი იღვიძებს დილის 7 საათზე. ჩემი ძაღლები -- არასდროს. მიგოს შაბათ-კვირას პირველ საათამდე ვერ გააღვიძებ. საბოლოო ჯამში, ძაღლის ყოლა იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ პატარ-პატარა სირთულეები არ გიქმნის პრობლემას.

რატომ სახელი მიგო?

სახელზე ძალიან სასაცილო ისტორია გვაქვს. მიგოს ჯერ ერქვა ბონო, მერე ვილიამი, ჰიუგო, პატრიკი, სმიტი... არცერთი სახელი იყო ისეთი, როგორიც მას მოუხდებოდა. ცალკეულად, სახელი ძალიან მომწონდა, მაგრამ თითქოს მიგოს სხვა სახელი სჭირდებოდა. ეს პროცესი ისე გაიწელა, რომ 5 თვის ძაღლს ხან ერთ სახელს ვეძახდით, ხან მეორეს. ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მირჩია სახელი მობი ან მიგო. როგორც კი მიგო თქვა, მივხვდი რომ სახელმა მიგომ, იპოვა მიგო. აი, ზუსტად მიგოა!

როგორი ხასიათი აქვს? 

მიგო ძალიან კომფორტული და დამჯერია. საოცრად მეგობრულია, გიჟდება ბავშვებთან თამაშზე. მზრუნველობით ექცევა პატარა ლეკვებსაც, თითქოს ასწავლის თამაშს და მოქცევას.

ყველაზე მეტად რა უყვარს?


მიგო არის "კაცი გართობა". ოღონდ მთელი დღე წაიყვანე, ატარე, ასეირნე, თუნდაც მანქანით... ყველაზე მეტად უყვარს სეირნობა და ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა. გიჟდება ყველა რომ ეფერება ხოლმე.

გადაღებების პროცესი მისთვის უცხო არაა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ როგორ ჭკვიანად იქცევა, გიჯერებს აბსოლუტურად ყველაფერს... როგორ მოხვედით აქამდე, რა არის საჭირო ამისთვის? 

ეს არის გაწვრთნის დამსახურება. ძაღლი უნდა მიხვდეს, რომ თქვენ ხართ მისი პატრონი. უნდა დაემორჩილოს თქვენს ბრძანებას. ბავშვობიდან ყოველდღიურად ვავარჯიშებდი და ეს ყველაფერი გაუჯდა ხასიათში. საჭმელს რომ ვუდებ, სანამ არ ვეტყვი, არ ჭამს. მაგალითად, როცა თამაშობს, დარბის, უნდა დაუძახოთ, 2 წუთით დასვათ, მერე ისევ გაუშვათ. მსგავსი ნიუანსები მნიშვნელოვანია.

რომ შეგეძლოს, რას კითხავდი მიგოს და როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა მისი პასუხი? 

რომ შემეძლოს, ალბათ, მასთან ყოველდღე ვისაუბრებდი. ძალიან მესიამოვნებოდა. თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, იმდენად გვესმის ერთმანეთის. ალბათ, ვკითხავდი რას ფიქრობ ჩემზე, ისევე ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს?

მომიყევი ამ საოცარ ლეკვებზეც... 

ესენი არიან მიგოს უსაყვარლესი შვილები. ძალიან ემოციური ვარ. მგონია, რომ ბებია გავხდი. პანდემიის გამო მიგოს "ცოლის" მშობიარობას ვერ დავესწარი, ტელეფონით ვიყავი კონტაქტზე. თავიდან დაიბადა 7 გოგო და შემდეგ 2 ბიჭი. ძალიან დიდი ბედნიერება, ანტისტრესი და სიხარულია. 2020 წლის უბედნიერესი წუთები იყო. ჯერ მიგო კარგად არ იცნობს, მოუთმენლად ველოდებით ყველა აცრის გაკეთებას. ერთი სული მაქვს როდის გაიცნობენ ერთმანეთს უკეთ.

და ბოლოს, ახალ 2021 წელს...

ვისურვებდი ნიღბის და სოციალური დისტანციის გარეშე ცხოვრებას. ვისურვებდი შეგვეძლოს ადამიანური ურთიერთობა. მენატრება ჩახუტება, სტუმრად სიარული, მეგობრებთან კონტაქტი. ყველას ვუსურვებ ოცნებებისა და პატარ-პატარა სურვილების ასრულებას. 2021 წელს მინდა ვნახო მეტი პოზიტივი, მინდა ვიყოთ ძალიან ბედნიერები!


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ლიზა გაბუნია
მაკიაჟი: მარიამ ხუციშვილი
გადაღების ადგილი: "ლოლიტა"


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა
დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა
კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ
გამონაყარს?
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
ელენე
ელენე "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე გავიცანი. თემა იქაც განსხვავებული სტილის მაკიაჟის მორგება იყო. თუმცა, მაშინ, ელენე მოდელის ამპლუაში იყო. ამჯერად კი, გიყვებით მასზე, როგორც ვიზაჟისტზე.
08:52 / 13.01.2021
ღია ცის ქვეშ,
ღია ცის ქვეშ, "არტოს ბაღში" თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა.
13:53 / 11.01.2021
დრო თითქმის არასდროს ყოფნის.
გადაღებები მთელ კვირაზე აქვს გაწერილი. ზოგჯერ, დილაადრიან
დაწყებული, გვიან ღამემდეც გრძელდება და ამ სატელევიზიო, ჟურნალ თუ
ინსტაგრამ ორომტრიალში, ის ყოველთვის გამორჩეულად მხიარული, ენერგიული
და ძალიან, ძალიან ლამაზია.
დრო თითქმის არასდროს ყოფნის. გადაღებები მთელ კვირაზე აქვს გაწერილი. ზოგჯერ, დილაადრიან დაწყებული, გვიან ღამემდეც გრძელდება და ამ სატელევიზიო, ჟურნალ თუ ინსტაგრამ ორომტრიალში, ის ყოველთვის გამორჩეულად მხიარული, ენერგიული და ძალიან, ძალიან ლამაზია.
08:02 / 04.01.2021
ბოლო თვეებმა დაგვანახა, რომ მთელი
ამ სტრესული პერიოდის განმავლობაში ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია
საკუთარ თავს გავუკეთოთ არის ის, რომ აქცენტი გავაკეთოთ პატარ-პატარა
პოზიტიურ ამბებზე, რაც
ბოლო თვეებმა დაგვანახა, რომ მთელი ამ სტრესული პერიოდის განმავლობაში ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია საკუთარ თავს გავუკეთოთ არის ის, რომ აქცენტი გავაკეთოთ პატარ-პატარა პოზიტიურ ამბებზე, რაც "ლოქდაუნმა" შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.
09:31 / 24.12.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
New Year, New Routine
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
საახალწლო ზღაპარი, სახელად -- "ნამცხვარი"
მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს.
07:24 / 25.12.2020
თამარ ზარანდია
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თსუ.
07:17 / 21.12.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0147
TRY
TRY
1
0.4473
USD
USD
1
3.3043
ამინდი
ბორჯომი 0 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
გამოწერა