ახალი ამბები
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!



-ამბობდა ჟიგული 011-ის მძღოლის გვერდზე მჯდარი ბიძაჩემი, დამირ ხოფერია, სამტრედიის აბრას რომ

 

გავცდებოდით და სენაკში შევიდოდით. თბილისიდან სოხუმამდე გზა იყო დიდი, ცოტათი მოძველებულიადინაცტითასე, ექვს საათში ჩავდიოდით. საჭესთან მამა, უკან დედა, მე, მარიკა და თეა.

გზაში არასდროს ვჩერდებოდით. მცირე საგზალი მიგვქონდა, რადგან ერთი სული გვქონდა სოხუმში, 8 მარტის ქუჩაზე, ბაბუის აშნებულ სახლამდე დროულად მიგვეღწია. საგზალი ვის ახსოვდა, დავხტოდით უკან, ახალი წლისა და არდადეგების მოლოდინში. თან გეგმა ასეთი იყო:

31 დეკემბერს სოხუმში, ნიკო ხოფერიას სახლში ვხვდებოდით ხოფერიები, ხოლო იანვრის დილა რომ გათენდებოდა, უკვე გაგრაში, ბებიასთან ჩავდიოდით. მერე მამა გვტოვებდა და თვითონ უკან ბრუნდებოდა თბილისში. დიდი ქარხნის დირექტორი იყო და მაქსიმუმ 2 იანვარს სამსახურში უნდა ყოფილიყო.


იმჯერად სახლიდან გვიან გამოვედით. ჩვენი ფუნქცია ერთი იყო - გზად უნდა გვემღერა. ჰოდა, ვმღეროდით. მამას და დედას სმენა, ბოდიში მომითხოვია და, ისე რა, ჩვენ - იცოცხლეთ! ჰოდა, იშხნელები და ინოლა, სამ ხმაში, დები ხოფერების შესრულებით,სრული პროგრამით გახლდათ წარმოდგენილი.


სოხუმში ახალ წელს ძლივს მივუსწარით. თორმეტს 15 წუთი აკლდა. იქაური მეგრულ-აფხაზური ტაბლა უკვე გაშლილი იყო. ჩვენ და ჩვენი ბიძაშვილები,სიხარულისგან გადარეულები, ოთახიდან ოთახში დავრბოდით.

მამამ
ბაბუას თოფი ჩამოიტანა, ყველა აივანზე გავედით და... ბახ, ბახ, ბახ! ვაშააა, ახალი წელია! ტაბლაზე ყველას თავისი სიყვარული ელოდა: ჩემი სისუსტე, ბავშვობიდან, ტკბილეული და მანდარინები იყო.

ასე, დავდგებოდი მაგიდასთან, ხელიდან ხელში ვითომ ვათამაშებდი, ჟონგლიორივით, მანდარინებს და ვსანსლავდი.


მანდარინობის კულმინაცია გაგრაში იყო. ბებიას, სახლის უკან, დიდი ეზო ჰქონდა, მანდარინების ჯადოსნური ხეივანი. ჩვენ რომ ჩავდიოდით, უკვე დაკრეფილ-ჩაწიკწიკებული, სახლის მეორე სართულის დერეფანში დიდ, დიდ კი არადა, უზარმაზარ ყუთებში ელაგა.

საღამოს რომ გაგრაში ტაბლას მივუსხდებოდით, ბებია მის ამოჩემებულ დიდ დაწნულ კალათაზე მიმითითებდა და ზევით მიშვებდა მანდარინების ჩამოსატანად.

ავდიოდი ოდნავ გაყინულ დერეფანში და იქ მანდარინების სამყარო მელოდა, თავისი განუმეორებელი სურნელით. თან ყველა ბუთქუჩა და საშინლად გემრიელი იყო.

ვიდრე კალათას ავავსებდი, სამ-ოთხ ცალს იქვე მივირთმევდი (დამავიწყდა მეთქვა, ცოტა ალერგიული ბავშვი ვიყავი და ბევრი მანდარინი მეკრძალებოდა), მერე ჩავაწყობდი და ქვემოთ ჩავიტანდი.


ახლაც, თბილისში, უკვე დიდი გოგო, ტრადიციულ წინასაახალწლოტაბლა დიასახლისსვიღებ. ვიღებ მესამე წელია და ასე მგონია, „ტაბლაცაქაური ახალი წლის სამზადისის განუყოფელი ნაწილი გახდა.

თავისი
გათანამედროვებული ქართული გემრიელობებით, ფუსფუსით, ძველ ქართულ ოჯახებს რომ მოგაგონებთ. გიმზადებენ კერძებს ისე, თითქოს მათი ოჯახის წევრი ხარ.

ყველა ერთმანეთს უღიმის, ულოცავს და ხელდამშვენებული მიემართება თავისი ტაბლასკენ, სახლში. მეც, უკვე, აქაურობის განუყოფელ ნაწილად ვგრძნობ თავს. აქ ხომ ჩემი საყვარელი მანდარინებია!


მე არ ჩავიფიქრებ დაბრუნებას აფხაზეთში, ეს სურვილი ჩემშია სულ. მე შობა-ახალ წელს მოგილოცავთ და გეტყვით ერთს: ალბათ, არასდროს შევიცვლები, არც 99 წლის ასაკში.

ასაკოვანს სულ იშხნელების და ინოლას წამღერება მომინდება, მუდამ მექნება რწმენა სიყვარულის და კეთილი ადამიანების, მექნება იმ დრომდე, ვიდრე ჩემთან ჩემი მანდარინები იქნება!


ჩაიფიქრეთ თქვენი მანდარინები!

 

Print