City Events
ნატო მუმლაძე
მოკლედ, მე დავიწყე!
ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოციები და შეგრძნებები, რომლებიც პროექტში მოხვედრის ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა, თუმცა მომდევნო პერიოდი ბევრად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.
შევხვდით ორგანიზატორებს, გავნაწილდით ორ ჯგუფად და ჯგუფის დიეტოლოგ ნატალია გოგავასგან ძირითადი მითითებებიც მივიღეთ. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვიწყებთ ცხოვრების ახალ, ჯანსაღ სტილს და მოგვიწევს ძალიან ბევრი ახალი ჩვევის გამომუშავება, მათ შორის უპირველესია: ა) გაღვიძებისთანავე დავლიოთ 500 მლ წყალი და შემდეგ დღის მანძილზე მინიმუმ 2,5 ლიტრი; ბ) საკვებს ვიღებთ 2-4 საათის შუალედით და არ ვშიმშილობთ არავითარ შემთხვევაში! გ) საკვებს მივირთმევთ მცირე ულუფებით ნელა, აუჩქარებლად; დ) ვაწესრიგებთ ძილის რეჟიმს და გვძინავს 8 საათი;

დიეტოლოგმა წონისა და სხვა მაჩვენებლების გათვალისწინებით შეადგინა ბალანსირებული დიეტა, სულ 4 კვებაა გათვალისწინებული დღის განმავლობაში, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად ხილია, რომელიც დღის 16.00 საათამდე უნდა მივიღო, ვახშამი კი დაძინებამდე 3-4 საათით ადრე უნდა მივირთვათ.

შემდეგ სპორტული აქტივობის დრო დადგა. აქ სასიამოვნო სიურპრიზი გველოდა _ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩვენი ჯგუფის მასპინძელი "კლუბი 71" იქნება. ძირითადი პროგრამა კი საწყის ეტაპზე ასეთია: აკვააერობიკა, ფიტნესი, მასაჟი.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის შიში მაქვს და ცურვა არ ვიცი, მაინც ჩავეწერე აკვააერობიკაზე, ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება წონის დასაკლებად და ცელულიტის მოსაშორებლად. უკვე პირველ ვარჯიშზეც ვიყავი. არაჩვეულებრივია, დამღლელი, თუმცა სახალისო, საკმაოდ გამიჭირდა წონასწორობის შენარჩუნება და წყალში ვარჯიში, მაგრამ ეს ხომ პირველი ცდა იყო, ჯერ ყველაფერი წინაა.

ფიტნესპროგრამა კარდიო და მსუბუქი ძალისმიერი ვარჯიშებისგან შედგება. მთავარია ვივარჯიშოთ სწორად და ინტენსიურად, მაშინ შედეგებიც ძალიან კარგი გვექნებაო, _ დაგვაიმედა ჩვენმა მწვრთნელმა.
მინდოდა სპინინგიც მეცადა, მაგრამ დავუჯერე პირადი ინსტრუქტორის რჩევებს, რომელმაც მირჩია, ამ ეტაპზე თავი შემეკავებინა, რადგან სპინინგი აქტიური კარდიოვარჯიშია და გულზეც დატვირთვა დიდი აქვს. როდესაც წონა კლებისკენ წავა და ორგანიზმიც აქტიურ ვარჯიშს შეეჩვევა, სპინინგიც აუცილებლად ჩაერთვება პროგრამაში, შესაბამისად, შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ.

და მასაჟი... ძალიან სასიამოვნო და ცოტა მტკივნეული პროცედურა, სხვაგვარად შეუძლებელია, საქმე ხომ "ბოროტ" ცელულიტებს ეხება, რომლებიც კანქვეშ ჯიუტად არიან გამაგრებულები. ანტიცელულიტური მასაჟის დროს ხდება კანქვეშა ცხიმების დაშლა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, "კლუბ 71-ში" საშუალება გვაქვს ვისარგებლოთ მცენარეული და ორთქლის საუნით, ასევე სხვა სპორტული აქტივობებით, რომლებიც ნელ-ნელა ჩაერთვება ჩვენს გასახდომ პროგრამაში.
და კიდევ ერთი _ საცოცი კედელი, რომელზეც არასდროს ავცოცებულვარ, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ ძველი ფობიების დავიწყების დროა, მე ახალი, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო შესაძლებლობები მელოდება...
მოკლედ, მე დავიწყე!

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019

თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც
ვერცერთი სხვა ქალაქი.
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა
რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ
ინტერნეტ-გამოცემებში.
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემებში.
07:52 / 28.11.2017
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა
“ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS
წარუდგინა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2191
TRY
TRY
1
0.5040
USD
USD
1
2.8714
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა