City Cover
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
ყველაფერი ახსოვთ და კითხვა _ "აბა, თუ გახსოვს, რა კაბა მეცვა ჩვენ რომ პირველად ერთმანეთს შევხვდით" _ ამ მეხსიერებათა სკივრიდან ერთერთი ყველაზე მარტივი და ბანალურია. სხვა თემაა, იმათ რომ არ ახსოვთ ხოლმე.

ჩვენ გვახსოვს დედას კაბა, რომელიც მას შენს დაბადების დღეზე ეცვა, გვახსოვს მისი ახალი ვარცხნილობა, მამასთან ერთად რომ მიდიოდა მეგობრებთან სახლში დაბადების დღეზე, გვახსოვს, იმ ბინაში რომ გადმოვედით, რემონტი რომელი ოთახიდან დაიწყეს, გვახსოვს ახალწასმული ლაკის თუ მასტიკის სუნი, გვახსოვს ჩვენი ბაღელი, ყველა არა, აი ის, ფოტოზე რომ იჭყანება, გახსოვს, ის თოჯინა რომ ჰქონდა? გახსოვს, როგორ არა, თოჯინას რა ეცვა, ისიც გახსოვს. და რა ლამაზი დედა ჰყავდა, გახსოვს? გახსოვს, აბა რა!
ჩემი მეხსიერება იმ ასაკიდან იწყება, ზოგჯერ დაფიქრებისაც მეშინია. ალბათ, სამი წლისაც არ ვიყავი, ერთ პატარა ოთახში `ვ გასტიახ უ სკაზკის~ (იყო ასეთი საბავშვო პროგრამა) რომ ვუყურებდით და მოურჩხულო არსების ეკრანზე გამოჩენისას ხელები რომ სახეზე ავიფარე. ოთხი წლის ვიქნებოდი, გაგრაში ბაბუა რომ გარდაიცვალა, მახსოვს კი არა, დეტალებს მოგიყვებით, რაში გაინტერესებთ, თორემ კი ბატონო. ეს მე თქვენგან არ გამომარჩევს. თქვენსავით მახსოვს ყველაფერი, გამომარჩევს, ალბათ, სხვა რამ. დროთა განმავლობაში ჩემს თავზე ვიმუშავე, გაუაზრებლად, ალბათ, ჰოდა, დიფერენცირებული მეხსიერება გამოვიმუშავე. გაგიგიათ ასეთი? აი, მე მაქვს. ძალიან ცუდი, უსიამოვნო ავტომატურად ვარდებოდა თავიდან. გასულა წლები და რომ გეკითხათ, სად იყო ის ადგილი, სადაც ესა თუ ის ამბავი მოხდა, რომელ სართულზე ცხოვრობდი, ბინა არ გახსოვს? მოიცა, სახლიც არ გახსოვს? არა! არ მახსოვს. ის ამბავი იყო? იყო კი, მაგრამ სად, როდის, როგორ _ არ მახსოვს. ეგ მაგარი მომიფიქრებია და დღემდე მადგება.
ჰოდა, რატომ გავხსენი ეს მეხსიერებათა სკივრი. ჩვენი ჟურნალის თემამ შემახსენა, `უკან, სკოლაში, აი, ამ ორმა ტიპმაც, ჩემ გვერდით რომ დგანან სასაცილოდ.


ჩემი პირველი სკოლაც მახსოვს, კლასელებიც და შეგრძნება იმისა, რომ გავიზარდე. 6 წლისა ნულ ჯგუფში წავედი; როგორ მივედი, კლასი რომ შეგვეშალა, მერე რომ ვიპოვეთ, წერა-კითხვა რომ უკვე ვიცოდი და სადღაც რომ გამაქანეს ლექსების სათქმელად და ტელევიზიაში ჩასაწერად, ეგ მახსოვს. მაგრამ უფრო ცხადად და შეგრძნებით თვალწინ პატარა კოპლებიან ხალათში გამოწყობილი ეკა მახსოვს, ცალი ყურით რომ იჭერდა დედის და მამის საუბარს მასზე. `ეკა კარგი გოგოა, ეკა უკვე დიდი გოგოა~! მამას ახლა, დარწმუნებული ვარ, არც ახსოვს ეს ნათქვამი, ერთი დედასთან უნდა გადავამოწმო, მას თუ ახსოვს. მე კი ზუსტად მემახსოვრება ამ ფოტოს გადაღებისას რაც ვთქვი: "მოდი, ჩავიცუცქები და ამათთან ერთად ვიქნები, კარგი?"

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Our Interview
with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the
pianist’s life, there are so many things,

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა,
პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და
რაოდენობით,
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა, პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და რაოდენობით,
10:00 / 02.11.2018
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად
სცენიდან გვიყვება.
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული
გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ
იტანს.
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ იტანს.
07:43 / 13.11.2017
ამბავი ჩვენი მკითხველისთვის
კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და
მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day
Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი -
არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ
ბავშვები!

ამბავი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი - არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ ბავშვები!

08:18 / 12.05.2017

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ახალი რომანი თუ საქმიანი ურთიერთიერთობა?-რა აკავშირებს დიზაინერ მეგი გაბუნიას მოდელ ალექსანდრე მელაძესთან?
რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში დიზაინერ მეგი გაბუნიას მამაკაცის ხაზის ფოტოსესია ჩატარდა.
13:06 / 27.08.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2018 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0299
TRY
TRY
1
0.4944
USD
USD
1
2.6818
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა