Editorial
"წლის შეჯამება არაცუკერბერგულად" ეკა ხოფერია სარედაქტორო სვეტი
წელი შეაჯამეო, მეუბნება 2015, მაგრამ ჯერ არ მცალია. ჩანს, ჩემსავით გაზარმაცებულთათვის ცუკერბერგმა იზრუნა და სპეციალური პროგრამა მოუმზადა. ძალიან მაგარია. არც გონებას ძაბავ, არც ფიქრებს მიეცემი, არც აჯამებ, ყველაფერს შენ ნაცვლად აკეთებს და ეს ოხერი ისეთი ჭკვიანია, წლის შემაჯამებელ ფოტოკოლაჟში მხოლოდ დადებით მომენტებს გახსენებს. დადებით მომენტებს კი არა, ფოტოებსაც საუკეთესოს, დაფოტოშოპებულ, ფილტრდადებულსა და ეფექტიანს "გიგდებს~. შენ რა უნდა გააკეთო? არაფერი! სრულიად არაფერი, მხოლოდ ერთხელ დააწკაპუნო ეკრანზე და სულ რამდენიმე წამში ამაყად გამოფინო (უფრო სწორად, გამოგიფინოს) შენი წარმატებული წელი ლამაზი ფოტორეპორტაჟით გაფორმებული. სასაცილო ისაა, რომ არც კი უღრმავდები, ეგეც გეზარება, უბრალოდ, ქვედა მარჯვენა ბურთულის გაწითლებას უნდა ელოდო და წავიდა "ლაიქები~. და რა? გგონიათ, რომ ვინმე ნახულობს? ან ვინმეს აინტერესებს რეალურად ცუკერბერგის მიერ თქვენი წლის დაჯამება? არც არავის. უბრალოდ, ~უხერხულია, არ ეწყინოს~ პრინციპით, "ვულაიქებთ და გვილაიქებენ~. აბა, სცადეთ და მართლა შეაჯამეთ: შვილი მეყოლა, ახალი სამსახური დავიწყე, დავკარგე, გავთხოვდი, დავშორდი, გავხდი, გავსუქდი ითვლება, ცხადია. მაგრამ ვისაც ეს არ გადაგვხდომია თავს? აჯამებთ? როგორ? დაწერთ, სადღეგრძელოს იტყვით, მეუღლეს ეჭორავებით, შვილებს ეტყვით, მშობლებს მიუცუცქდებით გრძელი საუბრის დასაწყებად? არაფერსაც არ გააკეთებთ. საიდან ვიცი? ვიცი. ყველა ერთმანეთს დავემსგავსეთ. და საქმე მხოლოდ ფეისბუქსა და "ამ ტელევიზიაში სულ ნეგატივიაში~ არ არის. გავზარმაცდით. საკუთარ თავთან აღარ ვრჩებით, ხეირიანად ვერც ვაანალიზებთ და ვერც ვაჯამებთ.
მე კი შევაჯამებ. სხვა გზა არ არის. საახალწლო ნომრის სპეციფიკა მოითხოვს.
გასულ წელს დავიწყე და რამდენიმე თვეში დავამთავრე ერთი სატელევიზიო პროექტი, სახელად "იმედის კვირა~. სიმართლე უნდა ითქვას, არც მე დამიწყია და არც მე დამიმთავრებია. ამ ისტორიაში ერთადერთი, რაც რეალურად მადარდებს, ჩემს დიდი ხნის მეგობართან და კოლეგასთან დაშორებაა. ერთმანეთს ნერვებს ვუშლით, მაგრამ მისი წასვლით დავკარგე თანამოაზრე. ადამიანი, რომელსაც, რამე თუ გამიჭირდებოდა, პირველს ვეკითხებოდი რჩევას. შორს არ წასულა, აქვეა, თბილისში და ახალ გადაცემას იწყებს, მაგრამ ვიცი, რომ ხშირად ვერ ვნახავ და ეს ცუდ ხასიათზე მაყენებს. ეს, რაც შეეხებოდა ინგა გრიგოლიას.
2013 წელს დავიწყე და დღესაც განვაგრძობ ჩემს ყველაზე საყვარელ სატელევიზიო პროექტს. დაწყება რთული იყო, მივედ-მოვედებოდი, ჩემსას ვეძებდი, ვეძებდი ჩემს გუნდთან ერთად და ვიპოვე. ფრაზა "ისე, როგორც შენ აკეთებ~, ჩემთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია, კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ის არცერთ სხვა პროექტს არ ჰგავს.
2015-ში შევედით სკოლაში. ნიკოლა საჯარო სკოლის მოსწავლეა. ეს ჩვენთვის პრინციპული გადაწყვეტილება იყო და მიხარია, რომ არ შევცდი.
უმცროსს, იკას, გრძელი თმა შევჭერი და კიდევ უფრო დაემსგავსა პატარა მორაგბეს. შედეგმაც არ დააყოვნა, საახალწლო ზეიმზე გრძელთმიანი ნიკოლა (მის თმას ხელს არ ვახლებ) პრინცს თამაშობს, იკა _ მგელს.
ყველაზე დიდი უკვე ყველაზე დიდია და ყველაზე უცნაური ფრაზა მითხრა, რა მოხდება, ისე მეჩხუბო, როგორც ჩვეულებრივი დედები ჩხუბობენ და არ მესაუბრო ისე, როგორც შენს რესპონდენტებსო. ვცდილობ. არ გამომდის.
ქმარი. რამდენიმესაათიანი ბედნიერება, რომ ერთი სატელევიზიო პროექტი ჩამომშორდა და გამოთავისუფლებულ საათებს მას დავუთმობდი, მალევე დასრულდა. იხილეთ შემდეგი აბზაცი;
დავიწყე ახალი პროექტი! "სითი~ პირველი ქართული ბრენდია, რომლის ინგლისურენოვანი ვერსია საზღვრებს გარეთ გავა. მის გეგმებზე აქ არ დავწერ, საახალწლო სუფრის გარეშე დარჩებით, სხვა დროს იყოს.
ტელევიზორს ხშირად აღარ ვუყურებ, ან ვუყურებ "გადახვევით~, საქმის კურსში რომ ვიყო. რეიტინგებს არ ვუყურებ, ფეისბუქში მხოლოდ საქმიანი მიმოწერისთვის შევდივარ, ცუკერბერგის პროგრამას წელს არ ვაჯამებინებ.
ჰო! და ვიყიდე დიდი კომპიუტერი, ჩვეულებრივი, არც ისე ძვირიანი და ჩემს საყვარელ საქმეს მივუბრუნდი. ვწერ! ჯერ მხოლოდ ჟურნალისთვის, მერე, ვნახოთ.
ესეც შენ, ცუკერბერგ! თუ შეჯამებაა, შეჯამება იყოს. აბა, სცადე და გაიმეორე!
ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო!


2015 წელი, დეკემბრის მიწურული
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
თეგები ეკა ხოფერია /
ამავე კატეგორიაში
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
ამბავი ჩვენი მკითხველისთვის
კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და
მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day
Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი -
არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ
ბავშვები!

ამბავი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი - არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ ბავშვები!

08:18 / 12.05.2017

- ეს ნაოჭები ცოტა
გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო
ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო,
ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და
დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს
სახეზე.

- ეს ნაოჭები ცოტა გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო, ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს სახეზე.

16:54 / 28.03.2017
ალილუია!

ალილუია! "სითის” სარედაქტოროს დილის 10 საათზე ვწერ! ეს დიდი წინსვლაა, როგორც წესი, წერას ღამის თორმეტი საათის შემდეგ ვახერხებ, ცხოვრების რიტმის შესაბამისად.

10:27 / 03.03.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ვისვენებთ საქართველოში!
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1838
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.7945
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა