City Events
ეკატერინე ჩანჩიბაძე - მხატვარი, ვიზაჟისტი
ჩემი პირველი ემოცია არის ზღვა, ჩემი ბავშვობის ბედნიერი წლები და სახლი, რომელშიც ვიზრდებოდი. თბილი ამინდები და ულამაზესი ქალაქი და მხარე, როგორიც, ალბათ, არსად შემხვედრია მერე.
ბევრი რაღაც ფოტოებიდან მახსენდება, მაგრამ განსაკუთრებულია ის გრძნობა, რომელიც შენს დაკარგულ ნაწილს უკავშირდება. ალბათ, სიტყვებით გადმოცემა რთული იქნება. საოცარი ჰავა, ცუდი ამინდები არასდროს ყოფილა. ზაფხულში ყოველთვის მზე იყო, მარამ სიცხე არასდროს გაწუხებდა. ჩემთვის აფხაზეთთან განშორება რთული იყო. ჯერ ომი, რომელიც უსამართლო და დაუნდობელი აღმოჩნდა, შემდეგ სვანეთის დაუსრულებელი, გაყინული და დაუნდობელი გზა...

ის გრძნობა, რომ მე დავბრუნდები, ყოველთვის თან დამყვება და იმედს არ ვკარგავ, რომ ეს დღე ოდესღაც გათენდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების მეტი ნაწილი თბილისში მაქვს გატარებული, ჩემი სახლი მაინც იქ არის. მე აუცილებლად დავბრუნდები...

სკოლა თბილისში დავამთავრე. მერე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე მოდელირების ფაკულტეტზე. სანამ მაგისტრატურას დავამთავრებდი, მაკა ასათიანთან დავიწყე მუშაობა. შემდეგ, მოსკოვში შევისწავლე მაკიაჟის ხელოვნება. ასევე, დავასრულე ტანსაცმლის სტილისტის და ვარცხნილობის კურსები. ნახევარი წლის შემდეგ დავბრუნდი თბილისში. გავაგრძელე მაკასთან მუშაობა, რადგან მაკას იდეა იყო განათლება ამ სფეროში მიმეღო. ძალიან საინტერესო იყო მაკასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა. ეს ადამიანი საოცრად პოზიტიური და უდიდესი ნიჭის პატრონია.

2010 წელს დავიწყე მუშაობა ჟურნალ "სითიში". ხშირად ვმუშაობდი გადაღებებზე ფოტოგრაფებთან ერთად და ეს სფეროც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. გურამ წიბახაშვილთან გავიარე ფოტოგრაფიის კურსები და 2014 წელს მქონდა პერსონალური ფოტოგამოფენა "დედები და შვილები". სასწაული ემოცია იყო. მუზემში "მომა" ზღაპრული სივრცე შეიქმნა და ბევრი ლამაზი ადამიანი მოვიდა გამოფენაზე. რომ არა "სითის" სუპერ გუნდი: ეკა ხოფერია, ნინი გოგოლაძე, თაკო დოლობერიძე, ეს ზღაპრული დღე ჩემს ცხოვრებაში არ იქნებოდა.

პარალელურად, ჩავაბარე სასულიერო აკადემიასთან არსებულ სემინარიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ხატწერის განხრით. ძალიან მომწონდა ქარგვა და აქ დავეუფლე ქარგვის ძველ ტექნიკებს.

ამ მიმართულებითაც ბევრს ვმუშაობდი. თითქოს ჩემი ჰობია ხელსაქმე, მაგრამ საკმაოდ წარმატებული და შემოსავლიანიც აღმოჩნდა ჩემთვის. 2016 წელს მქონდა ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა-გაყიდვა საფრანგეთში, გალერეა "ფრანგულიანში".

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა
დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა
კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ
გამონაყარს?
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
ელენე
ელენე "სითის" ერთ-ერთ გადაღებაზე გავიცანი. თემა იქაც განსხვავებული სტილის მაკიაჟის მორგება იყო. თუმცა, მაშინ, ელენე მოდელის ამპლუაში იყო. ამჯერად კი, გიყვებით მასზე, როგორც ვიზაჟისტზე.
08:52 / 13.01.2021
ღია ცის ქვეშ,
ღია ცის ქვეშ, "არტოს ბაღში" თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა.
13:53 / 11.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021
ყველაფერთან ერთად,
ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული
და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
ყველაფერთან ერთად, ბევრისთვის 2020 ახალი მეგობრების შეძენის წელიც იყო. ყველაზე ერთგული და საყვარელი - ოთხფეხა მეგობრების შეძენის.
11:19 / 06.01.2021

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
New Year, New Routine
ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ - რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს?
10:03 / 15.01.2021
საახალწლო ზღაპარი, სახელად -- "ნამცხვარი"
მაშინ, როცა საახალწლო ფუსფუსი ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ყველა ცდილობს, რომ განსაკუთრებული განწყობა საახალწლო სუფრასაც ეტყობოდეს. მგონია, რომ ეს განწყობა სუფრაზე არაფერს ისე არ მოაქვს, როგორც უგემრიელეს ნუგბარს.
07:24 / 25.12.2020
თამარ ზარანდია
იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თსუ.
07:17 / 21.12.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2021 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
4.0147
TRY
TRY
1
0.4473
USD
USD
1
3.3043
ამინდი
ბორჯომი 0 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
გამოწერა