City Events
თამარ ზარანდია
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თსუ.
დავიბადე და ბავშვობა გავატარე ქალაქ სოხუმში.

სოხუმი ჩემთვის მხოლოდ მშობლიური ქალაქი არ არის. ომამდელი სოხუმი მართლაც განსაკუთრებული, ძალიან ევროპული, საკუთარი სულისა და კულტურის მქონე ქალაქი იყო: საოცარი ბუნება, ძალიან მეგობრული, მულტიკულტურული გარემო და ადამიანები, ურთიერთობები, რომელიც აყალიბებს ღირებულებათა იმ სისტემას, მთელი ცხოვრება რომ მოგვყვება. დღეს სოხუმი მოგონებაა, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ის, ალბათ, დაკარგული ბავშვობაც არის.

შემდეგ იყო ომი - ომი, რომელიც მძიმე მოგონებებთანაა დაკავშირებული ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფხაზეთი დატოვა. ყველას თავისი ისტორია აქვს, საკუთარი ტკივილი. სოხუმი მის დაცემემადე რამდენიმე დღით ადრე დავტოვე. ეს იყო ჩემი პირველი მგზავრობა 16 წლის ასაკში, როდესაც, სრულიად მარტო, თბილისში ჩამოვედი. არასოდეს დამავიწყდება ის გზა. ომში გახვეული ქალაქი, დაჭრილები, დაღუპულები, შეშინებული, დათრგუნული მოქალაქეები. მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. მომდევნო დღეს ჩამოფრინდა დედა და ეს იყო ბოლო თვითმფრინავი, რომელმაც სოხუმიდან მგზავრები გადმოიყვანა. შემდეგი თვითმფრინავი ააფეთქეს და საჰაერო კავშირი სოხუმთან შეწყდა.

ჩვენი თაობისთვის აფხაზეთის დატოვება იყო განსაცდელი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენში. როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად. ჩვენს თაობას მოგვიწია ამ განსაცდელის მიღება და მასზე პასუხისმგებლობის აღება.

პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, ყოველთვის ვიცოდი, რომ იურისტი უნდა ვყოფილიყავი. ჩემი პროფესია მიყვარს, როგორც ერთი ფრანგი დრამატურგი ამბობდა - "სამართალი წარმოსახვის ყველაზე ძლიერი სკოლაა. არცერთ პოეტს ისე თავისუფლად არ აღუწერია ბუნება, როგორც იურისტს - რეალობა". სწავლის პარალელურად ვმუშაობდი პროფესიით: სასამართლო სხდომის მდივნად, მოსამართლის თანაშემწედ. 2002 წელს გავხდი სამართლის დოქტორი და მას მერე, ძირითადად, აკადემიურ და სამეცნიერო სფეროში ვმუშაობ, ვიყავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ჰამბურგის მაქს პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლევარი. ამ ინსტიტუტთან ძალიან კარგი თანამშრომლობა მაკავშირებს, რამდენჯერმე მოვიპოვე მათი კვლევითი სტიპენდია და ზაფხულშიც, თუ გლობალურმა პანდემიამ არ შემიშალა ხელი, ისევ მექნება შესაძლებლობა, მაქს პლანკის ინსტიტუტში გავაგრძელო მუშაობა ჩემს კვლევით პროექტზე.

2018 წლიდან ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის არჩეული დეკანი, რაც ჩემთვის, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი კავკასიის რეგიონში პირველი სამართლის სკოლაა, რომელიც ეფუძნება საუკუნოვან ეროვნულ ტრადიციებს და დღესაც უპირობო ლიდერია იურიდიული განათლების ბაზარზე ძლიერი აკადემიური გუნდით, საერთაშორისო ცნობადობითა და საუკეთესო სტუდენტებით. ჩვენი ფაკულტეტი სტუდენტს აძლევს ფუნდამენტურ იურიდიულ განათლებას, სწორედ მეორე აკადემიური კორპუსის კედლებში ყალიბდებიან იურისტები, რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე წარმატებულები არიან პროფესიაში. ამასთან ერთად, რამდენიმე წელია, ჩართული ვარ განათლების სფეროში აკრედიტაციისა და ავტორიზაციის საბჭოების საქმიანობაში. მიმდინარე წელს გავხდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე, რაც ასევე ძალიან საინტერესო პროფესიული გამოწვევაა ჩემთვის.

აკადემიური საქმიანობა და ახალგაზრდებთან ურთიერთობა განსაკუთრებული ენერგიით მავსებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვაკეთებ საყვარელ საქმეს. გულწრფელად ვიტყვი, რომ სტუდენტობა მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, ხელი შევუწყო მათ, ნებისმიერ საკითხს მათი პერსპექტივიდან შევხედო. ყოველთვის მაფიქრებდა ის, თუ რამდენად იქნებოდა აფხაზეთის საკითხი მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის. ეს ხომ ის თაობაა, რომელსაც აფხაზეთი არ ახსოვს, არ უნახავს, მაგრამ ჩემი სტუდენტების შემყურე, იმედიანად ვარ, რადგან ზუსტად ვიცი, აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა მათთვისაც ძალიან ორგანული და მნიშვნელოვანია.

2014 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის, რადგან დავკარგე მეუღლე, მამაკაცი, რომელიც ამავდროულად, ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო. შეუძლებელია, სიტყვებით გადმოსცე ეს გრძნობა, მაგრამ, რაკი ჩემზე უნდა ვისაუბრო, ვფიქრობ, რომ მცირედი მაინც უნდა ვთქვა მასზეც. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, რომელიც მე შემხვედრია ცხოვრების მანძილზე, გამორჩეული გულისა და ხასიათის საუკეთესო თვისებებით. დღეს ვზრდი ჩვენს შვილებს, ორ არაჩვეულებრივ ბიჭს, შოთიკოს და ვახტანგს. არ ვიცი რა ელოდებათ ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი შევძელი - ისინი კარგი ადამიანები იქნებიან.

და ბოლოს, მინდა, ასეთი რამ ვთქვა: მე საქართველოს იმ კუთხის შვილი ვარ, სადაც დღეს თქვენ ვერ გაიგონებთ ქართულ სიტყვას და ვერ შეხვდებით ქართულად მოსაუბრე ქართველს. ჩემი სტუდენტობა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ჩვენი ოჯახი საკუთარ სამშობლოში უსახლკაროდ და უსამშობლოდ დარჩა. და მიუხედავად ამისა, დღეს მე ვარ საქართველოში ყველაზე წარმატებული სამართლის სკოლის პროფესორი, დეკანი და მინდა ჩვენს მკითხველს ვუთხრა: ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი შესაძლებლობების. ეს რწმენა გაძლევთ ძალას და გამბედაობას, მისდიოთ საკუთარ გზას. უნდა გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ და ეს ყოველთვის დაგეხმარებათ, იყოთ წარმატებული. თუმცა, წარმატება ცხოვრებაში განისაზღვრება ბევრი საშუალებით და თითოეული ადამიანი აღმოაჩენს ამას საკუთარი თავისთვის, ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება არის ადამიანების ნდობა და პატივისცემა. შეიძლება, ეს ცოტა ბანალურადაც ჩანდეს, მაგრამ ასეა.


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა
დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა
კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ
გამონაყარს?
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
ელენე
ელენე "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე გავიცანი. თემა იქაც განსხვავებული სტილის მაკიაჟის მორგება იყო. თუმცა, მაშინ, ელენე მოდელის ამპლუაში იყო. ამჯერად კი, გიყვებით მასზე, როგორც ვიზაჟისტზე.
08:52 / 13.01.2021
ღია ცის ქვეშ,
ღია ცის ქვეშ, "არტოს ბაღში" თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა.
13:53 / 11.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
New Year, New Routine
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
საახალწლო ზღაპარი, სახელად -- "ნამცხვარი"
მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს.
07:24 / 25.12.2020
თამარ ზარანდია
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თსუ.
07:17 / 21.12.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0147
TRY
TRY
1
0.4473
USD
USD
1
3.3043
ამინდი
ბორჯომი 0 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
გამოწერა