City Cover
Cheers by Armand de Brignac
ახალი წელი იქნება? აუცილებლად იქნება, რადგან, ჯერ ერთი, სხვაგვარად წარმოუდგენელია და მეორეც, ამ უცნაური 2020-ის გასაცილებლად, კოვიდისა და "ლოქდაუნების" ჯინაზე, რომლებმაც მთელი მსოფლიოს გეგმები თავდაყირა დააყენა, საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ, რაც შეიძლება განსაკუთრებული განწყობით. განწყობა ბევრ რამეს მოაქვს, მოაქვთ შენს საყვარელ ადამიანებს, მოაქვს მეათასედ ჩართულ საყვარელ მუსიკას, ცოტა ქაოტურ დაგეგმარებას ..... ათას წვრილმანს. დიახ, მოაქვს ლამაზ კაბებს, სამკაულებს და წინასაახალწლო განწყობის უცვლელ ატრიბუტს - შამპანურს.

ჩვენი ფოტოსესიის მთავარი ინსპირაცია განსაკუთრებული შამპანური გახდა. 





Armand de Brignac-ი, ცნობილი ფრანგული ლაქშერი შამპანური. მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ის საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სულ რომ არაფერი იცოდეთ ამ ბრენდის შესახებ, მისი ბოთლის დანახვისთანავე ხვდებით, რომ თქვენ წინ ნამდვილი ვარსკვლავია. ხან, სწორედ საახალწლო ოქროსფერ ტონალობაში გამოწყობილი, ხან, ჟოლოსფერში და ხანაც, მოლივლივე მბრწყინავ მწვანეში. ფერთა პალიტრა ისეთივე გამორჩეულია, როგორც თავად ეს სასმელი.
Armand de Brignac-ი, მსოფლიოს გამორჩეული ღონისძიებების და დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია. 2020 წელი მისთვის ნამდვილად განსაკუთრებული გახდა Armand de Brignac-ის Blanc De Blancs-ი მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ღვინის გამოსავლენ შეჯიბრში ნომერ 1 შამპანურად დაასახელეს. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, "პრემიერ ჯგუფია", რომელიც პრემიალური ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციითაა დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი, ჩვენი წინასაახალწლო ფოტოსესიის გმირი, თიკო დიდავაა. ფოტოსესიაში სწორედ ის წარადგენს მისი კომპანიის პორტფელის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ბრენდს.





წინასაახალწლო ფოტოსესია "თბილისი მარიოტის" საპრეზიდენტო ნომერში შედგა. ეს გახლავთ ლაქშერი შამპანურის Armand de Brignac-ისა და მაღაზია "ქრონოგრაფის" ერთგვარი კოლაბორაცია, სადაც "არმან დე ბრინიაკის" ულამაზესი ბოთლების ფონზე, მშვენიერი თიკო დიდავა CASATO GIOELLI, CHOPARD, MESSIKA-ს ულამაზეს სამკაულებთან და BREGUET-ს საათთან ერთად, ხან დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექციის მშვენიერ სამოსშია გამოწყობილი, ხანაც ELOSHI-ს ტანსაცმელში და ხანაც, სამოსში მისი პირადი კოლექციიდან. ბრენდი განსაკუთრებულია და ის არათუ განსაკუთრებულ სტილიზებას, არამედ განსაკუთრებულ ხედვასაც ითვალისწინებს, რის შედეგსაც თქვენ ამ ფოტოსესიაში ხედავთ.


ფოტოსესიის მთავარმა გმირმა და წარმდგენმა ბრენდის შესახებ, ცხადია, ყველაფერი იცის. აღნიშნავს, რომ ის მისი კომპანიის პორტფელის მართლაც დიდი სიამაყეა. ისტორია Armand de Brignac-ისა მე-18 საუკუნიდან მოდის. შამპანურის წარმოება 1763 წელს საფრანგეთში, Chigny-les-Roses-ში, Cattier-ის სახლის მიერ იწყება.

ბრენდმა სახელწოდება Armand de Briniac-ი მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მიიღო, ოფიციალურად დარეგისტრირებისას. სახელი ამ საოცარი სითხისთვის Jean-Jacques Cattier-ის დედამ ერთ-ერთი ნოველის კითხვის დროს შეარჩია. ნოველის მთავარ გმირს de Brignac-ი ერქვა...

თავიდან ბრენდი საკმაოდ ვიწრო წრისთვის იყო განკუთვნილი და ხელმისაწვდომიც. გადის დრო და 2006 წლიდან Armand de Briniac-ისთვის, ახალ ჯგუფთან ერთად, სრულიად განსხვავებული და საინტერესო ეტაპი იწყება: ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფი "შამპანურის საერთაშორისო ასოციაცია" (CIVC), გასცემს უფლებას აღნიშნული ღვინო / სითხე შამპანურად ჩაითვალოს.


ეს რეალურად ახალი ბიძგი იყო ბრენდისთვის. სწორედ ამ დროიდან Cattier იწყებს კოლაბორაციას დამოუკიდებელ ბრენდებთან და ბაზარზე ცალკე გააქვს de Brignac-ის სახელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბრენდის ისტორიაში: შამპანურის პირველი ლანჩი Armand de Brignac Brut Gold-ით გაიმართა. ოქროსფერმა მეტალის ბოთლმა, ყვავის ტუზის გამოსახულებით, მსოფლიო აღიარება ძალიან მცირე დროში მოიპოვა.

არნახული ცნობადობა და მსოფლიო აღიარება ბრენდს 2006 წლის ოქტომბერში გამოსულმა რეპერ ჯეი ზის ვიდეორგოლმა Me what you got, სადაც Armand de Brignac თითქმის მთავარი როლის შემსრულებელია. იქამდეც და მას მერეც, ცნობილი შამპანური მსოფლიოს მეგა ვარსკვლავების საყვარელი სასმელია. ის ხუთი სახეობითაა წარმოდგენილი და თითოეული მათგანი მართლაც გამორჩეულია. აი მათი დასახელებაც:
Armand de Brignac Brut Gold, Armand de Brignac Rosé, Armand de Brignac Demi Sec, Armand de Brignac Blanc de Blancs, Armand de Brignac Blanc de Noirs.


დრო რთულია და წინ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგვიწვევს ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც. არსებობს უამრავი რჩევა, გაიდლაინი, გამოცდილება, როგორ უნდა გადავლახოთ ეს რთული დროება. ყველა მათგანს ერთი აქვს საწყისი - განწყობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფრის საწინდარი თქვენი განწყობაა, რომლის ერთი პატარა ნაწილი ეს წინასაახალწლო ფოტოსესია გვინდა რომ იყოს.


TINATIN DIDAVA
PHOTO: GEORGE VAN DE KAMP
HAIR AND MAKE UP: EKATERINE CHANCHIBADZE
DATUNA SULIKASHVILI
CHRONOGRAPH GEORGIA
TBILISI MARRIOTT HOTEL

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"სითის" და "ნიკორას" უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, აპრილის ნომრის გმირი ლიკა კვარაცხელიაა. ის ნამდვილად მიეკუთვნება იმ ქალბატონების რიცხვს, რომლებიც ყველაფერს ასწრებენ, თან ერთნაირად წარმატებულად.
08:58 / 08.04.2021
სურვილი იმისა, რომ შენი
პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს
გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან.
თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც
ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
სურვილი იმისა, რომ შენი პროფესიული ნიჭი და პრაქტიკული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს გაუზიარო, ნიშნავს პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, საკუთარ თავთან. თუ ეს შეძელი, უკვე ფაქტია, რომ შენ შეძელი სარგებლის მოტანა, რომელიც ვერ წაიშლება და დარჩება მომავალ თაობებს.
10:21 / 07.04.2021
პანდემიის პარალელურად,
პანდემიის პარალელურად, "სითის" ფურცლებზე არაერთხელ შეხვდებით ისტორიებს ადამიანებზე, რომლებმაც კარანტის დღეები იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად და ახალი პროფესიების ასათვისებლად გამოიყენეს.
14:04 / 03.04.2021
Delfy Cosmetics
ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და
ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
17:05 / 22.03.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მე და ჩემი მეგობრები - შეხვედრის ადგილი - "იდილია"
აი ასე, უცებ და სპონტანურად გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ, რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება მოგვენატრა.
11:14 / 11.04.2021
"ნიკორას" რეცეპტები: ვიკა კალანდიას "ცეზარი შაშხით"
ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.
12:14 / 11.03.2021
Questions & Answers
ყველასთვის საკმაოდ რთულ პერიოდში, ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა, სახელად `გემშვიდობები~. კლიპის გადაღებები ნოდიკოს ახალ სახლში და "ბიოლში" 2 დღეს გაგრძელდა. პროცესს ჩვენი გადამღები ჯგუფიც დაესწრო და "სითის" მკითხველისთვის ეს ფოტოკოლაჟიც მოვამზადეთ. რა თქმა უნდა, ნოდიკოსთან ინტერვიუც ჩავწერეთ და ცოტ-ცოტა ყველაფერზე ვისაუბრეთ - ბავშვობიდან დღემდე.
11:04 / 07.03.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აპრილი 2021 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0798
TRY
TRY
1
0.4195
USD
USD
1
3.4232
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 6 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა