City Events
მაკა კეკელიძე
ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!
ეს ჩემი პირველი მცდელობაა, პროექტი დაწყებიდან დღემდე შევაჯამო. ყველაზე მეტად პირველი სამი დღე გამიჭირდა. მიჭირდა მთელი დღეები კვება შემეზღუდა, რადგან მანამდე ეს არასდროს გამიკეთებია. შეიძლება უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. მართლა უცნაურია, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც ისე სურს წონაში დაკლება, რომ ჩაერთო გასახდომ პროექტში, მაგრამ ასეა. პირველი დღეები გავიდა და ზოგჯერ ახლაც მიჭირს, მაგრამ უკვე გულმოდგინედ ვასრულებ ნატა გაგუას მითითებებს და ვიცავ მის დიეტას. მომწონს ჩემი ჯანმრთელი და ჯანსაღი კვება, ვგრძნობ, რომ უკეთ ვარ. ასევე ძალიან მომეწონა მასაჟი, რომელიც `მედიში" გაგვიკეთეს, მომწონს ვარჯიშები, აკვააერობიკა. რამდენიმე კილოგრამს უკვე შეველიე, ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ ყველაფერს შევძლებთ! რაც მთავარია, მონდომება დიდია. მადლობა `სითის"!
Print