პერსონა
ნათელა ბალანი ცხოვრების მთავარი ისტორიებით

საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და თქვენთვის გაცნობა „სითის“ ძალიან რომ უყვარს, ეგ ამბავი უკვე იცით.

ამ ნომერში ერთ საინტერესო და სასიამოვნო ქალბატონზე უნდა გიამბოთ. ისტორია ასეთია: 25 წლის ნათელა ბალანი, რომელსაც უკვე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიპლომი აქვს, ოჯახთან ერთად ამერიკაში მიდის. იწყება ახლის შეცნობის პროცესი, ამერიკული ცხოვრების სტილის, იქაური ტრადიციების გაცნობა და ათვისება. 36 წლის ასაკში კი იღებს გადაწყვეტილებას, რომ საოცნებო პროფესიას დაეუფლოს. როგორც მოგვიყვა, თავიდან ეს გზა რთული იყო, მაგრამ მისი გავლა უდაოდ ღირდა. დღეს ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინტერიერის დიზაინერია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, ნათელა Art Institute of Fort Lauderdale- ის, ამბასადორი იქნება. ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ დიზაინის შესწავლას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ჩნდება საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ წარმატებულმა სტუდენტებმა სწავლა უცხოეთში გააგრძელონ. ამჟამად, ნათელა სრულიად უსასყიდლოდ, ატარებს მასტერკლასებს. სტუდენტებს საკუთარი შეცდომების მაგალითზე ასწავლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. აცნობს მათ უცხოურ ტერმინოლოგიასა და დიზაინში მოთხოვნად მასალებს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც ინტერიერის დიზაინს სწავლობენ, საერთაშორისო სტანდარტის განათლება და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. ასეთია ჩვენი გმირის ისტორიის პატარა მონახაზი. დანარჩენს კი თავად ნათელა მოგიყვებათ.

 


 

 

მოდით, ბავშვობით დავიწყოთ...

ვფიქრობ, ყველაზე მხიარული, ლამაზი და მრავალფეროვანი ბავშვობა მქონდა. ღმერთის საჩუქარსაც კი ვუწოდებ ხოლმე ამ პერიოდს. უკრაინაში დავიბადე. დედაჩემი უკრაინელია, მამა ქართველი. ამიტომ, ორი განსხვავებული ტრადიციისა და ტემპერამენტის მქონე გარემოში ვიზრდებოდი. წყალტუბოში რუსულ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც დედა მუშაობდა. ზაფხულს უკრაინაში ვატარებდი და მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, თავი მარტო არასდროს მიგრძვნია, რადგან ბიძაშვილები მყავს და სულ ერთად ვიყავით. დედას და მამას საზღვარგარეთ ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდათ და ხშირად ვმოგზაურობდით.

საბჭოთა კავშირის ბავშვებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმის შესახებ, თუ რა იყო დიზაინი და რას მოიცავდა ეს სფერო. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ოჯახში პროფესიით ყველა ექიმი იყო და ჩემგანაც ექიმობას ელოდებოდნენ. თუმცა, ჩემი ინტერესები ჰუმანიტარული საგნებისკენ იყო მიმართული. მომწონდა საღამოების მოწყობა და ორგანიზება. საბოლოო ჯამში, ექიმი არ გამოვედი და მოსკოვში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ამ სფეროში პრაქტიკული გამოცდილებაც მაქვს.

ოჯახი

შეიძლება ეს ისე ჟღერს როგორც კლიშე, მაგრამ მე პირველ რიგში დედა და მეუღლე ვარ. ამის შემდეგ მოდის პროფესია. როდესაც გავთხოვდი, 18 წლის ვიყავი. შესაბამისად, ადრეულ ასაკში დიდი პასუხისმგებლობის აღება მომიწია. სამი შვილი მყავს და თითოეული მათგანით ძალიან ვამაყობ. ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველა შეცდომა, რომელსაც ისინი უშვებენ ჩემი შეცდომაა, ხოლო წარმატება მათ ეკუთვნით. სამივეს განსხვავებული ხასიათი აქვს. ნინას მედიცინა აინტერესებს, დიმიტრი ძალიან კომუნიკაბელურია, სოფი საქართველოთია დაინტერესებული. ჩემი მეუღლე კახა კი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ერთად ვიზიარებთ ყველაფერს: სიხარულს, სიჩუმეს, წარმატებას. ის ჩემი ნაწილია.

ცხოვრების ახალი ეტაპი- ამერიკა

ამერიკაში როდესაც ჩავედით, 25 წლის ვიყავი. ახალი ქვეყანა, ადამიანები და სრულიად განსხვავებული გარემო. საწყის ეტაპზე ჩემთვის იქ ყოფნა რთული აღმოჩნდა, ყველაფრის სწავლა მიწევდა. როდესაც ჩემი შვილი ნინა ბაღში წავიდა, მასთან ერთად ვსწავლობდი ლექსებს, სიმღერებს. ვეცნობოდი ამერიკულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ, ამავდროულად, დიდ სიმტკიცესა და ნებისყოფას მოითხოვდა. სწავლის გაგრძელებაზე არ ვფიქრობდი, თუმცა, ერთ დღეს ჩემმა მეუღლემ მითხრა: ,,36 წლის ხარ, ბავშვები დიდები არიან. დროა, საკუთარი თავისთვის რაღაც გააკეთო.'' სწავლა დამიფინანსა და „ფორტ ლაუდერდეილის ხელოვნების ინსტიტუტში“ ინტერიერის დიზაინის შესწავლა დავიწყე. თავიდან ყველაფერი მაშინებდა, ჩუმად ვფიქრობდი „ღმერთო ჩემო, ეს რა არის'', გეომეტრია, მათემატიკა...

ინსტიტუტში მასწავლეს საკუთარი თავის წარმოჩენა, ურთიერთობა თანამშრომლებთან, გუნდის წევრებთან, კლიენტებთან. მასწავლეს როგორ გამეყიდა ჩემი იდეა. ამერიკაში გატარებულმა ოცმა წელმა გამზარდა და მე გავხდი ის, ვინც ვარ დღეს.

როგორც ვიცი, თქვენ ჯოზეფ ფავას ასისტენტი იყავით...

მე მას გენიოსს ვეძახი. ჯოზეფი ახალგაზრდა, თავდაჯერებული, პროფესიონალი დიზაინერია, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. მასთან მუშაობა ჩემთვის ოკეანეში გადახტომის ტოლფასი იყო. ამიტომ, ძალიან ვინდომებდი და ყოველთვის ვეუბნებოდი _ დიახ, მე შემიძლია ამის გაკეთება. დამირეკავდა და მეტყოდა: ,,ხვალ ოთახი მჭირდება ბიჭისთვის, რომელიც ჯერ არ დაბადებულა“. მე უნდა მომეძებნა და მომეფიქრებინა რაღაც ისეთი, რაც მისი შთაგონების წყარო გახდებოდა. ჯოზეფთან მუშაობამ მასწავლა როგორ ვყოფილიყავი დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.

როგორ გეხმარებათ ფსიქოლოგიის ცოდნა თქვენს პროფესიაში?

ფსიქოლოგიის ცოდნა არა მხოლოდ პროფესიაში, არამედ ოჯახში და სტუდენტებთან ურთიერთობის დროსაც მეხმარება. მუშაობისას ვცდილობ კლიენტებისთვის საინტერესო ვიყო. იმისათვის, რომ შექმნა აურა, სადაც ადამიანებმა უნდა იცხოვრონ, იმხიარულონ, თუნდაც მოიწყინონ, მოკლედ, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაატარონ, აუცილებელია შენც იგრძნო და განიცადო ყველა ეს ეტაპი. ადამიანები განსხვავდებიან, განსხვავდება მათი გემოვნებაც, მაგრამ მთავარია შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობენ თავს.

ჩემთვის ყველაზე საყვარელი ბავშვის ოთახის პროექტებია. მუშაობის დაწყებამდე აუცილებლად ველაპარაკები ბავშვს, ვახატვინებ საოცნებო ოთახს და ამის შემდეგ ასოციაციები თავისით მოდის.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს?

მახსოვს, ერთხელ ჩემმა პროფესორმა მითხრა: ,,ნათელა, შენ აუცილებლად უნდა ისწავლო მოსმენა.'' ის ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. მან ხუთჯერ გადამიხაზა ფინალური ნაშრომი, თუმცა სწორედ ის იყო პირველი, ვინც ადგა და ჩემს პროექტს ტაში დაუკრა. იმის მოსმენა და გაგება თუ რა სურს კლიენტს, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს ქმნის კარგ პროექტს. თავდაპირველად, უნდა მოისმინო და შემდეგ დაიწყო მუშაობა.

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით დაბრუნდით _ საჩუქრით ქართველი სტუდენტებისთვის. როგორ მოირგეთ ლექტორის ამპლუა?

Villa Park Tbilisi-ს პროექტის შეფ-დიზაინერი ვარ. საკმაოდ საინტერესო პროექტია. ტერიტორიაზე სახლები განვალაგეთ, იქვეა ჩემი ოფისიც, სადაც სტუდენტებისთვის უფასო მასტერკლასების ჩატარება დავიწყე.

იმისათვის, რომ ცხოვრებაში რაღაც მიიღო, აუცილებლად უნდა გასცე. ჩემთვის ქველმოქმედება პრიორიტეტია. მას შემდეგ, რაც ჩემი შვილები დაიბადნენ, ეს ბედნიერება უფრო მძაფრად შევიგრძენი. სტუდენტების ემოციები და მათი ჩემ მიმართ დამოკიდებულება დიდი სტიმულია ჩემთვის.

საქართველომ ძალიან ბევრი მომცა. მასთან განსაკუთრებული გრძნობები და ემოციები მაკავშირებს. როდესაც ქართული სიმღერა მესმის, როცა საცივს ვაკეთებ ან როცა ქართულ ტრადიციებთან მაქვს შეხება, ბედნიერი ვარ. აქაური კულტურა ჩემი ნაწილია. საქართველო ლამაზ ყვავილს ჰგავს, რომელსაც გაზრდა სჭირდება. ამისთვის კი მოთმინება და შრომაა საჭირო. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ნიჭიერი და ორიგი-ნალური აზროვნების მქონე ბავშვია, ინდივიდუალური ხედვით, კონცეფციით. მათთან ურთიერთობისას ბევრს ვსწავლობ. მე ვხედავ როგორ იცვლებიან და იზრდებიან ისინი ლექციიდან ლექციამდე. ვამაყობ მათი პრეზენტაციებით, რომლებიც სწორი და ორიგინალური ხედვით გამოირჩევა. მთავარია საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების გჯეროდეს. ამისათვის მხოლოდ გამბედაობა არ არის საკმარისი, აუცილებელია ცოდნა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მუდმივად იცვლება, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. აუცილებელია მოახერხო და იყო სხვებისგან გამორჩეული, საინტერესო ადამიანი, რომ შემდეგ შენს მაგალითზე ისწავლონ სხვებმა.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა