City Events
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)

..ეჰ, ჩემო ეკა... (((( დავწერ, დავწერ! 4 წელია მე ისედაც რენტგენივით ვუყურებ სამყაროს და იქნებ მოუნდეს კიდეც ვინმეს ,, სხვა თვალით დანახული კარანტინი წაიკითხოს " ...

რომ იცოდეთ რა ნაცნობია ჩემთვის - ახალი წესებით ცხოვრება და ფრაზა: ,,არაფერი აღარ იქნება სამყაროში ისე, როგორც ადრე იყო "!
-არა, ასე არ არის ! - ეს სიტყვები მხოლოდ მე და ჩემნაირ დედებს გვეხება !

***
ნამდვილად შეცვალა კოვიდ-19-მა მსოფლიო წესრიგი!
ახლა იმ ადამიანებზე ვფიქრობ - ვინც კორონავირუსმა იმსხვერპლა.
ვფიქრობ მათზე , ვინც იზოლაციაშია!
მაგრამ , ვწერ მათთვის ვინც ,, სახლში დარჩა "!
მე სხვანაირად ვხედავ სახლში დარჩენას.
ვხედავ როგორც:
,,მსოფლიო შვებულებას", შესვენებას, დატვირთული გრაფიკიდან გაქცევას, ფიქრს, სხვა რიტმს! სახლის საქმეების მშვიდად კეთებას, საკუთარი სახლის შეყვარებას..!
მუსიკოსმა ლიზა ბათიაშვილმა - ეს უჩვეულო, დისტანციური დრო მუსიკით მოგვიყვა და შეასრულა ნაწარმოები, რომელსაც ჰქვია ("ქამინგ ჰოუმ")!
მეც ,,სახლში დაბრუნებას" დავარქმევდი ამ რთულ დროს. (შვილებთან ყოფნას, მათთან მშვიდ საუბარს, მათზე ზრუნვას) იქნებ სამყარომაც ეს გვთხოვა ,,დარჩი სახლში, შენი ადამიანების გვერდით!

ვწერ და ტელევიზორიდან მესმის რომ:
,,შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. იუსტიციის სახლში - ქორწინების რეგისტრაცია დაუშვეს, მაგრამ ცერემონიას ახლობლები ,,ვერ დაესწრება"!
,,ვერ დაესწრება "! - ტყვიასავით მომხვდა ეს სიტყვა!
ადამიანს ის ესმის რაც სტკივა (((( და კიდევ, ადამიანი დამნაშავეს ეძებს ყველაფერი რომ გადააბრალოს ,,კოვიდ-19" - ჩინეთს, ამერიკას, ლაბორატორიას, ღმერთს და ბუნებას ხომ დავაბრალეთ:
,,ღმერთმა შეგვაჩერა, რადგან, ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა"..!
,,ბუნებამ სამაგიერო გადაგვიხადა ".....
ტელევიზორში, ტელეფონში, ინტერნეტში, ქუჩაში - ყველგან კორონას აჩრდილია...
ასე გავიდა დღეები, თვეები და მაინც ვიპოვეთ გამოსავალი - ,,ონლაინ ცხოვრებით " ...
ახლა უკვე იმის გვეშინია ,,დისტანციურად"მუშაობა არ მოეწონოს დამსაქმებელს ... არადა, ახლა მეტი გამოცდილება და ცოდნა გვაქვს:
გადავიმეორეთ სკოლის პროგრამა, შევისწავლეთ მედიცინა, ვცადეთ მებაღეობა, მზარეულებიც გავხდით. წავიკითხეთ წიგნები. ვნახეთ ფილმები, რომლისთვისაც არ გვეცალა, დავალაგეთ სახლიც და ფიქრებიც! დავადგინეთ სია რის გარეშეც არ შეგვიძლია: მეგობრები, შეხვედრები ყავაზე, თავგადასავლები, მოგზაურობა, სალონი, შოპინგი, ფურშეტები, პრეზენტაციები, ტაში .. რა თქმა უნდა აპლოდისმენტები და აღიარება (პროფესიული და პირადი...)

# # #
დილის 6 საათია. აივანზე ვხვდები გათენებას. სანთელს ვანთებ, ტელევიზორს ვრთავ და ინსტიქტურად ვიწყებ სახლის ლაგებას, ადგილებს ვუცვლი ნივთებს.
უჯრების დალაგება და მივიწყებული ნივთების დათვალიერება გუშინ დავგეგმე. მუზეუმს ჰგავს სახლის უჯრები. ზოგი რამ არც მახსოვს. ზოგი აღარ მჭირდება და საჩუქრად ვიმეტებ. მივხვდი რომ ,,მეხსიერებას" ვეძებ ფოტოებში და ნივთებში. ჩუმად ვუყვები საკუთარ თავს მათზე. მთელი დღე წაიღო დროში მოგზაურობამ. მერე კარადა გამოვაღე და თითქოს ყველა ბედნიერი მოგონება გაიქცა. ძნელი სანახავია მხოლოდ ,,შავმა ფერის სამოსის წესრიგი"! ცრემლი დავმალე და ფანჯარა გამოვაღე რომ თვალით გავიქცე გარეთ! მზერა აივნებზე გაფენილ ფარდებთან შეჩერდა. მსოფლიო უბორკაა სახლებში! დიასახლისების ,,სთორია " თოკებზე. სარეცხი ყველაზე კარგად ყვება სახლის ამბებს! ზუსტად ისე, ცოლიან კაცს რომ ,,გაყიდის" ხოლმე უგემოვნო სამოსი და უკვე ყველაფერი იცი ამ ორზე!

პანდემია რომ დასრულდება, მთავარი კრიზისი ,,დალაგებულ სახლებში" დაიწყებაო - ამბობენ ფსიქოლოგები!
როგორც ჩანს, ვირუსი ყველაზე მტკივნეულად ურთიერთობების ,,უბორკას" ჩაატარებს! მანამდე კი, კარანტინია და ჩვენს საქმეებში მხოლოდ ჩვენივე ცხვირი და სხვისი ლაიქებია!
მე თუ მკითხავთ, ბავშვებს გაუმართლათ! ძიძების ნაცვლად ახლა მშობლები ზრუნავენ მათთვის! მათთან ერთად თამაშობენ, ხატავენ, სწავლობენ.. უცნაურ სადილებს ამზადებენ, ზღაპრებით აძინებენ ...სითბო და მზრუნველობა დაბრუნდა ძიძებს მინდობილ სახლებში!
ჩემმა შვილიშვილმა , ნიკოლოზმა ,,მხიარული ტელევიზია " მოიგონა და იქაც პროდიუსერი ვარ! ახალი სამსახური მაქვს! ...
თურმე, შეზღუდვებსაც ეტაპები ჰქონია... ხოდა, ველოდებით ცის გახსნას. მანამდე კი ვწერთ, ვაქვეყნებთ ვიდეოებს, ვაქვეყნებთ ჩვენს ფიქრებს ...
კორონაზე ლაპარაკი უკვე მოგვბეზრდა.. ასეა სამყარო.

ყველაფერს აქვს დასასრული!

ისტორიაში ეს რთული პერიოდი - COVID-19 შევა!
დარჩება სლოგანიც- ,,დარჩი სახლში"!
მეც ,, ახლში დაბრუნებით" დავიმახსოვრებ ამ დროს! ,,დაბრუნება" ჩემთვის სამყაროზე მეტია! 

მაია რამიშვილი
.
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა
დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა
კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ
გამონაყარს?
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
ელენე
ელენე "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე გავიცანი. თემა იქაც განსხვავებული სტილის მაკიაჟის მორგება იყო. თუმცა, მაშინ, ელენე მოდელის ამპლუაში იყო. ამჯერად კი, გიყვებით მასზე, როგორც ვიზაჟისტზე.
08:52 / 13.01.2021
ღია ცის ქვეშ,
ღია ცის ქვეშ, "არტოს ბაღში" თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა.
13:53 / 11.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
New Year, New Routine
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
საახალწლო ზღაპარი, სახელად -- "ნამცხვარი"
მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს.
07:24 / 25.12.2020
თამარ ზარანდია
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თსუ.
07:17 / 21.12.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0062
TRY
TRY
1
0.4463
USD
USD
1
3.2935
ამინდი
ბორჯომი 4 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ახალქალაქი -1 °C
img
გამოწერა