City Events
მარიამ ტუღუში
მეცხრე დღე და დაკლებული 4 კილოგრამი - შრომა დასახული მიზნისთვის გარეთ გაზაფხულია და, მიუხედავად გაზაფხულისთვის შეუფერებელი ამინდისა, ჩემი განწყობა დილიდან ამაღლებული და ნათელია. წინ ახალი დღე და მოლოდინია, რომელიც ჩემს მიზანთან მიახლოებაში მეხმარება.

იყო დრო, როცა საკუთარი თავისთვის მეტი დრო მრჩებოდა, რაც ჩემს გარეგნობასა და წონაზე აისახებოდა, მიმიხვდებით, ალბათ, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვგულისხმობ. ეს ის არის, რაც ჩვენ, როგორც მშობლებსა და დიასახლისებს, დროთა განმავლობაში უყურადღებოდ გვრჩება. მიზეზი კი მარტივია: მეუღლე, შვილები, უძილობა, ქრონიკული დაღლა, სამსახური. ამ დროს ვდუნდებით, დრო კი მიდის და გარეგნობასაც გვიფუჭებს, ისე, რომ სარკეში ჩახედვაც გვეზარება. ერთ კილოგრამს მეორე მოსდევს, დაღლილობას - კვება ენერგიის აღსადგენად და, საბოლოო ჯამში, აღმოვაჩენთ, რომ გავსუქდით. ოჰ, როგორ არ მიყვარს შეფასება "გასუქდი." ალბათ, ძალიან, ძალიან გამხდარ გოგოსაც კომპლიმენტის მიზნით რომ უთხრა, ეწყინება, იმიტომ, რომ ქალია.

ერთ დღესაც ჩავიხედე სარკეში და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. უარი ვთქვი ცომეულზე და დავიწყე ვარჯიში. ამ დროს სოციალურ ქსელში წავაწყდი კონკურსს პროექტისთვის _ "გახდი "სითისთან" ერთად, გახდი "სითის" სახე". ჯერ ბევრი ვიფიქრე, მიმეღო თუ არა მონაწილეობა. ვაკვირდებოდი სხვებს, ვკითხულობდი გამოხმაურებებს, შემდეგ კი გავბედე და გავგზავნე სურათი მოკლე ტექსტით. ჩემდა საბედნიეროდ, ათ სხვა არაჩვეულებრივ გოგოსთან ერთად მოვხვდი პროექტში და დავიწყე ახალი ცხოვრება. მყავს პროფესიონალი დიეტოლოგი - ნატალია გოგავა, რომელიც ფსიქოლოგიურადაც მეხმარება, მამხნევებს და სტიმულს მაძლევს. შემირჩია სწორი კვების რეჟიმი, ვსვამ 2 ლიტრ წყალს და უკვე 4 კილო დავიკელი. ეს არცთუ ისე რთული ყოფილა, პირიქით, სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად. მე უბრალოდ ცხოვრების სტილი შევიცვალე და ჩემი ჩვეულებრივი დღე ასეთი არაჩვეულებრივი გახდა:
7:30 საათზე ვიღვიძებ, ვამზადებ საუზმეს და ვაღვიძებ ბავშვებს. გოგოები უკვე დიდები არიან და თვითონ ემზადებიან სკოლაში წასასვლელად, პატარას მე ვამზადებ. საუზმის შემდეგ მამას მიჰყავს ბავშვები სკოლასა და ბაღში. მე არსად მეჩქარება, უკვე 2 თვეა უმუშევარი ვარ, შესაბამისად, მეტი დრო მაქვს ვიზრუნო საკუთარ თავზე და არა მხოლოდ ოჯახის ძვირფას წევრებზე.

9 საათზე ვსაუზმობ. მშვიდად და სიამოვნებით. მივირთმევ წიწიბურას და რძის ნაწარმს. შემდეგ ვამზადებ სადილს და მივდივარ ყველაზე საუკეთესო ადგილას ქალაქში, ეს "კლუბი 71-ია," ის ადგილი, სადაც ყველა ქალმა უნდა შეძლოს სიარული, სადაც არაჩვეულებრივი გარემო და პროფესიონალები დაგხვდებიან. ვვარჯიშობ, ვცურავ, ვიკეთებ მასაჟს და ვბრუნდები სახლში ენერგიული და ხალისიანი.

მივირთმევ ხილს და ველოდები ბავშვების შინ დაბრუნებას, 3 საათისთვის ვსადილობთ, ჩემი ულუფა ბოსტნეულისა და ცილებისგან შედგება. მიყვარს ნაირნაირი კერძების მომზადება და ამიტომ ვცდილობ ჩემი დიეტური კერძიც ლამაზად იყოს გაფორმებული. ვიზუალს და დინჯად კვებას დიეტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

6-დან 7 საათამდე ბავშვებთან ერთად ვვახშმობ. ამჯერად ლანგარზე კვლავ რძის ნაწარმი და უმი, ან შემწვარი ბოსტნეული მიდევს. ვცდილობ, ბავშვებმაც დაიცვან სწორი კვების რეჟიმი და აღარ ჭამონ 7 საათის შემდეგ. 8-ზე მეუღლე ბრუნდება სამსახურიდან, მასთან ერთად, მართალია, ვეღარ ვვახშმობ, თუმცა სალაპარაკო ბევრი გვაქვს და ამას რაიმეს მირთმევის გარეშეც ვახერხებ. ჯანსაღი ცხოვრების წესის თანახმად ვცდილობ, ადრე დავიძინო და არ გადავაცილო 12 საათს.

ასე გავხდი მაგალითი ბევრისთვის, მწერენ, მეკითხებიან რჩევებს კვებასა და ვარჯიშთან დაკავშირებით, მეც სიამოვნებით ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ოქროს წესი კი ასეთია: აუცილებელია ქალმა მიხედოს საკუთარ თავს, იკვებოს ჯანსაღად, სვას 2 ლიტრი წყალი და ივარჯიშოს, ან უბრალოდ ფეხით იაროს.

მადლობა ჟურნალ `სითის~ იმისთვის, რომ მომცა შანსი დავიწყო ახალი ცხოვრება, ახალი მეგობრებით, შემართებით, განწყობით და, რა თქმა უნდა, სრულყოფილი სხეულითა და ჯანმრთელობით.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019

თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც
ვერცერთი სხვა ქალაქი.
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა
რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ
ინტერნეტ-გამოცემებში.
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემებში.
07:52 / 28.11.2017
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა
“ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS
წარუდგინა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
CITY X WHITE STUDIO - FALL OR WHITE
5 წლის წინ მისი დაბადება "სითის" ყდაზე აღვნიშნეთ. ასე, თეთრი ფურცლიდან დაიწყო White Studio-ს წარმატებული ზრდა და შეიქმნა პირველი კერამიკული ნამუშევრები ქართული თეთრი თიხისგან. დღეისათვის, სტუდია უკვე გალერეას, შემოქმედებით სახელოსნოსა და მოყვარულთათვის სასწავლო კურსებს აერთიანებს.
13:56 / 29.09.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2721
TRY
TRY
1
0.5028
USD
USD
1
2.9663
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
გამოწერა