City მთავარი თემა
irakliontheroad&elensio-მთავარი თემა
"ავ თვალს არ ენახვებიან", "ნეტავ თქვენს დედას", "რა დედამ გშობათ!" მოკლედ, ისეთი უხერხული, დინოზავრის ეპოქის დითირამბები და ფრაზები მომდის ამ წყვილზე ფიქრისას, რომ თავი საუკეთესო შემთხვევაში მეზობელი ციალა ბებია მგონია და წერის ხალისი მეკარგება.
იმიტომ კი არა, რომ ჩემგან ეს წყვილი "ციალობას" არ იმსახურებს, უბრალოდ, ირაკლისა და ელენესთან მეუხერხულება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბევრად თანამედროვე ენით შექებას იმსახურებენ, მეორე იმიტომ, რომ მათთან საუბრისას ასაკობრივ ზღვარს საერთოდ ვერ ვგრძნობ. მთავარი მორიდების მიზეზი კი, ალბათ, მაინც ისაა, რომ გარდა საოცარი გარეგნობისა, ასაკის მიუხედავად, უკვე იმდენი შეძლეს, რომ ვიზუალზე კომპლიმენტები აღარ უკვირთ. და დარწმუნებული ვარ, თავიანთი ნიჭის და ჭკუის დაფასება ბევრად უფრო ესიამოვნებათ.

ირაკლი კვირიკაძემ 2017 წლის, ალბათ, ყველაზე გახმაურებულ ქართულ ფილმში, რეზო გიგინეიშვილის "მძევლებში" გეგა კობახიძე განასახიერა და ვფიქრობ, ბევრისთვის დაუვიწყარი პერსონაჟი შექმნა. ამ როლით თუ ვიმსჯელებთ, ირაკლის არათუ დიდი მომავალი აქვს, ის უკვე შედგა, როგორც ძალიან კარგი მსახიობი.
ელენე Looks Models-ის მოდელია და უკვე გააფორმა კონტრაქტი მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ცნობილ სააგენტო Next Models-თან. წინ ნიუ იორკია და ბევრი საინტერესო წინადადება.
როდესაც ვეკითხები, სად ხედავენ თავს 10 წლის შემდეგ, ასე მპასუხობენ:


ირაკლი: ჩემ თავს შემდგარ მსახიობად ვხედავ.
ელენე: ჩემი ოცნებების და სურვილების დიდი ნაწილი ახდება.
ოპტიმიზმის საფუძველი კი ნამდვილად აქვთ. ისინი უკვე ანათებენ და პირველი კითხვაც თავში უცებ ვარსკვლავზე მომდის:
რომ შეგეძლოთ რომელიმე ვარსკვლავისთვის სახელის დარქმევა, რას დაარქმევდით და რატომ?
ირაკლი: ფრედი მერკურის. ალბათ, ყველაზე დიდი ვარსკვლავია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
ელენე: მერლინს. ვარსკვლავთან ჩემთვის მერლინ მონრო ასოცირდება.



ვინ არის შენთვის ყველა დროის ყველაზე დიდი ვარსკვლავი?
ელენე: მაიკლ ჯექსონი;
ირაკლი: ფრედი მერკური;

ერთი დღით ვის გაუცვლიდით სიამოვნებით ადგილს?
ელენე: მფრინავს;
ირაკლი: დენიელ დეი ლუისს;

ვის ადგილზე არ ისურვებდით ყოფნას?
ირაკლი: პუტინის;
ელენე: ტრამპის;

დროის მანქანა რომ გქონდეს, სად გაემგზავრებოდი?
ელენე: ძველ ეგვიპტეში, ან 60-იან წლებში;
ირაკლი: წინ წავიდოდი 300 წლით. ალბათ, პლანეტებზე ვიმოგზაურებდი.

შენი საყვარელი ქალაქი?
ირაკლი: ლოს ანჯელესი;
ელენე: ნიუ იორკი;

სიყვარული რა ფერია?
ირაკლი: გამჭვირვალე;
ელენე: ჭრელია;

ბუნების რა მოვლენას ჰგავს, როცა შეყვარებული ხარ?
ელენე: ყვავილობას;
ირაკლი: სადავოა, გააჩნია, როგორი სიყვარულია. შეიძლება, გაზაფხულს ჰგავდეს, ან შეიძლება ლპობის პროცესს.

შენი ყველაზე საყვარელი LoveSong?
ირაკლი:

Cigarettes after sex;

NoThing gonna hurt you baby;


ელენე:

Al Green Let’s stay together;



Lovestory?
ირაკლი: ფილმი

Prime


ელენე: რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია.

რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი ყოველდღიურობა?
ინტერნეტი
მობილური ირაკლი
ტელევიზორი
წიგნი
მუსიკა ელენე
სხვა

რა სიმღერას აირჩევდი შენი ცხოვრების საუნდტრეკად?

ირაკლი: The Verve-Bitter sweet symphony;
ელენე: Hall & John Oates you make my dreams come true

რომელია ყველაზე ცუდი სიმღერა მსოფლიოში?
ელენე: Gangnam Style;
ირაკლი: Gangnam Style

რომელია თანამედროვეობის ყველაზე მაგარი სერიალი?
Game of Thronesირაკლი: ყველა დროის

Breaking Bad


Vikings


Big Little lies ელენე: მხოლოდ ეს მაქვს ნანახი და ძალიან მიყვარს

3 მთავარი რამ, რითიც განსხვავდება თქვენი თაობა მშობლების თაობისან?
ელენე: კომუნიკაცია, განათლება და ცხოვრების სტილი.
ირაკლი: გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს, მეტი თავისუფლება ყველანაირი გაგებით, თუმცა ნაკლებად ლაღები ვართ.

ჩემი თავისთვის ყველაზე მეტად უარის თქმა მიჭირს…
ირაკლი: სიგარეტზე;
ელენე: საკვებზე;

ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტი?
ელენე: პროფესიული კომპლიმენტი;
ირაკლი: "რა კარგად შეასრულე როლი!"

აღფრთოვანებას უმეტესად რომელი სიტყვით გამოხატავ?
ირაკლი: აუუუფ!
ელენე: ვაიმე!

როგორი ხარ გაბრაზებული?
ირაკლი: ჩუმად ვბრაზდები, შეიძლება ვერავინ გაიგოს.
ელენე: უკონტროლო.

რამ შეიძლება უცებ მოგიყვანოს ხასიათზე?
ელენე: მუსიკამ;
ირაკლი: რამდენიმე ადამიანს შეუძლია მარტო.




რა მოქმედებს შენზე დოპინგივით?

ირაკლი: მუსიკა;
ელენე: გულწრფელი საუბარი

ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე რომ ერთი და იგივე სამოსის ჩაცმა გიწევდეს, რა იქნებოდა ეს?

ირაკლი: ჩემი ნეპალური შარვალი;
ელენე: თეთრი მაისური;

როგორია შენი ცხოვრებისეული მანტრა?
ელენე: წარუმატებლობის ბოლო საფეხური წარმატების პირველი საფეხურია.
ირაკლი: შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი.

4 შვილი რომ გყავდეს, 2 ბიჭი, 2 გოგო, რას დაარქმევდი?
ელენე:

: Emili, Lile, Mika, Lucas


ირაკლი:Obiwan, Luke, Lea, Padme

ფსევდონიმის აღება რომ მოითხოვოს შენმა პროფესიამ, რას დაირქმევდი?
ირაკლი:

irakliontheroad


ელენე:
Elensio _ უკვე მაქვს და მომწონს;

არავინ იცის, რომ მე...

ირაკლი: სჯობს, მარტო მე ვიცოდე;
ელენე: მხოლოდ მე ვიცი;

არაფერია ცუდი იმაში, რომ...

ირაკლი: იყო ისეთი, როგორიც შენ გინდა და არა ისეთი, როგორიც უნდათ სხვებს.
ელენე: შეცდომა აღიარო.

არაფერია იმაზე ცუდი...
ირაკლი: ვიდრე ძვირფასი ადამიანის დაკარგვა, ოჯახის წევრის, მეგობრის.
ელენე: აკეთო ის, რაც არ გიყვარს;

არასდროს ვინანებ...
ელენე: ჩემს არჩევანს;
ირაკლი: იმას, რასაც გულით გავაკეთებ.

რას აღნიშნავს შენი ტატუ მკლავზე?
ირაკლი: იაპონური ანიმედანაა. სავარაუდოდ, იაპონურ მითოლოგიაშიც არსებობს. ჩემი ტატუ მდინარის სულია.
ელენე: ტყუპებს;









Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჩემი პირველი
ალბომი
ჩემი პირველი ალბომი
10:34 / 08.07.2019
ჩემი პირველი
ალბომი
ჩემი პირველი ალბომი
10:34 / 08.07.2019
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის
ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ
იქნება.
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017
თანამედროვე ადამიანის , და მით
უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს
ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის,
მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ
სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:

05:00 / 07.06.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა