City News
VIP დიასახლისი ანა კოშაძე, სითი პროექტი
"სითის" ერთგულ მკითხველს ემახსოვრება ჩვენი ჟურნალის ტრადიციად ქცეული რუბრიკა "ბაბყ ბუმი" და მისი ერთ-ერთი მონაწილე ულამაზესი ანა კოშაძე პატარა ტასოსთან ერთად. "სითისთვის" დაწერილ წერილში ანა წერდა, როგორი მკაცრი დედაა, როგორ უჯერებენ შვილები მხოლოდ მას და როგორ ეშინია უფროს შვილს, ძალიან ცელქ მაშოს, მხოლოდ ანასი. თითქოს დაუჯერებელია ანა კოშაძე ლამაზღიმილიანი და და სასიამოვნო ხმის მქონე მკაცრი დედის როლში. ისიც წარმოუდგენელია, როგორ ახერხებს საქმიანი და დაკავებული ანა მუდამ კარგ ფორმაში ყოფნას, სახლის საქმეებზე ზრუნვას, სადილის მომზადებასაც და "სითისა" და TAC -ის საპატიო ტიტულის VIP დიასახლისის სტატუსის მორგებასაც.


VIP დიასახლისი ეს TAC  -ის და ჟურნალ "სითის" ერთობლივი რუბრიკაა, რომელიც ცნობილი ქალბატონების დიასახლისურ პორტრეტების წარმოგიდგენთ.
თანამედროვე დიასახლისები, რომლებსაც ამ რუბრიკაში ვიღებთ, ისეთივე ლამაზები არიან მაშინაც კი, როცა კამერები გამორთულია და მაკიაჟის გარეშე ფუსფუსებენ საკუთარ სამზარეულოში. როგორ ახერხებენ? მარტივად; თანამედროვე დიასახლისების ნაწილი ახერხებს, რომ მათი სამსახურებრივი და დიასახლისური მიღწევებით მეუღლეებმა ერთნაირად იამაყონ, იყვნენ მზრუნველი დედები და, რაც მთავარია, ჰქონდეთ სახლში იდილია და ის გარემო, რომელიც საღამოს შინ დაბრუნებულებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. წარმატებული ქალბატონების და, ამავდროულად დიასახლისების, უმეტესობას კი აერთიანებთ საყვარელი შოპინგის ადგილი TAC -ის შოურუმები, რომლის ხშირი სტუმარიცაა ანა კოშაძე.

ანა კოშაძე, Unicard  -ის პიარ მენეჯერი:

ყველაზე მეტად სახლისთვის ნახატების ყიდვა მომწონს. სხვა დანარჩენს თუ სხვა მიყიდის, არ მაქვს პრობლემა. პირიქით, მადლობელი ვიქნები. ჩემი მული ძალიან კარგი დიასახლისია, მისი დახმარებით ჩემი სახლი სულ "ფორმაშია". ახალი სახლის რემონტიც მთლიანად ჩემმა ქმარმა აიღო თავის თავზე. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მის გემოვნებას ვენდობი. ერთხელ მთხოვა, რომ შემოსასვლელი ოთახისთვის კაფელი ამერჩია, როცა ეზოს მეტლახი მოვიტანე, მიხვდა, რომ მსგავს საკითხებში ჩემთვის დახმარება არ უნდა ეთხოვა. სახლის გარემოს, სურათების გარდა, დროდადრო TAC  -ის საოჯახო ტექსტილის შერჩევა/შეძენით ვაახლებ, რაც უზომოდ სასიამოვნო პროცესია. შეუძლებელია შეხვიდე მათ შოურუმებში და არ მოგინდეს გამოაცოცხლო ინტერიერი საძინებლის, ან თუნდაც სამზარეულოს ულამაზესი ტექსტილით. დეკორაციას იშვიათად ვცვლი, მომწონს ის გარემო, რომელიც ჩემს სახლშია შექმნილი. ბავშვების ოთახიც ძალიან მარტივად და სადად მოვაწყვე ღია ვარდისფერი კედლით, ყვავილებიანი ფარდებით და საბავშვო განათებებით. რაც მთავარია, ჩემი შვილების ოთახის დეკორაციის მოწყობისას ბავშვობის ოცნება ავისრულე და ორსართულიანი საწოლი შევიძინე. მე დედისერთა ვარ და ორსართულიანი საწოლის აუცილებლობა ჩემთვის არ იყო. ახლა, როცა ბავშვებს ვაძინებ, მორიგეობით მივუწვები ხოლმე ხან ერთს და ხან მეორეს, როცა მეორე სართულზე ასვლის დღე მაქვს, ძალიან მიხარია.

- რა არის შენთვის, როგორც დიასახლისისთვის პრიორიტეტული?

- კომფორტი, მაქსიმალური კომფორტი და მყუდროება.
მყუდრო გარემოს შექმნას ჩემს სახლში TAC -ის ტექსტილი უწყობს ხელს.TAC  -ის ბრენდში გაერთიანებულ სხვადასხვა დასახელების კოლექციებს შორის,მგონია, რომ ძნელია ამოირჩიო ერთი ფავორიტი, რადგან კომფორტის მოყვარული დიასახლისებისთვის ყველა განურჩევლად ტექსტილისხარისხიანი და ეფექტიანია. მიმზიდველს ქმნის ის ფაქტიც, რომ ერთნაირად მაღალი ხარისხის ტექსტილს TAC  -ში ნებისმიერ ფასად ნახავთ.
ცალკე თემაა, ტექსტილის მოდური დიზაინები და კოლექციები, რომლებიც მუდმივად განახლებადია. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან პროდუქცია ახლა უკვე თენსელის ქსოვილისგან იწარმოება, რომელიც გადაუმუშავებელი ხისგან მიიღება ნანო ტექნოლოგიების საშუალებით და, შესაბამისად, ყველაზე ბუნებრივი ქსოვილია დღემდე არსებულ ქსოვი-ლებს შორის. ჩემს გოგოებს ძალიან მოსწონთ TAC -ის საბავშვო ხაზი, რომელიც დისნეის მუტლფილმების გმირებითაა გაფორმებული. მეც მშვიდად ვყიდულობ მათ საყვარელ ტექსტილს, როცა ვიცი რამდენად ბუნებრივი ქსოვილისგან იქმნება ეს კოლექციები. ოჯახის ყველა წევრი, თავისი გემოვნების მიხედვით პოულობს მისთვის საჭირო ნივთს. ამიტომ TAC -ის მაღაზიებში შოპინგი ყოველთვის სასიამოვნო და სახალისოა.
4 წლის წინ, როცა საცხოვრებელი შევიცვალეთ, პრიორიტეტი მივანიჭეთ დიდ ფანჯრებსა და სინათლეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე შემდეგ დავიწყე დეკორაციასა და სხვა დეტალებზე ზრუნვა. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი დავალებას; ახლა უკვე ჩემი დატვირთული რეჟიმის პარალელურად, ვარ დიდი სახლის, მართალია, პატარა, მაგრამ ისეთი დიასახლისი, რომელიც ცდილობს დრო სწორად გადაანაწილოს, რათა ოჯახს, შვილებს და მეუღლეს არ მოაკლდეთ ყურადღება, დილით საუზმე დახვდეთ, საღამოს კი ვახშამი. მგონი ასეთია თანამედროვე დიასახლისი, ასე არ არის? ან VIP დიასახლისი, როგორც "სითისა" და TAC  -ის რუბრიკას ჰქვია.


სითი : ლიკა მენაღარიშვილი 
ფოტო : ირა კურმაევა

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2178
TRY
TRY
1
0.5050
USD
USD
1
2.8687
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
გამოწერა