City Events
ნენე ფეიქრიშვილი
წერილი ბრიჯიტ ჯონსს

ძვირფასო ბრიჯიტ, მაპატიე, რომ ამდენი ხანია არ გამოვჩენილვარ, არ იფიქრო, რომ აღარ გემეგობრები, ან ახალი მეგობრები გავიჩინე. ბევრი სიახლეა ჩემკენ და მინდა მოგიყვე. ფაქტობრივად, ახლიდან დავიწყე ცხოვრება. გახსოვს, ჩემი და სასწორის ურთიერთობა? რომ ვხედავდი, ისე ვემალებოდი, თითქოს მოჩვენება, ან საშინელებათა ფილმის გმირი დამენახოს. აბა, ახლა მკითხე? ყოველდღე ერთი სული მაქვს, ავდგე და ავიწონო. მოკლედ გიამბობ, რა მოხდა: ახალი მეგობარი მყავს _ ნატა გაგუა, რომლის დიეტის წყალობით ვიკვებები დღეში 4-ჯერ, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და წონაშიც ვიკლებ. დილას აუცილებლად ვიწყებ წყლით. წყალს ვსვამ საკვების წინ ნახევარი საათით ადრე და კვებიდან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ. საუზმე აუცილებელია! ხილს ვჭამ დღის პირველ ნახევარში, სადილსა და ვახშამზე ვიღებ ცილებს და ბოსტნეულს, აუცილებელია, საკვები იყოს ნაკლებმარილიანი და მისი მოცულობა არ აღემატებოდეს 300 გრამს. ბოლო კვებიდან 4 საათი მაინც უნდა იყოს გასული, რომ დავიძინო. ალბათ, ისიც გახსოვს, შოკოლადი როგორ მიყვარს, იცი, არც ამაში ვარ შეზღუდული, 2 ნატეხ შავ შოკოლადს მივირთმევ დღის განმავლობაში. ამის გარდა დავიწყე "მედიში" ვარჯიში, სადაც არაჩვეულებრივი გარემოა, ვვარჯიშობ კვირაში 3-ჯერ _ სარბენი ბილიკი, მუცლის პრესი, ცოტა გაწელვები, რაც დასაწყისისთვის საკმარისია. დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გავზრდი დატვირთვას, ამ ყველაფერში ჩვენი ინსტრუქტორი გიორგი გვეხმარება (სხვათა შორის, მოგეწონებოდა), რომელიც არა მარტო გვავარჯიშებს, არამედ ძალიან კარგ რჩევებს გვაძლევს კვებაზე, წყალსა და წონის კლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ფიტნესის შემდეგ ვაგრძელებ აკვააერობიკით, ერთი საათის განმავლობაში ჩვენი ინსტრუქტორი, ენერგიული და მხიარული ეკა დაუზარლად გვეხმარება გავხდეთ მაგარი გოგოები. აკვამდე და აკვას შემდეგ კი განტვირთვის მიზნით ჯაკუზში ვნებივრობთ. მოკლედ რომ გითხრა, სრულიად შევიცვალე ცხოვრების წესი და ვარ ბედნიერი.

ძვირფასო ბრიჯიტ, იცი, კიდევ რას მივხვდი? ჩვენ იმიტომ კი არ ვმეგობრობთ ამდენი წელია, რომ ორივენი პუტკუნები ვართ, თუ ფერხორციანები, როგორც ამბობენ ხოლმე, არამედ იმიტომ, რომ ორივე ვართ უბრალო გოგოები, მხიარულები, ემოციურები, ზოგჯერ ცოტა გიჟებიც, გვიყვარს სიცოცხლე და გვინდა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.

P.შ. თავი რეალითი შოუს ვარსკვლავი მგონია.

P.P.შ. - რაღაცები კიდე მაქვს მოსაყოლი, აქ ვერ მოგწერ, რადგან "სითის" ყველა მკითხველი წაიკითხავს. დამირეკე!
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019

თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც
ვერცერთი სხვა ქალაქი.
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა
რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ
ინტერნეტ-გამოცემებში.
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემებში.
07:52 / 28.11.2017
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა
“ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS
წარუდგინა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა