5 წლის წინ მისი დაბადება "სითის"
ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო
White
Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული
ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე
გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო
კურსებს აერთიანებს.
White Studio-ში იქმნება კერამიკის ნამუშევრები, ტექსტილი,
დეკორატიული ობიექტები ინტერიერისა და ექსტერიერისთვის.
ქართულმა კერამიკულმა ნამუშევრებმა უკვე
საზღვრები გადაკვეთა და ნიუ იორკის, ვაშინგტონის, პარიზის და
ამსტერდამის რამდენიმე გალერეასა და კერძო კოლექციაში დაიდო
ბინა.
გალერეაში წარმოდგენილი ექსპონატები უნიკალურია, საავტორო და არ
მეორდება.

ჩვენ სიამოვნებით გავიმეორეთ მილოცვა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას და
მოვაწყვეთ ფოტოსესია White Studio-სთან, სადაც
ყველაფრის შექმნა ისევ თეთრიდან იწყება და უამრავ ფერად
გარდაიქმნება.
White Studio - დაბადებულია და დამზადებულია
საქართველოში.
ფოტო: GEORGE VAN DE
KAMP
ფოტოგრაფის ასისტენტი: თათა
მეტივიშვილი
პროექტის ავტორები: ნინო ჭიჭინაძე /
ნინო დარასელი
მოდელი: ნუცა
შამილაძე
მაკიაჟი: თინა შალიკაშვილი
