Editorial
სარედაქტორო

უკვე მეშვიდე წელია, საახალწლო სურვილები "სითის" მკითხველის თვალწინ იბადება;

ვინ მოთვლის, რამდენი პირობა მივეცი საკუთარ თავს და რამდენი გეგმა დავისახე, ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგიც - ნაკლებად. მაგალითად, არ მახსოვს, რომელ წელს ჩავიფიქრე ფრანგულის სწავლა;არ გამოვიდა. არადა,როგორ გამომადგებოდა ამ წამს, პარიზში საახალწლო გადაღებებზე; პირობა თუ სურვილი, რომ აუცილებლად მესწავლა მანქანის ტარება, მე თვითონ გადავიფიქრე, ნერვებს გავუფრთხილდი, ჩემსასაც და სხვისასაც; რომელი ერთი ჩამოვთვალო ადრინდელი საახალწლო სურვილებიდან: ვიყო უფრო ხშირად ბავშვებთან, ვისწავლო თხილამურებით სრიალი, ვისწავლო ფოტოგრაფია, ჩავერთო "ამბიანსის" მიერ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ყველაზე ლამაზად მორთული ნაძვის ხის ავტორს გამოავლენს; მოკლედ, ბევრი რამ არ გამოვიდა და მივხვდი, რომ ასე საჯაროდ გაცემული პირობები თუ სურვილები არ სრულდება, მით უმეტეს, საახალწლო; სურვილი იმის სურვილია, ჩუმად, შენთვის რომ ჩაიფიქრო და დაელოდო დროს, შენთვის როცა მოიცლის თოვლის ბაბუა, რომლის არსებობისაც უპირობოდ მჯერა. ისიც ვიცი, რომ ოდესმე ჩავაკითხავ ლაპლანდიაში, სახლში (აი, ისევ საჯაროდ მიცემული პირობა და საჯაროდ ჩაფიქრებული სურვილი); ჰოდა, ვინაიდან ჩემი წლევანდელი სურვილი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მეტად სწორედ მისი ასრულება უნდა ვინატრო ახალი წლის ღამეს, მოდი, პირველად დავარღვევ ტრადიციას და არ დავწერ არც აქ, არც სოციალურ ქსელში, არც შამპანურის ჭიქაში ჩასაგდებ პატარა ნაგლეჯზე, მერე რომ უნდა დაწვა და გადაყლაპო; საჯარო სურვილებიდან ისევ თხილამურების და ფრანგულის სწავლას დავიტოვებ, ყველაზე ჯადოსნური ღამისთვის კი - მხოლოდ ყველაზე ძვირფასს.

 

 




Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
ამბავი ჩვენი მკითხველისთვის
კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და
მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day
Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი -
არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ
ბავშვები!

ამბავი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი - არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ ბავშვები!

08:18 / 12.05.2017

- ეს ნაოჭები ცოტა
გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო
ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო,
ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და
დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს
სახეზე.

- ეს ნაოჭები ცოტა გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო, ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს სახეზე.

16:54 / 28.03.2017
ალილუია!

ალილუია! "სითის” სარედაქტოროს დილის 10 საათზე ვწერ! ეს დიდი წინსვლაა, როგორც წესი, წერას ღამის თორმეტი საათის შემდეგ ვახერხებ, ცხოვრების რიტმის შესაბამისად.

10:27 / 03.03.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა