მიშა გასიტაშვილი #მეგობარი#სტილისტი#მრჩეველი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი პროფესიის წყალობით გახდნენ ცნობილები. ასეთი ბევრია.

არსებობენ ისეთებიც, ოღონდ ბედნიერი გამონაკლისის სახით, ვინც თავად აქცია საკუთარი პროფესია პოპულარულად. სწორედ ასეთი პროფესიონალია ჩვენი ნომრის მთავარი გმირი, სტილისტი მიშა გასიტაშვილი. უფს, შემეშალა. სტილისტი არა, მიშა თავის თავს „პარიკმახერს“ უწოდებს. მისი კლიენტების უმრავლესობისათვის ის დიდი ხანია მარტო „პარიკმახერი“ ნამდვილად აღარაა. მიშა, პირველ რიგში, მათი მეგობარია. გემოვნებიანი მრჩეველი, სასურველი თანამგზავრი და ხანდახან „პარიკმახერიც“.




 

საჭირო დროს საჭირო ადგილას


ჩემს თავს ყოველთვის „პარიკმახერს“ ვეძახი და ძალიან ბევრს ასე ვეცნობი: ,,გამარჯობა, მე მიშა პარიკმახერი ვარ.'' კარგად მახსოვს ის გოგონა, რომელიც თმას მჭრიდა. ძალიან მომწონდა. ამ მიზეზით თმას ხშირად ვისწორებდი. ზაფხულში, როდესაც მეთერთმეტე კლასში გადავედი, სალონში ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას გავიგონე როგორ ეკითხებოდა მას მეგობარი: ,,როდის დავიწყოთ სწავლა?'' ჩემი პირველი რეაქცია გაკვირვება იყო. დამაინტერესა რისი შესწავლა უნდა დაეწყო. როდესაც გავიგე, რომ ეს თმასთან იყო დაკავშირებული და თან ეს ყველაფერი შესაძლებლობას მომცემდა ამ გოგოსთან დიდი დრო გამეტარებინა, პირდაპირ ვუთხარი: მეც მინდა-მეთქი. არადა, იმ პერიოდში სულ სხვა გეგმა მქონდა: სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარებას ვაპირებდი, კბილის ტექნიკა მაინტერესებდა. უცებ ყველაფერი შეიცვალა. ძალიან მოვინდომე. რასაც მასწავლიდა, ვცდილობდი კარგად გამომსვლოდა, მინდოდა შევექე. ასე დაიწყო. მე არ ვარ პროფესიონალი. მე მაქვს კარგი გემოვნება და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი.


წარმატების მიზეზი

ჩემი წარმატების მთავარი მიზეზი, ვფიქრობ, ის არის, რომ ნამდვილი ვარ, სიყალბის გარეშე ვცხოვრობ. ყველასთან კომუნიკაბელური ვარ. ჩემი და კლიენტების ურთიერთობა მხოლოდ სალონში სტუმრობით არ შემოიფარგლება. თუმცა, ჩემს პროფესიულ წარმატებას მხოლოდ ჩემს თავს ვერ დავუკავშირებ, დიდწილად ის ჩემი მეგობრების დამსახურებაცაა. ბევრი კარგი მოგონება უკავშირდება იმ წლებს, რომლებიც მარჯანიშვილის თეატრთან, სალონში გავატარე, სადაც ათი წელი ვმუშაობდი. გავიცანი და დავმეგობრდი თეატრის მსახიობებთან, მომღერლებთან. იმავე პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ქრისტინე იმედაძე, რომელიც ჩემს მეგობართან, ნატალია ბერიანიძესთან ცხოვრობდა, ძალიან ახლოს იმ სალონთან, სადაც ვმუშაობდი. 2000-2001 წლებში ქართული შოუ-ბიზნესი დუღდა. ყოველდღე რაღაც ხდებოდა. მე და ქრისტინე დავმეგობრდით, ჩემთან დადიოდა სალონში, ერთად ვიღებდით ფოტოებს, რომლებიც აქტიურად იბეჭდებოდა. ჩემი ცნობადობა სწორედ აქედან დაიწყო. შემდეგი ნაბიჯი წარმატებისაკენ, რომელმაც უფრო სტატუსიანად მაქცია, ჩემს მეგობარ ლელა კილაძეს უკავშირდება. ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და, იმავდროულად, გავლენიანი ქალი. ნებისმიერი ფორმატის ღონისძიებაზე, იქნებოდა ეს კონცერტი, საქველმოქმედო ვახშამი თუ დაბადების დღე, ლელა მეძახდა, როგორც მის მეგობარს და იმ წრეს, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მოიცავდა, ჩემს თავს აცნობდა. მე ამ საზოგადოების მიღებული წევრი გავხდი. უკვე ბევრი მოდიოდა ჩემთან, როგორც ლელას მეგობარ მიშასთან. ამ ამბავმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს წინსვლაში. გარდა ზემოთქმულისა, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს პირადი ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებიც ჩემთან თავს კომფორტულად გრძნობენ ისევე, როგორც მე მათთან. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო პროფესიაში, არამედ ცხოვრებაშიც.





ახდენილი ოცნებები და არც კი ნაოცნებარი ასრულებები

მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი წარმატების. კოსმოსში პოზიტივს ვაგზავნიდი და ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად უკან დამიბრუნდებოდა. აი, ასე მაგალითად, ჩემი ოცნება ლელა წურწუმიასთან ფოტოს გადაღება იყო. სალონთან, მარჯანიშვილის თეატრთან, მომღერალს ხშირად ვხედავდი, რადგან ორკესტრთან რეპეტიციები ჰქონდა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გარეთ ვიყავი, როდესაც წურწუმია დავინახე. ახლაც მახსოვს ის ემოციები და შეგრძნებები, რომელიც მაშინ ჩემს შიგნით ტრიალებდა. ლელასკენ წავედი, რათა ფოტო გადამეღო, თუმცა რაღაც მომენტში გავჩერდი და ჩუმად გავიფიქრე, რომ მე ახლა მასთან ფოტოს არ გადავიღებ. ის გახდება ჩემი მეგობარი, ის მოხვდება ჩემს დაბადების დღეზე, ჩვენ ერთად ვივლით ღონისძიებებზე და მხოლოდ მაშინ გადავიღებ მასთან ფოტოს-მეთქი. რა თქმა უნდა, მე ის მართლაც გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით კიდეც. სამახსოვრო კადრი კი არა, ახლა `სითის~ ახალი ყდისთვის ერთად გვიღებენ, რაც ჩემთვის ერთ დროს წარმოუდგენელი იყო. ასეთი კიდევ ბევრი მაქვს გასახსენებელი, თუმცა იყო ერთი მომენტი, რომელზე არც კი მიოცნებია.

შერონ სტოუნის ისტორია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია ჩემს კარიერაში და ცხოვრებაში, რომელშიც დიდი წვლილი ისევ ლელა კილაძეს მიუძღვის. სწორედ მისი რეკომენდაციით დამირეკეს და მითხრეს: ხვალ შერონ სტოუნი უნდა დავარცხნოო. რეაქციაზე ალბათ კომენტარი ზედმეტია. სამუშაო პროცესში, სამი დღე ამ საოცარ ქალთან ერთად გავატარე და ძალიან დიდი გამოცდილებაც მივიღე. ამ ამბავს გამოხმაურება მოჰყვა, ბევრს წერდნენ, აკეთებდნენ სიუჟეტებს... ვუყურებდი ჩემ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ვხუმრობდი: თბილისი ამოვწურე, მსოფლიო დონის ვარსკვლავი დავვარცხნე, მეტი რა უნდა გავაკეთო და ხომ არ წავიდე ამ სფეროდან-მეთქი. მაგრამ, ჯერჯერობით, ისევ აქ ვარ. კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვაგრძელებ ჩემს საყვარელ საქმეს.


ჩემი თეორია

თავდაჯერებულობა, შინაგანი რწმენა და ჰარმონია საკუთარ თავთან ყველაზე მთავარია. ბევრი ქალბატონი მინახავს, რომელიც ყველა პროცედურას იტარებს, რათა კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ის სხივი და ენერგეტიკა, რომელიც განსაკუთრებულ შარმს მატებს ადამიანს, პროცედურებს არ მოაქვს. ის შინაგანი მდგომარეობიდან მოდის.მე ჩემი მიდგომა მაქვს ამ ყველაფრისადმი: მთავარია დაიჯერო რაც გინდა, სურვილი კოსმოსში გააგზავნო და ეს ყველაფერი უკან აუცილებლად დაბრუნდება. ჩემი აზრით, მთავარი სწორი თვთშეფასება და იმის ცოდნაა თუ რას გინდა ცხოვრებაში მიაღწიო. მე თავად ძალიან მიყვარს მოსმენა. შესაბამისად, ჩემთვის ბევრის აზრია მნიშვნელოვანი. ყველასგან ვიღებ იმ რჩევებს, რაც მჭირდება და ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში გამომადგება. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელთა მოსაზრებებს ყოველთვის ვითვალისწინებ.



 

სოციალური ქსელი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ, თანაც საკმაოდ აქტიური. ინსტაგრამმა და ფეისბუქმა კიდევ უფრო დიდი ცნობადობა შემძინა. ჩემი კლიენტები თავიანთ პირად გვერდებზე ტვირთავენ ჩემთან ერთად სალონში, გარეთ, დასვენებისას გადაღებულ ფოტოებს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება აქტიურ მუშაობაში.ჩემს `მრევლში“ ყველანაირი ადამიანია _ ცნობილიც და არაცნობილიც.



ისე....

ჩემთან ყველა სფეროს წარმომადგენელი დადის, მათ შორის პოლიტიკოსებიც. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე ხშირად მახსენებდნენ პოლიტიკოსებთან მიმართებაში, რადგან ჩემთან ქვეყნის პირველი პირებიც დადიოდნენ. ასევე, მყავდა არაერთი კლიენტი ოპოზიციიდან. ისინი დღესაც ჩემი მეგობრები არიან და ჩვენს ურთიერთობაში პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად მონაწილეობს. როგორც ექიმი იღებს ნებისმიერ პაციენტს, ასევე ვარ მეც. მომხმარებელთან ურთიერთობის დროს მხოლოდ მისით ვინტერესდები და არა იმ სტატუსით და სფეროთი, რომელშიც ის მოღვაწეობს.



ჩავარდნები...

ჩემს ცხოვრებაში სულ აღმართი რა თქმა უნდა არ ყოფილა. თუმცა ცუდად რომ ვიყავი, მაშინაც თავს ვარწმუნებდი, რომ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდებოდა;

- დაახლოებით 20 წლის ასაკში, უდიდესი ვალი ავიღე. არასაკმარისი ხელფასით ძალიან დიდი თანხის გასტუმრება მიხდებოდა. არც ოჯახის წევრებს, არც მეგობრებს ამას არ ვეუბნებოდი. იმ პერიოდში ჩემთან ქეთი გველესიანი მოვიდა. ამ ქალბატონმა იცი, რა გააკეთა? -ყველა პრობლემა მომიგვარა და მომიწყო ეს მაღალი დონის სალონი, სადაც ახლა ვმუშაობ. ის ახლა ჩემი უახლოესი მეგობარია და ძალიან მიყვარს. მისი სახით მფარველი ანგელოზი მომევლინა. ასე უანგაროდ არავინ არავის ეხმარება...
მისი წყალობით მაქვს ყველაფერი, რაც მინდოდა, რაზეც ვოცნებობდი...

 

 

მიშა მოდიდან არ გადადის

ჩავარდნები არასდროს მქონია. არსებობენ სტილისტები, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოთხ-ოვნადები არიან და შემდეგ მათ სხვები ანაცვლებენ. ამის ერთგვარი შიში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა და ვფიქრობდი: ,,ნეტავ როდემდე ვიქნები მოდაში''... მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა. კარიერული ჩავარდნა არცერთ ეტაპზე მქონია. არ ვიცი ეს რისი დამსახურებაა, შეიძლება ენერგეტიკის?! ის, ვინც ერთხელ მაინც მოდის ჩემთან, თითქმის ყოველთვის აგრძელებს ურთიერთობას. შეიძლება თმა ყოველთვის ჩემთან არ გაიკეთოს. მე თავად ხშირად ვურჩევ ვისთან წავიდეს, ვინ არის პროფესიონალი, ვის რა გამოსდის უკეთესად, მაგრამ ადამი-ანები და მეგობრები ყოველთვის მემატება.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Our Interview
with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the
pianist’s life, there are so many things,

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა,
პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და
რაოდენობით,
ინტერვიუ ელისო ბოლქვაძესთან ჯერ კიდევ ზაფხულში დავგეგმეთ. თუმცა, პიანისტის ცხოვრებაში იმდენი რამ ხდება ისეთი სისწრაფით და რაოდენობით,
10:00 / 02.11.2018
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად
სცენიდან გვიყვება.
ასე მგონია, ნატო მეტონიძე საკუთარ ბიოგრაფიას ყველაზე კარგად სცენიდან გვიყვება.
08:23 / 28.11.2017
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული
გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ
იტანს.
ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის ბოლო სეზონის ყველაზე პოპულარული გმირი ჩიკა, გაგიკვირდებათ და, სინამდვილეში პოპულარობას ვერ იტანს.
07:43 / 13.11.2017

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა