რუსთაველის #7. 2 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების
მუზეუმის დაარსებიდან 1 წელი გავიდა. დაბადების დღე მუზეუმმა
თანამედროვე არტისტების ჯგუფური გამოფენით და კამერული მუსიკის
კონცერტით აღნიშნა. დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე, ფოიეში,
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექცია იყო წარმოდგენილი, რომელიც ძველ
თბილისს და მე-20 საუკუნის დასაწყისში მუზეუმის ადგილას, რუსთაველის
7-ში მდგარ სასტუმრო "ორიანტს" აცოცხლებდა. კამერული მუსიკის კონცერტს
მოწვეული სტუმრები ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ
დაესწრნენ. კონცერტის რეპერტუარი სრულად ქართული იყო. მასში
მონაწილეობდნენ: დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ყანჩელის
სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ირაკლი ევსტაფიშვილი. სწორედ ამ დღეს
გავრცელდა ცნობა გია ყანჩელის გარდაცვალების შესახებ და კონცერტზე
"პატარა დანელიადა" დიდი მაესტროს ხსოვნას მიეძღვნა.