City Events
სოფო ლაცაბიძე
ნებისყოფა მოიკრიბე და მიხედე თავს!
გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბოლო წლებში იმდენად მოვიმატე წონაში, "პუტკუნების~ სიიდან გადავეწერე "ჭარბწონიანთა~ (რბილად რომ ვთქვათ) რიგებში. დაკლების სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ სურვილად რჩებოდა და მხოლოდ მოკლევადიანი დიეტებით შემოვიფარგლებოდი. კრიტიკოსთა არმია კი სულ უფრო აქტიურდებოდა: "რატომ არ გიყვარს შენი თავი?~ "ნებისყოფა მოიკრიბე და მიხედე თავს!~ "აი, რომ დაიკლებდე, რა მაგარი გოგო დადგები!.." და ასე შემდეგ. მე კი უბრალოდ ღიმილით ვპასუხობდი: სამაგიეროდ, კარგი ადამიანი ვარ-მეთქი და ვცდილობდი, საუბრის თემა შემეცვალა. იყო თხოვნები და მოთხოვნებიც ოჯახის წევრების მხრიდან, რომ ნელ-ნელა ჩავმდგარიყავი ფორმაში და ამაში მაქსიმალურად შემიწყობდნენ ხელს, მაგრამ, უბრალოდ, საკუთარ თავში ვერ გამოვნახე სათანადო ძალა.

ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებმა შემატყობინეს, რომ ჟურნალი "სითი" იწყებდა პროექტს "გახდი "სითისთან" ერთად, გახდი "სითის" სახე". დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ კონკურსისთვის სურათი ამეტვირთა. მეორე დილით რომ გავიღვიძე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ამდენი ადამიანის მხარდაჭერამ და გამხნევებამ დამაფიქრა ჩემს პრობლემაზე. დიახ, ცხოვრებაში პირველად, მე ჩემს წონას პრობლემა დავარქვი, პრობლემები კი მოგვარებას საჭიროებს. პასუხის მოლოდინში მოტივაცია დღითიდღე იმატებდა. მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები _ ყველა იმდენად მამხნევებდა და არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას, რომ მტკიცედ გადავწყვიტე, პროექტს გარეთ დარჩენის შემთხვევაში აუცილებლად მემუშავა საკუთარ თავზე და 3 თვეში მეც დამედო შედეგი.

კულმინაცია იყო პასუხის გაგება - პროექტში მოვხვდი! თავი ზღაპარში მეგონა და ამ ზღაპრიდან ვერ გამოვდივარ, იმდენად ბევრი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში. შევიძინე ახალი მეგობრები. შევხვდი არაჩვეულებრივ დიეტოლოგს ნატალია გოგავას, რომელმაც საწყის ეტაპზე უამრავი სასარგებლო რჩევა გამიზიარა. მოგვიანებით კი სწორი კვების და, ზოგადად, ცხოვრების რეჟიმი დამიგეგმა, რაც მოიცავს 4-ჯერად კვებას, დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღებას და 8-საათიან გამოძინებას. პარალელურად, ყოველდღიურად დავდივარ "კლუბ 71-ში", სადაც არაჩვეულებრივი პერსონალი მელოდება. კარებში შესვლისას ყოველგვარი დაღლა და დაძაბულობა გარეთ რჩება, რადგან ზღურბლს მიღმა ღიმილიანი სახეები და მეგობრული გარემო მხვდება. მეჩქარება შესვლა, იქ ხომ ქალბატონი ირინა მელოდება, რომ თავისი ჯადოსნური ხელებით არაჩვეულებრივი მასაჟი გამიკეთოს. ან თემური, რომელიც მაკვალიანებს, როგორ ვივარჯიშო სწორად და არც გამამხნევებელ შეძახილებს იშურებს, რაც "მაიძულებს~ კიდევ უფრო შემართებით ვივარჯიშო. კვირაში სამ დილას კი ჩემი გუნდის გოგონებსა და არაჩვეულებრივ მწვრთნელთან ერთად აკვააერობიკით ვიწყებ. აუზიდან ამოსულმა შემიძლია საუნით ვისიამოვნო. აქვეა საცოცი კედელი და უამრავი რამ, რის გამოც შენობიდან გამოსვლა არ მოგინდება.

ჩვენი წახალისება და გამხნევება გადაწყვიტა რესტორანმა "დაუნთაუნმაც." პროექტის ყველა მონაწილე შეგვკრიბა და შესანიშნავი საღამო მოგვიწყო. "ჩაიმანიამ" კი თავისი უგემრიელესი და სასარგებლო პროდუქტით დაგვასაჩურქა.
შედეგმაც არ დააყოვნა და ჩემი წონა ნელ-ნელა ქვევით მიიწევს, რაც კიდევ უფრო მმატებს მოტივაციას. მუდმივად კარგ ხასიათზე ვარ და ვთვლი, რომ დღეს მე ყველაფერი მაქვს იმისთვის, რათა სასურველ ფორმაში ჩავდგე. უფლება არ მაქვს ამდენი სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა ფუჭად გავფლანგო. 3 თვეში აუცილებლად მივაღწევ სასურველ შედეგს და ყველას დავარწმუნებ, რომ არ შემცდარან ჩემში.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019

თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც
ვერცერთი სხვა ქალაქი.
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა
რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ
ინტერნეტ-გამოცემებში.
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემებში.
07:52 / 28.11.2017
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა
“ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS
წარუდგინა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
Jazz and Wine
ზაფხულს შემოდგომა ცვლის, ბათუმს - წინანდალი, წვიმას - შემოდგომის მზე და ასე იქმნება Jazz and Wine - ფესტივალი, რომელსაც Eastern Promotions წელს უკვე მესამედ წარმოგვიდგენს კახეთში.
12:07 / 18.10.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3088
TRY
TRY
1
0.5134
USD
USD
1
2.9718
ამინდი
ბორჯომი 11 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა