City News
სითი პერსონა
თინი გალდავა

მსახიობი

დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი სამსახიობო განხრით, ძალიან კარგი პედაგოგის ალექსანდრე ქანთარიას ჯგუფი.

პირველი როლი - ანტონ ჩეხოვის "თოლიაში" მაშას როლი შევასრულე.
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ქასთინგის საშუალებით მოვხვდი, ჩემს ჯგუფელებთან ერთად მივედი, გავიარე ქასთინგი და როლზე დამამტკიცეს, ძალიან გამიხარდა. ეს არის ჩემი პირველი სატელევიზიო როლი.
საოცნებო როლი -  ამაზე ბევრი მიფიქრია, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცი.
საყვარელი ფილმი - მაიკლ ჩიმინოს ფილმი "ირმებზე მონადირე", და ფილმი "შეყვარებულები", რომლებშიც რობერტ დე ნირო და მერილ სტრიპი თამაშობენ.
საინტერესო რეჟისორი -  ბევრია, მიჭირს გამოვარჩიო.
საყვარელი მსახიობი -  მერილ სტრიპი და შონ პენი
საოცნებო პარტნიორი - შონ პენი
სამომავლო გეგმები -  მაქვს პროფესიასთან დაკავშირებული გეგმები, ჯერ არაფერს ვიტყვი, თუ გამომივა, მერე აუცილებლად მოგიყვებით.



სითი : მარიამ ნანეშვილი
ფოტო : ირა კურმაევა

Print