City Cover
არანაირი "სიფსიხეები"
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ იტანს.
ამ ბოლო დროს მისდამი გამოჩენილი ყურადღება საშინლად ეუხერხულება და ხალხმრავლობას გაურბის. ინტერვიუზეც ძლივს დავითანხმეთ. ისიც, მხოლოდ "ბლიცზე" მოგვიწია დაყაბულება. ანი ჩირაძეს ორი პროფესია აქვს _ მსახიობი და იურისტია. თუმცა, გარდა თავისი პროფესიისა, იმდენ ადგილას და ისეთ განსხავევუბულ პოზიციებზე უმუშავია, რომ მათი ჩამოთვლა ამონაწერს დაემსგავსება სამუშაო წიგნაკიდან.




მე რომ მკითხოთ ანი როგორია, ერთი წინადადებით ასე ვიტყოდი:ანი ერთ _ ერთი ყველაზე თავისუფალი ადამიანია ვისაც კი ვიცნობ.
თავისუფალ დროს წიგნების საკითხავად და კინოს საყურებლად იყენებს. საკუთარი კინოგმირისგან განსხავებით, ელიტურ შეკრებებს სახლში მშვიდად ყოფნას და კინოში,მუსიკაში, სახვით ხელოვნებაში თუ ლიტერატურაში ახალი სახელების აღმოჩენას ამჯობინებს.როგორც თავად ამბობს:
თვითონ ხომ განსხვავებულია ჩიკასგან, და არც რომელიმე ქმარი ყოლია შავლეგიკოს მსგავსი.
მოკლედ, ანი ანტიჩიკაა!
და საერთოდაც, არ ხიბლავს მსგავსი "სიფსიხეები".





1. მე რომ დავიბადე...
ნეტა რამდენი ადამიანი დაიბადა კიდევ ჩემთან ერთად?

2. ბავშვობაში ვოცნებობდი...
რაზეც ყველა ბავშვი ოცნებობს ბავშვობაში

3. კაცად რომ დავბადებულიყავი...
ალბათ, ჩვენი თაობისთვის ძალიან რთულ პერიოდს, 90-იანებს შევეწირებოდი და თუ გადავრჩებოდი, აუცილებლად ვიქნებოდი დიმიტრი გელოვანი.

4. წინა ცხოვრებაში მგონი ...

არ მახსოვს.თან არც მჯერა.ისე ნეტა შემდეგ ცხოვრებაში რა ან ვინ ვიქნები ?...

5. ჩიკა..
ბევრი შემხვედრია ცხოვრებაში ჩიკაც და შავლეგოც _ როგორც ჩიკა იტყოდა _ `ცაკალელები~

6. არავინ იცის, რომ მე...
თუ არ იცის, ესე იგი არც უნდა იცოდეს.

7. რომ არ ვყოფილიყავი ის ვინც ვარ, ალბათ ჩემგან დადგებოდა…

მშვენიერი ექიმი



8. ერთი დღით სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს ...

„apollo11 mission commander“  ნილ არმსტრონგს. იმ დროს, როცა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე, ანუ 1969 წლის 21 ივლისს.

9. ნებისმიერ კინოშემოთავაზებაზე დავთანხმდებოდი რეჟისორ... გიორგი ლიფონავას და სამწუხაროდ, აწ უკვე გარდაცვლილ ბუნუელს.

10. სიამოვნებით მექნებოდა რომანტიკული ვახშამი . . .

რომანტიკულის რა მოგახსენოთ და.. პუტინთან. თქვენთვის მომინდვია იმის წარმოიდგენა, რით დასრულდებოდა ეს ვახშამი! ამის მერე, რა ვიცი.. იქნებ შემდეგ ზაფხულს სოხუმშიც დაგვესვენა.

11. ჩემი კომფორტისთვის აუცილებელია …
ლოგინთან _ წიგნი
მაცივარში _ რამე მაინც
კარადაში _ ბევრი თარო
ჩანთაში _ არ ვხმარობ ჩანთას

12. ყოფნა _ არყოფნა..
ხან ყოფნა, ხან არყოფნა

13. ჩემი ცხოვრების არც ერთ დღეს ჩაუვლია..

გაღვიძების გარეშე

14. ჩემს ცხოვრებას არ ექნებოდა აზრი...

აზრის გარეშე

15. ერთხელ დავლიე და..

კონიაკს დალევ? მანგოს წვენს



უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ "სითის" ახალ ნომერში


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Our Interview
with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the
pianist’s life, there are so many things,

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა,
პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და
რაოდენობით,
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა, პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და რაოდენობით,
10:00 / 02.11.2018
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად
სცენიდან გვიყვება.
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2395
TRY
TRY
1
0.5265
USD
USD
1
2.9232
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა