City Cover
მშვიდობის არტისტი
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა, პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და რაოდენობით, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ჟურნალი რომ გამოვა, რასაც აქ დავწერთ, უკვე დაგვინებული მომეჩვენება. თუნდაც, მაგალითისთვის - ჟენევაში გამართულ გაეროს ღონისძიებაზე, მისი ანჯელინა ჯოლისთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება რომ მოვინდომე, მითხრეს, რომ ეგ უკვე ძველია. არადა, პრიალა ჟურნალს ასეთი ამბები მოუხდებოდა. თუმცა, მშვიდობის არტისტს იმის მერე იმდენი რამ აქვს "ჩადენილი", რომ ასეთი საინტერესო ფაქტებიც კი, მისთვის მალე ძველდება.


ამ წუთისათვის კი, უახლესი ცნობები ასეთია:
სექტემბრის დასაწყისში, ბათუმის მუსიკალურმა ფესტივალმა Batumi Music Fest, რომელსაც ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ,,ლირა" მართავს, დიდი წარმატებით ჩაიარა.ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის მოწვევით, აჭარის დედაქალაქს მუსიკალური მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები ეწვივნენ.


ბათუმის მერე, თბილისში ჩამოსული ელისო საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

მალევე, ელისო პარიზში გაფრინდა, სადაც ის პრინც ალბერტმა მიიწვია ჟიურის საპატიო წევრად პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე Monte-Carlo Piano Master. იქიდან დაგეგმილია ბრატისლავა და სოლო კონცერტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.

შემდეგ ბაქო, ერევანი, იაპონია, ასტანა, კვიპროსი, ბერლინი, ამერიკა, კოპენჰაგენი. უკრაინის დედაქალაქში ელისო მესამედ დაუკრავს. უცნაურია, საერთოდ კონცერტების თვლა რომ არ ერევა. მასში მუსიკალური ნიჭი ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში აღმოაჩინეს. მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ, რომელიც ელისოს ოჯახის მეგობარი იყო, 7 წლის გოგონას დაკრული რომ მოისმინა, წერილი დაწერა, კონვერტში ჩადო და მშობლებს სთხოვა, ის მაშინ გაეხსნათ, როდესაც გოგონა სრულწლოვანი გახდებოდა. წერილში ეწერა:  ,,ეს ბავშვი მსოფლიოს აალაპარაკებს.'' და მართლაც, მას მერე ელისო სცენაზეა - მუდმივი ოვაციებისა და ტაშის თანხლებით.

სახელგანთქმული მუსიკოსი ახლა უკვე თავად ეხმარება ახალგაზრდა ტალანტებს. მისი საქველმოქმედო ფონდი `,,ლირა'' 2012 წლიდან ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენით და მნიშვნელოვანი ხელშეწყობითაა დაკავებული.
ჰოდა, ამ გრაფიკში ჩვენც რომ ჩავეწერეთ და თანაც ფოტოსესიაზე მოვაცდინეთ, ცოტა გვეუხერხულა კიდეც და ამიტომ, ამჯერად, მხოლოდ ბლიცკითხვარით შემოვიფარგლეთ.


ჩემში მუსიკალური ნიჭი რომ აღმოაჩინეს...
2 წლის ვიყავი
ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთ დღესაც კი არ ჩაუვლია...
მუსიკის გარეშე
როცა ოვაცია ბავშვობიდან გესმის...
პასუხისმგებლობა გემატება
პირველი წარმატება...
7 წლის ასაკში, ფილარმონიის დარბაზში, როდესაც ბახის კონცერტი შევასრულე
რომ არა მუსიკოსი, ალბათ ჩემგან გამოვიდოდა კარგი...
ჟურნალისტი
თუკი ოდესმე მინანია რომ პიანისტი ვარ, მხოლოდ მაშინ, როდესაც...
არასოდეს მინანია, რადგან ეს ჩემი მოწოდებაა
ჩემი ცხოვრების საუნდტრეკად გამოდგებოდა...
მოცარტის მეორმოცე სიმფონიის დასაწყისი
მეცადინეობის პროცესი…
ყოველთვის რთული იყო ჩემთვის, სხვადასხვა მიზეზის გამო
ყველაზე მეტად მიყვარს დაკვრა როდესაც...
ჩემთვის ძვირფასი ადამიანი მისმენს
წარმატების ჩემი ფორმულა ასეთია...
თავდაუზოგავი შრომა და საკუთარ თავზე მუშაობა
სცენაზე გასვლის წინ...
მუსიკის სამყაროში შევდივარ
ჩემთვის კონკურსები...
აუცილებელი იყო ბავშვობაში
უცნაური ჩვევა მაქვს...
ადვილად ვივიწყებ ცუდ ემოციებს და ადამიანებს, რომლებიც ამ ემოციებს იწვევენ ჩემში
ყველაზე უცნაური ან დაუვიწყარი კომპლიმენტი, რომელიც ჩემთვის უთქვამთ...
როდესაც მაესტრო მიშელ სონიმ მითხრა, რომ მისი `ჯოკონდა~ ვარ
დავთანხმდებოდი ფილმში თამაშს, თუკი...
გადაიღებენ ფილმს პიანისტის ან კომპოზიტორის ცხოვრებაზე
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია...
მაესტრო მიშელ სონი
ჩემს თავში მომწონს...
მიზანდასახულობა და ცხოვრების სიყვარული
ვნანობ, რომ...
არ მაქვს დრო, რომ მთელი საფორტეპიანო რეპერტუარი შევისწავლო
ყველაფერს გავცემდი,რომ ერთხელ მაინც...
ჩამეტარებინა საქველმოქმედო კონცერტი აფხაზეთში
ერთი დღით სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს...
ინგლისის დედოფალს
რომ შემეძლოს, ჩემს ხასიათში შევცვლიდი...
ყველაფერს
ნებისმიერ დროს დაუფიქრებლად გავემგზავრებოდი...
როგორც ამბობდა ბოდლერი, _ იქ, სადაც წესრიგი, სილამაზე, გლამური, სიწყნარე და მგრძნობელობა სუფევს...
შემიძლია ბავშვივით მოვიქცე...
ყოველთვის, რადგან ნამდვილი არტისტი ყოველთვის ბავშვივით აღტაცებულია იმით, რასაც აღიქვამს
სიყვარული...
სასწაულია!

თუკი გადავწყვიტე ჩემი ბედის ვინმესთან დაკავშირება, ეს უნდა იყოს...
ის, ვინც მუდამ გამაკვირვებს
მეშინია...
რომ იმედი გავუცრუო ჩემს მსმენელს, რომელიც საუკეთესოს ელოდება.
როგორ სიზმრებს ხედავთ?...
როდესაც მსოფლიო მუსიკას ემსგავსება და ჰარმონია სუფევს
ჩემს ჩანთაში მუდმივად დევს...
ფრანგული სუნამო და iphone
ჩემი კომფორტისთვის აუცილებელია…
სივრცე და ინსტრუმენტი
მშურს...
ჩემთვის უცხოა ეს გრძნობა. უკვე დიდი ხანია
სიამოვნებით გავატარებდი ერთ საღამოს...
ფერენც ლისტთან ერთად
ყველაზე დიდი სიგიჟე რაც ცხოვრებაში ჩამიდენია...
ბათუმის ფესტივალის დაარსება
ყველაზე უცნაური ამპლუა, რომელშიც მომიწია ყოფნა...
როდესაც ანჯელინა ჯოლისთან ერთად მომიწია სცენაზე ყოფნა. ასე მეგონა, ჰოლივუდის ფილმში მიღებდნენ
ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები...
ბევრ კითხვას ვუსვამ
ბოლოს ბევრი ვიცინე…
ჩარლი ჩაპლინის ფილმზე
ამ ბოლო დროს სარკეში რომ ვიხედები...
ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, _ მამშვიდებს...
ბევრი ფიქრობს, რომ მე...
როდესაც ვუკრავ, ეს ძალიან ადვილად და ბუნებრივად გამომდის.
არავინ იცის, რომ მე სინამდვილეში…
ყოველდღე თავდაუზოგავად ვშრომობ და ყველაფერი ამის შედეგია.
20 წლის შემდეგ ჩემი თავი წარმომიდგენია...
უფრო მშვიდობიან და ჰარმონიულ საზოგადოებაში.
ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე....
არაფერს შევცვლიდი

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Our Interview
with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the
pianist’s life, there are so many things,

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად
სცენიდან გვიყვება.
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული
გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ
იტანს.
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ იტანს.
07:43 / 13.11.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა