Editorial
ფოტო, რომელიც მას აუცილებლად იპოვის!

ალილუია! "სითის” სარედაქტოროს დილის 10 საათზე ვწერ! ეს დიდი წინსვლაა, როგორც წესი, წერას ღამის თორმეტი საათის შემდეგ ვახერხებ, ცხოვრების რიტმის შესაბამისად.

წლევანდელ სავალენტინობო სარედაქტოროს ჩემი მეგობრის, ნიჭიერი ფოტოგრაფისა და მუდამ ოპტიმისტი ადამიანის, მარი ნაკანის ფეისბუქპოსტის წაკითხვა უძღოდა წინ. მარის და გიორგის ორი არაჩვეულებრივი გოგო ჰყავთ - ლიტუკა და სოფო; იმის მიუხედავად, რომ დედ-მამა არანორმირებული სამუშაო გრაფიკით ცხოვრობს, შვილებს დამუკიდებლად ზრდიან, რაც არ უნდა გვიან დასრულდეს გადაღება, დილით გოგოების გაღვიძება, მათთვის, როგორც მარი ყვება, "სასაცილო საუზმის” მომზადება, მხიარული გადაცემის მოძებნა (დილით სახლიდან ყველა რომ კარგ ხასიათზე გავიდეს), სკოლაში გაცილება მარისა და გიორგიზეა დამოკიდებული, და არამარტო დილა. საღამოს დაღლილ-დაქანცულები გოგოებისგან მათ სასკოლო ისტორიებს ისმენენ, თავიანთს უყვებიან და ყველანი ერთად ვახშამს ამზადებენ. მარის თავისი განსაკუთრებული რეცეპტები აქვს, რეცეპტები სამუშაო დღის დაგეგმვის, ჯანსაღი ცხოვრების, საყვარელ ადამიანთან რაც შეიძლება მეტი დროის გატარების და კარგ ხასიათზე ყოფნის. კარგი ხასიათისთვის დილაუთენია ცხელი შხაპის მიღებას, გაღუნღულებული ხალათის ჩაცმას, შემდეგ სახეზე ტონალურის წასმასა და დილის გამამხნევებელი სელფის გადაღებას გვირჩევს. ეს სელფი შეგიძლიათ საკუთარ გვერდზე განათავსოთ, "ვაიბერში" მეგობარს ჩაუგდოთ, ან სულაც ალბომში შეინახოთ - დახედავთ, საკუთარი თავი მოგეწონებათ და ბედნიერი დღეც დაწყებულია. მარი და მისნაირი გოგოები თავად ქმნიან თავიანთ ბედნიერ დღეებს და ამ დღეებში ჩვენი ნომრის მთავარი თემა - ვალენტინობაც შედის.

ჩემი ვალენტინობაც ჩემებურია; განსაკუთრებულს მას ის გარემოებაც ხდის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი არც შეყვარებულობის დროს და არც თანაცხოვრების მეათე წელს თარიღებს დიდად არ სწყალობს. მის დამოკიდებულებას პატივს ვცემ და მესმის, მაგრამ ზოგჯერ საყოველთაო აჟიოტაჟს აყოლილი, მაინც ველოდები. დარწმუნებული ვარ, მკითხველთა შორის ბევრი იქნება ჩემს მდგომარეობაში, ბევრი ისეთიც, რომელსაც ჯერ ის ერთადერთი არ შეხვედრია. თქვენთვის, უფრო სწორად კი, ჩვენთვის, ჩემებური გამოსავალი ვიპოვე: შევქმნათ "ჩვენი ვალენტინობა”! დავიწყოთ დროის ათვლა დღესვე, დავიწყოთ მზადება იმისათვის, რომ 14 თებერვალს ყველაზე კარგ ხასიათსა და განწყობაზე შევხვდეთ, წინასწარ დავგეგმოთ, რას ვიჩუქებთ ამ დღეს (“სითი” ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ), დავგეგმოთ, სად გავატარებთ საღამოს მეგობრებთან, დებთან, ოჯახის წევრებთან ერთად. დავგეგმოთ, როგორები მივალთ 14 თებერვალს სამსახურში, რა ვარცხნილობას მოვიფიქრებთ საღამოსთვის, რომელ კაბას შევარჩევთ და მერე, მარის თქმის არ იყოს, ერთი მხიარული მუსიკა, ტონალური სახეზე და ფოტო, რომელიც თავის ადრესატს აუცილებლად იპოვის!


ბაკურიანი, 2017 წელი
ფოტო: გიორგი ტორონჯაძე

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან
კარგი.
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
ამბავი ჩვენი მკითხველისთვის
კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და
მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day
Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი -
არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ
ბავშვები!

ამბავი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობმა თეონა ბაღდავაძემ მახარა. სწორედ მისი იდეითა და მეცადინეობით დაფუძნდა საქართველოში  Red Nose Day Georgia - პროექტი საქველმოქმედოა, ხოლო მისი არსი - არაჩვეულებრივი და კეთილი: გაიცინე, გაეცი და გადაარჩინე ბავშვი!

ჰოდა, შემომხედეთ, გაიცინეთ, გაეცით და გადაარჩინეთ ბავშვები!

08:18 / 12.05.2017

- ეს ნაოჭები ცოტა
გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო
ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო,
ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და
დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს
სახეზე.

- ეს ნაოჭები ცოტა გაასწორებინე, რა!  -  მეუბნება ჩემი კოლეგა სარედაქციო ოთახში ჟურნალის აწყობის დროს. ვუყურებ საკუთარ ფოტოს: ჰოო, ნაკანიმამასახლისის ავტორობით ჩემი ბოლო პორტრეტიდან 4 წელი გასულა და დროის აღმნიშვნელ პაწაწინა ხაზებს აშკარად მოუმატიათ ჩემს სახეზე.

16:54 / 28.03.2017
უკვე მეშვიდე წელია, საახალწლო სურვილები

უკვე მეშვიდე წელია, საახალწლო სურვილები "სითის" მკითხველის თვალწინ იბადება;

19:27 / 07.01.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ნინუცა ბიბილეიშვილი-ორჯონიკიძის  კი და არა
მე ვარ... ჯიუტი, ფიცხი, ხანდახან ზედმეტად ემოციური, ყოფაში უდისციპლინო, ძლიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, კეთილგანწყობილი და მიმნდობი.
11:58 / 19.11.2019
შემოდგომა თბილისში
შემოდგომა თბილისში და შემოდგომის ერთი საღამო რესტორან ,,ბაზმში".
12:01 / 16.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2888
TRY
TRY
1
0.5182
USD
USD
1
2.9736
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ახალქალაქი 0 °C
img
გამოწერა