აი ასე, უცებ და სპონტანურად
გადავწყვიტეთ ჩვენს "სითიში" ძველი და საყვარელი რუბრიკა
დაგვებრუნებინა. მას "მე და ჩემი მეგობრები" ჰქვია, რომლის გმირებს
ჩვენი ქალაქების განსაკუთრებულ ადგილებში ვიღებთ. დავაბრუნეთ იმიტომ,
რომ გაგრძელებული პანდემიის გამო, ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენი
მეგობრები და მათთან ერთად ახალაღმოჩენილ ადგილებში დროის გატარება
მოგვენატრა.