City Events
“ლუტეცია“-მ მედიის წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.


როგორც რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟან ლუკ ტრონიონმა გვიამბო,  EISENBERG PARI მომხმარებელს თავის მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო არჩევანს სთავაზობს. მაგალითისთვის, კანის მოვლის საშუალებები  15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული სამ მოლეკულიანი TRIO-MOLECULAR ფორმულით გამოირჩევა. კანს ისინი ჟანგბადით აჯერებენ, აღადგენენ და ენერგიით მუხტავენ. როგორც ბრენდის წარმომადგენელმა გვიამბო, ეს აღმოჩენა არც მეტი, არც ნაკლები EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივია და  მსოფლიოს მასშტაბითაა დაპატენტებული.


კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება ის არის, რომ EISENBERG PARIS ეკოლოგიაზეც ზრუნავს - ნებისმიერი ფკლაკონი თუ შეფუთვა ისეთი ინგრედიენტებითაა დამზადებული, რომელებიც არ აბინძურებენ გარემოს და არ შეიცავენ მავნე ნივთერებებს.


რაც შეეხება არომატებს, როგორც რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ -ში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, EISENBERG PARIS-ის თითოეული სუნამო პარფიუმერიაში  გარდაქმნილი ხელოვნებაა.  ბრენდის დამფუძნებელმა, ჟოზე აიზენბერგმა - ხელოვნების თაყვანისმცემელმა დაავალა თანამედროე სამხატვრო ხელოვნების უდიდეს ფიგურას, ხუარეს მაჩადოს, გადმოეცა ნახატებში ის ემოციები რასაც ის სუნამოების შექმნისას განიცდიდა.

შეგახსენებთ, რომ  EISENBERG PARIS პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“-მ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2015 წელს შესთავაზა. ის დღემდე მისი ოფიციალური მომწოდებელია და მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეებს სთავაზობს. მაგალითისთვის, 18-დან 20 მაისის ჩათვლით, EISENBERG PARIS-ის დღეების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, EISENBERG PARIS-ის პროდუქციაზე 40 %-იანი ფასდაკლება მიეღო.









Print