City Events
MERCEDES BENZ FASHION WEEK TBILISI 2017
საქართველოში მოდის ბუმია _ ამ სიტყვებით იწყება თითქმის ყველა რეპორტაჟი, ბლოგი თუ მიმოხილვა მსოფლიო მოდის პოპულარულ ინტერნეტ-გამოცემებში.
ისინი Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს შესახებ წერენ. მოკლედ, 2 ნოემბერს, რუსთაველის თეატრში "მოდის კვირეული" გაიხსნა. მეც გადავწყვიტე "სითისთვის" რამდენიმე ჩვენების შესახებ დამეწერა, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და, საერთოდ, მომეთხრო დამსწრე საზოგადოებაზე, ახალ კოლექციებზე, იმაზე, თუ რა მომეწონა და რა არა. ყველაფერი, რასაც ამ სტატიაში წაიკითხავთ, ჩემი სუბიექტური აზრია. რასაკვირველია, კარგად ვიცი, რომ მე არასდროს მექნება ჩემი ოცნების რეგალია _ ექსპერტი. სამაგიეროდ, მაქვს პროფესია _ ჟურნალისტი, რომელიც თავის თავში ცოტ-ცოტა ყველაფრის ცოდნას მოიცავს, და _ სრული თავისუფლება. ამიტომაც ვიწყებ რეპორტაჟს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi თბილისი-დან. რეპორტაჟს, მიმოხილვის ელემენტებით. 2017 წლის 2 ნოემბერი, 16-00 საათი ამინდი _ ნოემბრის თბილისისთვის უჩვეულოდ კარგი ადგილმდებარეობა _ რუსთაველის თეატრი მოვლენა _ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi თბილისი _ გახსნა.





დღე პირველი

სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა "თბილისის მოდის კვირეული". ალბათ ამიტომ, რუსთაველის თეატრთან მისულს პირველი, ვინც თვალში მომხვდა, თაკო ჩხეიძე იყო. მინდა ამ მოვლენის შეფასება მასთან ინტერვიუთი დავიწყო. მაინტერესებს გავიგო, რამდენად კარგია ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ერთმანეთის მიყოლებით ჩატარებული მოდის ორი საერთაშორისო კვირეული, მაგრამ თაკო უარს მეუბნება: ჩვენების შემდეგ ვისაუბროთ, ჯერ კოლექციები მაინტერესებს. პირველი ავთანდილის ჩვენებაა. პოდიუმი პირდაპირ სცენაზეა. _ შევდივარ დარბაზში. ავდივარ სცენაზე _ რუსთაველის თეატრის სცენაზე. ორივე მხარეს იმპროვიზირებული სკამებია. ადგილი მათ შორის, პოდიუმადაა მოაზრებული. დარბაზთან ზურგით ფოტორეპორტიორები დგანან. ადგილები ნელ-ნელა ხალხით ივსება. ბევრი უცხოელი მიმომხილველი, შემსყიდველი პირველ რიგს იკავებს. საზოგადოება ტრადიციული, თბილისური. უმეტესობას თითქმის ყველგან ნახავ: პრემიერებზე, კონცერტებზე, მოკლედ ყველგან. მათი უმრავლესობა ერთმანეთს კარგად იცნობს და ეს გარემო ძალიან თბილისურია. ერთი მოდის კვირეული მათი ჩაცმულობაა _ "გუჩი~" "ივ სენ ლორანი", "პრადა", "დონაკარანი." ...თუმცა, "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის" უმთავრესი მიზანი, ახალი იდეების და ახალი სახელების ძიებაა. ერთ-ერთი სტუმარი, რომელიც მილანში ცხოვრობს და ჯილ სანდერის სახლში მუშაობს, მეუბნება, რომ თბილისში მოდის სამყარო სიახლეებისთვის ჩამოდის, რომ ცნობილი ბრენდების იდეა ზოგჯერ მოსაბეზრებელია და აქ რაღაც განსხვავებულს ეძებენ. თუმცა, სტუმარი ბაიერებისგან ანუ კოლექციების შემსყიდველებისაგან, ვიგებ, რომ ევროპა ახალ სახელს და ახალ იდეას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დიზაინერი აზერბაიჯანში ან რუსეთში ჯერჯერობით არ იყიდება. _ ეს პრესტიჟის საქმეა.





რასაკვირველია, თუ აზერბაიჯანში ან რუსეთში იყიდები, ამაში ცუდი არაფერია. მოდა ბიზნესია, მაგრამ ამ ქვეყნებში ზოგჯერ კარგი დიზაინერის ნამუშევარი ისეთ პროდუქტთან ერთად იყიდება, რომ მისი ავტორიტეტი ეცემა. სცენა მელ-ნელა ხალხით ივსება. დარბაზში ბევრი დიზაინერი და ბევრი მოდელია. სხვათა შორის, მოდელებზე თუ ვისაუბრებთ, მათი შერჩევის ბოლო წლების ტენდენცია სრულიად განსხვავდება 90-იანი და 21-ე საუკუნის პირველი ნახევრის პრინციპებისგან, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ასევე საქართველოშიც. იმ დროს, როდესაც სამოდელო ბიზნესი ჩვენთან მხოლოდ იბადებოდა, მოდელები ერთმანეთისაგან ანსხვავდებოდნენ _ ინდივიდუალური ვარსკვლავები იყვნენ. მსოფლიო პოდიუმებზე იდგნენ სუპერ-ვარსკვლავები: სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კლაუდია შიფერი, ნადია აოერმანი, კრისტი ტარლინგტონი, იასმინ გიური. ჩვენთანაც განსაკუთრებული გარეგნობის გოგონები მიდიოდნენ ამ ბიზნესში. თანამედროვე მოდის ტენდენცია კი სხვაგვარია _ მოდელები ახლაც ლამაზები არიან, მაგრამ ნაკლებად პერსონიფიცირებულები, იშვიათი გამონაკლისი გარდა. 90 _ იანების მოდელები, თითქმის ყველანი, დარბაზში არიან. ავთანდილი ქართული მოდის ბიზნესში გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს. მისი კოლექცია ყველასთვის საინტერესოა. ჩვენება იწყება. ავთნდილის კოლექცია სპორტულ-კლასიკურ-ავანგარდული სტილის ძალიან გემოვნებიან ერთობლიობად შეიძლება ჩავთვალოთ. ის სცენაზეც მშვენიერი სანახავია და სცენის მიღმაც შეიძლება გამოიყენო. კოლექცია ფერადია: შარვლები, კაბები, ქურთუკები. თითქმს ყველა მოდელს აქვს საერთო ხაზი _ ზურგზე გადაჯვარედინებული თხელი ქამრები. დამსწრე საზოგადოება კმაყოფილია, ხოლო ბაიერების და მოდის უცხოელი ექსპერტების სახეზე რეაქციის ამოკითხვა რთულია, უფრო სწორად _ შეუძლებელი. აბსოლუტურად უემოციოდ უყურებენ და პერიოდულად რაღაცას იწერენ. მოდის კვირეული გაიხსნა. რუსთაველის თეატრის სცენაზე პირველი ჩვენება შედგა. ჩვენებებს შორის შესვენებებია და ამ დროს მაყურებელს მეორე სართულზე, მცირე სცენის ფოიეში შეუძლია შოუ-რუმი დაათვალიეროს. აქ ტანსაცმელიცაა, ფეხსაცმელიც და აქსესუარებიც. სავარაუდოდ, არაფერი იყიდება. _ მოდის კვირეულებზე სხვა ქვეყნებშიც ასეა-მეუბნება ერთ-ერთი ბაიერი. სამაგიეროდ, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ კოლექციების სამომავლო გაყიდვები უზრუნველვყოთ. მოდის კვირეული გაიხსნა. რუსთაველის თეატრის სცენაზე პირველი ჩვენება შედგა.





ჩვენებებს შორის შესვენებებია და ამ დროს მაყურებელს მეორე სართულზე, მცირე სცენის ფოიეში შეუძლია შოუ-რუმი დაათვალიეროს. აქ ტანსაცმელიცაა, ფეხსაცმელიც და აქსესუარებიც. სავარაუდოდ, არაფერი იყიდება. მოდის კვირეულებზე სხვა ქვეყნებშიც ასეა-მეუბნება ერთ-ერთი ბაიერი. სამაგიეროდ, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ კოლექციების სამომავლო გაყიდვები უზრუნველვყოთ.





Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის წლევანდელ კვირეულს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა აქვს, რადგან მოდა ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას ზრდის. შეასაძლოა ქვეყნის ეკონომიკისათვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდეს, როგორც, ვთქვათ, იტალიის შემთხვევაში, სადაც მოდის ინდუსტრია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს შეადგენს, მაგრამ პრესტიჟის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.  თბილისს აქვს პოტენციალი და პრეტენზიაც, რომ აღმოსავლეთევროპული მოდის ცენტრი გახდეს  ფიქრობენ ტურიზიმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. მეორე ჩვენება დიზაინერ ლიკა მგელაძის კოლექციაა. ძალიან ინდივიდუალური, საინტერესო და მრავალფეროვანი. ყველა მოდელი ერთგვაროვანია და საერთო ხელწერითაა შესრულებული, რაც დიზაინერისთვის დიდი პლიუსია და მის ცნობადობას უზრუნველყოფს. გამორჩეულად გემოვნებიანი და დასამახსოვრებელია ანუკი ქებურიას ჩვენება. ელეგანტური შავი სამოსი, თავისუფალი სილუეტები და ძალიან საინტერესო შოუ.





პირველ დღეს, რუსთაველის თატრში, ჩვენებების სერია სალომე ღვინიაშვილის გამოსვლით დასრულდა. დანარჩენი დიზაინერებისგან განსხვევებით, პოდიუმი ავანსცენიდან პარტერის გარკვეულ ნაწილამდე მოდიოდა. მაყურებელი დარაბაზიდან და ბოლომდე გადაჭედილი ლოჟებიდან უყურებდა ჩვენებას, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, ისევე როგორც, დათუნა სულიკაშვილის ჩვენებამ. მოდის ექსპერტებმა, ადამიანებმა, რომლებიც ტონს აძლევენ მოდის ტენდენციებს და განსაზღვრავენ რა იქნება მომავალ წელს მოდაში, სამყაროს ამცნეს, რომ 90-იანი წლების მოდა ბრუნდება. ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად ყველა დიზაინერის კოლექციაში იყო გათვალისწინებული და სხვადასხვაგვარად ასახული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ძველი ტენდენციების კოპირება. ყველა ჩვენება ინდივიდუალური და მეტ-ნაკლებად საინტერესო იყო. პირადად მე, ძალიან მომეწონა ანა პაკსა, რომელიც ინტერნეტ გაყიდვების ლიდერია, "ლიკა4ლიკა" ოდნავ თინეიჯერული, გემოვნებიანი კოლექციით, "ატელიე
კიკალა", "მაჩ ენდ მაჩი", "სიტუაციონისტი", რომელმაც განსაკუთრებულად ფერადი კოლექცია წარმოადგინა. გოლა და ბლიკვანგერი საინტერესო მოდელებით და ნოვატორული იდეებით.
ერთადერთი დიზაინერი, რომელმაც მამაკაცების სამოსზე იზრუნა, იყო აზნაური. უფრო წარმოდგენა, ვიდრე ჩვენება, შეიძლება დავარქვათ ირმა დეფლორის და გუდუს ჩვენებებს, სადაც აქცენტი გადატანილი
იყო სანახაობით ნაწილზე. თუმცა, ჩემზეც და მაყურებელზეც ორივე მათგანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შოუს ელემენტები იყო მოდის სახლ "დალოუდის" ჩვენებაშიც; სცენაზე მოდელები კოლექციას არაჩვეულებრივი პიანისტის, დათუნა ალადაშვილის ვირტუოზულად შესრულებული შოპენისა და ბახის ნაწარმოებების თანხლებით წარმოადგენდნენ.




ცალკე აღნიშვნის ღირსია თამუნა ინგოროყვას ჩვენება, რომელიც განსაკუთრებული გემოვნებით და სტილით გამოირჩეოდა. ისევე როგორც აკა ნანიტაშვილის ახალი კლექცია, რომელიც გემოვნებიანიც იყო და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi თბილისი წარმატებული იყო ნათია ბაბუხადიასთვისაც, რომელმაც დახვეწილი და მარავალფეროვანი კოლექცია წარმოადგინა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პროგრამა და საორგანიზაციო ნაწილი, რომელსაც უკვე წლებია სოფო ჭყონია და ორგანიზატორთა დიდი ჯგუფი აკეთებს, ძალიან წარმატებულია. თუმცა, არის სუსტი მხარეებიც, მაგალითად, გრაფიკი და დროის გადანაწილება. ჩვენების დაწყების დრო დაახლოებით ორი საათით განსხვდებოდა წინასწარ გამოცხადებულისგან.



ჩვენებების დაგვიანება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის, მთლიანობაში ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიების, საკმაოდ სუსტი მხარე იყო. ისევე, როგორც იმაზე გაცილებით მეტი სტუმარი, ვიდრე დარბაზი იტევს. ეს ყველაზე მკვეთრად ჯაბა დიასამიძის არაჩვეულებრივი ჩვენების წინ გამოჩნდა, სადაც უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მუხედავად ამ პრობლემებისა, იმდენად ფანტასტიკური, უჩვეულო და ძალიან გემოვნებიანი შოუ შედგა, ულამაზესი კოსტიუმებით, თეატრალიზებული სანახაობით, ზუსტად გაწერილი დრამატურგიით, რომ მაყურებელი ნამდვილად მოხიბლული დარჩა. რეჟისორის ფუნქციას სცენაზე თავად ჯაბა ასრულებდა. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენება "ექსპო-ჯორჯიას" პავილიონში გაიმართა. ანუკი არეშიძის ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა
კოლექცია, რომელიც, თავად დიზაინერის თქმით, იტალიური ზაფხულის შთაბეჭდილებებით იყო შექმნილი, მართლა ზაფხულის სურნელს და იტალიური, დახვეწილი მოდის შარმს ატარებდა და ნამდვილად იყო ძალიან დასამახსოვრებელი და ინდივიდუალური.





ძალიან შთამბეჭდავი იყო მოდის კვირეულის ბოლო ჩვენებაც. ბესარიონის კოლექცია _ რომელიც ფრიდა კალოს შემოქმედებით იყო შთაგონებული. თუმცა, აქა-იქ 60-იანი წლების იტალიური კინემატოგრაფიის აქცენტებიც იკითხებოდა. როგორც დასაწყისში დავწერე, მოდის უცხოელი ექსპერტების და ბაიერების სახეზე ემოცია არ იკითხება. არა და, მთელი ამ მოვლენის წარმატება და შედეგები სწორედ მათზეა დამოკიდებული. თუმცა, სხვადასხვა მოდურმა ინტერნეტ გამოცემამ უკვე დაწერა საკმაოდ კარგი რეცენზიებიMercedes-Benz Fashion Week Tbilisi--ზე. მას ერთ-ერთი გამორჩეული უწოდეს იმ 50 ქვეყანას შორის, სადაც ეს ჩვენებები იმართება. და, რაც მთავარია, ყველაზე პრესტიჟული გამოცემების უმეტესი სტატია იწყება ფრაზით _ საქართველოში მოდის ბუმია.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც
ვერცერთი სხვა ქალაქი.
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა
“ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS
წარუდგინა.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა “ლუტეცია“-მ მედიის  წარმომადგენლებს EISENBERG PARIS წარუდგინა.

11:52 / 22.05.2017
 
ძველი თბილისის ულამაზესი ხედები, საღამოს სუსხი,
ცხელი გლინტვეინი, უგემრიელესი კერძები, სასიამოვნო მუსიკა და გოგა
ჩანადირის საინტერესო ისტორიები თბილისური თავყრილობების ტრადიციების
შესახებ…

 

ძველი თბილისის ულამაზესი ხედები, საღამოს სუსხი, ცხელი გლინტვეინი, უგემრიელესი კერძები, სასიამოვნო მუსიკა და გოგა ჩანადირის საინტერესო ისტორიები თბილისური თავყრილობების ტრადიციების შესახებ…
14:39 / 15.02.2017

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
იმოგზაურე "კაპიტან პლუსთან" ერთად!
27 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია "კაპიტან პლუსი" ზამთრის სეზონზე გთავაზობთ აქტუალურ სამოგზაურო ტურებს: დუბაი, აბუ დაბი, ტაილანდი, კუბა, ვიეტნამი, მალდივები, მექსიკა, ევროტურები.
13:09 / 10.12.2019
რესტორანი "ათი"
ქართული სამზარეულოს ახალი ერა
12:42 / 07.12.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2210
TRY
TRY
1
0.5011
USD
USD
1
2.9089
ამინდი
ბორჯომი -1 °C
img
სოხუმი 2 °C
img
ახალქალაქი -6 °C
img
გამოწერა