City Events
მარია 1 წლისაა

პატარა პრინცესა მარია ბოლაშვილი 18 ივნისს 1 წლის გახდა. დაბადების დღის დაგეგმვა დაახლოებით ერთი თვით ადრე დავიწყე. თუ გავითვალისწინებთ მარიას ასაკს, ყველაფერი საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა. სტუმრების რაოდენობა 100-ს ცოტათი აღემატებოდა.



მინდოდა ყველაფერი ღია ცის ქვეშ ყოფილიყო, რისთვისაც საკუთარი აგარაკის ეზო იდეალური გამოდგა. სურვილი მქონდა, რაღაც განსხვავებული და საინტერესო დეტალები შემეტანა, ბანალურად მხოლოდ ვარდისფერი დაბადების დღე რომ არ გამოსულიყო. მაგალითად, მყავდა ვარდისფერი ცოცხალი ბაჭიები თეთრ გალიებში, რომლებიც განსაკუთრებით მოეწონათ პატარებს. ფოტოების გამოჩენის შემდეგ ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში კითხვით, თუ ვინ მყავდა დიზაინერი და რომელ ივენთკომპანიას გავაკეთებინე დაბადების დღე. არადა, აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩემი მოფიქრებული იყო, ყველაფრის შესრულებაში, დამონტაჟებასა თუ განლაგებაშიც თავად მივიღე მონაწილეობა. ეზოს გაფორმების, ბანერის, ტორტის და ქაფქეიქების ჩათვლით დიზაინიც მე მეკუთვნის და იდეაც. ამ ყველაფრის გამო კიდევ უფრო მახარებს და მეამაყება თითოეული მიღებული კომპლიმენტი.

ვგეგმავ, ყოველ წელს ავირჩიო რაიმე კონკრეტული თემატიკა, ფერები და ამის მიხედვით ავაგო დაბადების დღე, რაც წელიწადში სულ რაღაც სამჯერ მაინც მომიწევს ხოლმე, მყავს უფროსი ბიჭი ნიკოლოზიც, რომელიც 16 ივლისს ხდება 3 წლის, სექტემბრის ბოლოს კი მესამეს ველოდები. 16 ივლისისთვის მზადება, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებული მაქვს, ჯერჯერობით, ფერებს და დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებ. ამ ყველაფრის ორგანიზება იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ სამომავლოდ შეიძლება უფრო სერიოზულადაც ვიფიქრო ამ საქმის წამოწყებაზე და საკუთარი ივენთკომპანიაც გავხსნა, რისკენაც დადებითი შეფასებები და კომპლიმენტები მიბიძგებს.

 

Print