ახალი ამბები
შეხვედრის მთავარი ადგილი Downtown

 

10 წლის წინ, თბილისში გაიხსნა რესტორანი, სახელად Downtown, რომელიც კონცეფციით და მენიუთი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი რესტორნებისგან.
ალბათ, სწორედ ამიტომ გახდა ის ბევრისთვის ამოჩემებული ადგილი. ამბავი გრძელდება  Downtownv -ის უკვე განახლებული კონცეფციითა და ულამაზესი ინტერიერით.

მარჯანიშვილის 5 ნომერში, "დაუნთაუნური" განწყობა რესტორნის ეზოდანვე იგრძნობა. აქ, სულ მალე, მყუდრო გარე მაგიდებისა და სკამების გვერდით, 6 მეტრიანი ბარი დამონტაჟდება. თბილისური თბილი საღამოებისას, თქვენს კარგ განწყობაზე სასიამოვნო მუსიკასთან ერთად, აქ დამზადებული უგემრიელესი, ექსკლუზიური კოქტეილებითაც იზუნებენ.

რესტორნის დარბაზში ბევრი გამოყოფილი სივრცეა, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა სიტუაციას - საქმიანს, მეგობრულს თუ რომანტიკულს. აქ არის 2 , 4, 8, 10 და 20 პერსონისთვის განკუთვნილი მაგიდები. ღვინის მოყვარულთათვის, რესტორანაში ცალკე ადგილი უკავია "ღვინის ბიბლიოთეკას" . აქ 60 -ზე მეტი მეღვინეობის, 800-მდე დასახელების ღვინის ასორტიმენტია წარმოდგენილი. შესაძლებელია მათი როგორც ადგილზე დაგემოვნება, ასევე შეძენა. ყოველ შაბათს კი, Downtown-ში განსაკუთრებული საღამოები გაიმართება, სადაც სტუმრებს ბევრი სიურპრიზი და სიახლე ელოდება. ახალი ექსკლუზიური ღვინოები, სპეციალური შეთავაზებები, დეგუსტაცია და არსებულ კერძებთან მისადაგებული ღვინოების დიდი ასორტიმენტი.
რაც შეეხება სამზარეულოს, Downtown-ის გამოცდილი ბრენდ- შეფი, იტალიელი ენცო ნერია და ამით უკვე ბევრი რამაა ნათქვამი. ჩვენი მკითხველი მას კარგად იცნობს. ენცოს სამზარეულო მის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ გამოცდილებას აერთიანებს. Downtown-ისთვის კი, სამზარეულოს უნიკალური კონცეფცია შექმნა, რომელიც არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის სამზარეულო. ესაა გამოცდილებისა და კრეატივის შერწყმა. white studio-ს ულამაზეს ჭურჭელზე მოთავსებული კერძები,

თქვენთვის, ესთეტიკური და გემოვნური სიამოვნების მისაღებადაა შექმნილი. 

ეკა ვერულაშვილი, რესტორან Downtown-ის დამფუძნებელი

რესტორანი Downtown უკვე 10 წელია არსებობს. როდესაც ეს რესტორანი გავხსენით, ამ სფეროში ინოვატორები ვიყავით, რადგან შევქმენით კონცეფცია, რომელიც დაფუძნებული იყო ამერიკული ვახშმის ტიპზე. იმ პერიოდში, მსგავსი პრაქტიკა საქართველოში არ არსებობდა. მენიუც განსხვავებული იყო და მოიცავდა საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს.
2 თვის წინ, საინვესტიციოო კომპანიამ "სინერჯი კაპიტალი" Downtown-ის 50%-იანი წილი შეიძინა. ახალი Downtown-ის კონცეფცია სწორედ მათთან ერთად შევქმენით. სრულიად შევცვალეთ რესტორნის ინტერიერის დიზაინი, კონცეფცია და მენიუ. სამომავლოდ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვგეგმავთ Downtown გახდეს ქსელი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

როდესაც რესტორნის დიზაინზე დავიწყეთ ფიქრი, მთავარი სურვილი იყო რადიკალური ცვლილება. ვიცოდით თავისი საქმის პროფესიონალის, ნინო არზიანის შესახებ. ნანახი გვქონდა მისი ნამუშევრები და მასზე შევარჩიეთ არჩევანი. მან მოისმინა ჩვენი სურვილები და ისინი, საკუთარი ხედვით, რეალობად გადააქცია. მგონი, არაჩეულებრვი გამოვიდა. ეს ზუსტად ის კონცეფციაა, რომელიც გვინდოდა. ნახატიც, ჩვენს ერთ-ერთ კედელზე, ნინოს ჩანაფიქრი იყო. ვფიქრობთ ის Downtown-ის სახედ ვაქციოთ და სხვადასხვა ატრიბუტიკაზე გამოვიყენოთ.
მარიკა ბიბილეიშვილი, რესტორან Downtown-ის დამფუძნებელი

რესტორანი Downtown გახსნის დღიდანვე საკმაოდ პოპულარული იყო. 10 წლის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ კონცეფცია რადიკალურად შეგვეცვალა და ჩვენს სტუმრებს სრულიად სხვა ამპლუაში წარვუდექით.

აქ მოსულმა სტუმარმა უნდა მიიღოს გამოცდილება, რომელიც გულისხმობს არა მხლოდ გემრიელი კერძების დაგემოვნებას, არამედ ზოგადად, მთლიან სიტუაციას, მომსახურებას და ყველა იმ შეგრძნებას, რომელსაც აქ ყოფნით მიიღებს. ვცდილობთ, რომ აქედან სტუმარი, განსაკუთრებული ემოციებით სავსე წავიდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუმრებმა ერთმანეთთან იურთიერთონ. Downtown-ის ექვსმეტრიანი ხის მაგიდა, სწორედ გაზიარების კონცეფციას ემსახურება. ის არა მხოლოდ წვეულებისთვისაა განსაზღვრული, არამედ გვინდა სრულიად უცნობ ადამიანებს, ამ მაგიდის ირგვლივ, კერძების დაგემოვნების, ერთმანთის გაცნობისა და ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ. ასეთი სივრცე ცოტაა თბილისში და ვფიქრობ, სჭირდებათ როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ექსპატებს.

რაც შეეხება სამზარეულოს, მთავარი ამოცანა იყო სიახლის, გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და დახვეწილი ვიზუალის ერთობლიობა, რასაც ჩვენმა ბრენდ - შეფმა, ენცო ნერიმ თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვა.
ენცო ნერი, რესტორან Downtown-ის ბრენდ- შეფი

უკვე 20 წელია კულინარიის სფეროში ვარ. ამ პერიოდში ბევრგან მიცხოვრია და მიმოგზაურია. ჩემი სამზარეულო სწორედ ამ გამოცდილებით შექმნილი პალიტრაა. Downtown-ის მენიუში სხვადასხვა ქვეყნის შტრიხები იგრძნობა. ჩვენს მენიუშია იტალიური პიცის ჩვენებური, ჯანსაღი ალტერნატივა - ხრაშუნა პურის სამი სახეობა- პროშუტოთი, თევზითა და ბურატათი, ნიუ-იორკული ბურგერი, სტეიკი, არგენტინული ჩიმიჩურის და ბარსელონაში გავრცელებული პატატას ბრავას სოსუსით, ლაზანია, სევიჩე, კროკეტები, სხვადასხვა წვნიანი...ყველა კერძის ჩამოთვლა და მათზე მოყოლა ნამდვილად გამიჭირდება. რაც შეეხება დესერტებს, აქაც მრავალფეროვნებაა - კლასიკური ტირამისუ, პანაკოტა მაწვნით და ბანანით, უგლუტენო ფონდანტი- კოჭას ნაყინით, დრაკონის ხილის ჩიზქეიქი, მილფეი -ლავანდის კრემით... მნიშვნელოვანია, რომ ყველა კერძი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებით მზადდება. გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი და მზად ვართ სტუმრებს ჩვენი განახლებული მენიუთი ვუმასპინძლოთ. 


ტექსტი: ანა არაბიძე

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჟურნალ
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ჟურნალ
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
პროფესიის არჩევა
- ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან
ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია
იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
ქრისტინა ჩალაძე და ბეჟან ხელაშვილი - ეს ტანდემი უკვე, შეიძლება ითქვას, აბსოლუტური ლიდერია იმაში, რასაც ჩვენ ესთეტიკურ მედიცინას ვეძახით.
10:54 / 12.03.2020
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი
ამბავი
იცით თუ არა რამდენიმე მთავარი ამბავი "გასტრონომის" შესახებ?
18:38 / 10.03.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
თამარ ბარბაქაძე და კლინიკა "რეპროარტი"
ჟურნალ "სითის" მკითხველები უკვე იცნობენ ქართულ - ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტის" ექიმებსა და მათ ისტორიებს. ამ ნომერში კლინიკის კიდევ ერთი წარმატებული ექიმის, მეან გინეკოლოგ- რეპროდუქტოლოგ- ენდოკრინოლოგ თამარ ბარბაქაძის სამედიცინო გზაზე გიამბობთ.
14:10 / 14.03.2020
ექიმ- რადიოლოგ მარიკა რაზმაძის გზა მედიცინაში
პროფესიის არჩევა - ექიმობა, როგორც მომავალი პროფესია, სკოლის ბოლო კლასებში ავირჩიე.
11:59 / 13.03.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
ამინდი
ბორჯომი 5 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ახალქალაქი 1 °C
img
გამოწერა