რას აკეთებენ წინასაახალწლოდ ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონები? ისინი
სიახლეებს ეცნობიან და ახალი წლისთვის ყველაზე საინტერესო და
გემოვნებიან ადგილებს სტუმრობენ. სპეციალურად საახალწლო "სითისთვის"
ჩვენ თქვენთვის კარგად ნაცნობი ქალბატონები "ლაბორატორია ჩემს სახლში"
დავპატიჟეთ და ახალი შოურუმების პრეზენტაცია მოვუწყეთ.
დეკემბრის თვეში მაღაზიამ "ლაბორატორია ჩემი სახლი" საზოგადოებას
მსოფლიოს წამყვანი ბრენდები წარუდგინა: ARAN, TOMASELLA, COLOMBINI,
DIALMA BRWON. ახალ შოურუმებში წარმოდგენილია ავეჯი ნებისმიერი
გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისათვის.
"ლაბორატორია ჩემს სახლში" მოგემსახურებიან პროფესიონალი
არქიტექტორ-დიზაინერები, რომლებიც შეკვეთას თქვენს გემოვნებასა და
საჭიროებას მოარგებენ. რაც მთავარია, ასეთი ტიპის სერვისით
სარგებლობისას თქვენ ზოგავთ ბიუჯეტსა და დროს.
ამ სივრცეში ნახავთ როგორც პრემიუმ, ისე საშუალო კლასის მაღალი
ხარისხის ავეჯს და რაც მთავარია, გექნებათ შესაძლებლობა შეუკვეთოთ
თქვენ მიერ შერჩეული და მოწონებული ავეჯი.
ჩვენი ჟურნალის გმირებს ~ლაბორატორია ჩემს სახლში~ ვესაუბრეთ
დიზაინზე, სტილზე და, რასაკვირველია, ახალ შოურუმებზეც.
ჩვენი მისამართია:
აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
ტელ: +995 32 2534000
თეონა თავართქილაძე
დიზაინერი
სტილი:
ქალაქში სხვანაირი - კლასიკური ინტერიერი მომწონს, აგარაკზე- სხვა,
ზღვაზე კი - აბსოლუტურად განსხვავებული.
დეკორაცია:
დეკორაცია უნდა იყოს სახლში მცხოვრები ადამიანების ხასიათს
მორგებული.
ფერები:
ფერები მომწონს ნათელი.
რას შეცვლიდი სახლის დიზაინში?
ჩემს სახლში მინდა მქონდეს უფრო მაღალი ჭერი, ვიდრე მაქვს. სხვა
ყველაფერი მაკმაყოფილებს.
რჩევა:
მე უფრო კლასიკურ სტილს გირჩევთ, რომელიც 10 წლის შემდეგაც
მოგეწონებათ და მოდიდან არ გადავა.
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
ახალ შოუ რუმში უკვე მაქვს რამდენიმე ფავორიტი ბრენდი, მათ შორის,
არან-ის ეს სამზარეულო, რომლის შეკვეთა თქვენთვის სასურველი ფერის
მიხედვით არის შესაძლებელი. ჩემს მეგობარს მინდა ვურჩიო, ახლახანს
შეიძინა ახალი ბინა. პირადად ჩემთვის კი არჩევანი უკვე გავაკეთე.
რბილი ავეჯი ჩემი სისუსტეა და ვფიქრობ, რომ კომფორტული დივანი
არასდროს არის ზედმეტი სახლში. ასე რომ, აქ აუცილებლად დავბრუნდები და
სახლისათვის დივანს შევიძენ.
ნინო ცქიტიშვილი:
Lookmodels-ის დამფუძნებელი:
ინტერიერი:
პირველ რიგში, ვითვალისწინებ ოთახების განლაგებას და ამის შემდეგ
ვიწყებ დიზაინის დაგეგმვას.
სტილი:
ძალიან მომწონს კლასიკური და თანამედროვე სტილის მიქსი.
დეკორაცია:
პირადად ჩემთვის, დეკორაცია უნდა იყოს, რაც შეიძლება სადა, ფერების
ზუსტი შეხამებით. არ უნდა იყოს ძალიან გადატვირთული.
ფერები:
სახლისთვის მომწონს თბილი ფერები, რომლებიც ქმნის სიმყუდროვეს,
მაგალითად, რძისფერი, კაკაოსფერი, მათთან ერთად ცოტა ოქროსფერიც.
რას შეცვლიდი სახლის დიზაინში?
ჩემი სახლის დიზაინი ახალი დასრულებული მაქვს, ამიტომ არაფერს
შევცვლიდი, ზუსტად ისეთი გავაკეთეთ, როგორიც გვინდოდა, რომ გამოსულიყო
და ძალიან მომწონს.
რჩევა:
ყველას ვურჩევ, პირველ რიგში, სწორად ააწყონ ფერების კომბინაცია,
რომელიც ერთ-ერთი მთავარი პირობაა ინტერიერის დიზაინში.
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და
განსხვავებულია; საინტერესო ავეჯია წარმოდგენილი, განსაკუთრებით
მომეწონა სამზარეულოები და ჭაღები. ჩემი არჩევანი მისაღები ზონისთვის
განკუთვნილი რბილი ავეჯია, პასტელური ფერის, მაღალი ხარისხის და
საოცრად კომფორტული.
ნინი ზარქუა
მოდელი
ინტერიერი:
არ მიყვარს გადატვირთული ინტერიერი, ვცდილობ, იყოს სადა და
მინიმალისტური.
სტილი:
მოდერნი, კლასიკური დეტალებით
დეკორაცია:
დეკორაცია აუცილებლად უნდა იყოს ინტერიერთან შეხამებული, რომ არ
დაირღვეს ერთი მთლიანობა.
ფერები:
მომწონს პასტელური ფერები და ვცდილობ, რომ ყველგან ეს პალიტრა
გამოვიყენო.
რას შეცვლიდი სახლის დიზაინში?
ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი;
რჩევა:
ჩემი გამოცდილებიდან, ყველას ვურჩევ, რომ ძალიან ძვირი არ გადაიხადონ
ინტერიერის მოწყობაში, რადგან ძალიან მალე შეიძლება მობეზრდეთ.
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
ახალი შოუ რუმები ძალიან მომეწონა; თავისთვის მოსაწონ ავეჯს, ალბათ,
ყველა გემოვნების დიასახლისი იპოვის. ჩემი არჩევანია: TOMASELLA-ს
ხავერდის ლურჯი დივანი და DIALMA BROWN-ის ორიგინალური დიზაინის
კომოდი.
ნათია შელეგია
მოდელი
ინტერიერი:
ინტერიერის დაგეგმვისას ერთმანეთს უნდა შეერწყას დაგეგმარება და
სტილი. აუცილებლად ავიყვანდი დიზაინერს.
სტილი:
უპირატესობას ვანიჭებ სკანდინავიურ დიზაინს.
დეკორაცია:
არ უნდა იყოს გადატვირთული ბევრი ნივთითა და ავეჯით.
ფერები:
პასტელური, ნათელ ფერები მომწონს, მაგრამ სამზარეულოსა და აბაზანაში
გამოვიყენებდი მკვეთრ ფერებსაც.
რას შეცვლიდი სახლის დიზაინში?
ალბათ, არაფერს, მაგრამ ახალ სახლს სულ სხვა სტილით მოვაწყობდი.
რჩევა:
თავიდან შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვან, მაგრამ არ ინერვიულონ,
ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი.
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
ძალიან მომეწონა ახალი სივრცე და აქ წარმოდგენილი კოლექციები.
განსაკუთრებით DIALMA BROWN-ის ტყავის სამეული.
ანი ფხაკაძე
მარკეტოლოგი
ინტერიერი:
პირველ რიგში, ინტერიერი უნდა იყოს მყუდრო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ
ვიზუალურ მხარეს. მიყვარს ნათელი ფერები. ვცდილობ, ყოველთვის რაღაც
განსხვავებული და გამორჩეული ვიპოვო, მაგალითად, ახალ სახლში ქუსლის
ფორმის აბაზანა მაქვს.
სტილი:
ჩემთვის არსებობს ერთადერთი სტილი _ ეს არის მოდერნი, თუმცა ამაში არ
ვგულისხმობ ძალიან მინიმალისტურ დიზაინს. კლასიკური სტილისგან შორს
ვარ, მყუდროებას ვერასდროს ვპოულობ.
დეკორი:
ჩემთვის ნომერ პირველი დეკორი არის სანთლები, რომლებიც ძალიან
მიყვარს. ახალ ოთახში დაახლოებით 20 სხვადასხვა სურნელის და ზომის
სანთელი მაქვს. ასევე ძალიან მომწონს დეკორატიული განათება და
ორიგინალური საყვავილე ლარნაკები, რადგან ყვავილებიც მიყვარს.
ფერები:
ინტერიერში ძალიან მიყვარს ნაცრისფრისა და მუქი იასამნისფრის მიქსი,
სწორედ ამ ფერებში მაქვს ჩემი ახალი ოთახი მოწყობილი. ასევე მომწონს
ოქროსფერი აქცენტები.
რას შეცვლიდი სახლის დიზაინში?
სულ რამდენიმე დღეა გადავედი ახალ სახლში საცხოვრებლად; ზუსტად ისეთი
ოთახი და გარდერობი მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი. ძალიან მომწონს და
დიზაინში არაფრის შეცვლას არ ვაპირებ.
რჩევა:
ძალიან მიყვარდა წითელი ფერი, როცა 13 წლის ვიყავი, გამოვაცხადე, რომ
სულ წითელი ოთახი მინდოდა. მერე ვინანე, ახლა კი მიხარია, რომ აღარ
მიწევს ამდენი წითლის ყურება და ახალი ოთახი ბევრად უფრო მყუდრო
ფერებში მაქვს მოწყობილი. ყველას ვურჩევ, ფერები აარჩიონ ძალიან
ფრთხილად, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძველი ოთახი მთლიანად წითელი არ
იყო, მაინც ჭარბობდა ეს ფერი, რაც ძალიან მაფორიაქებდა და მშვიდ
ძილსაც ვერ ვახერხებდი.
"ლაბორატორია ჩემი სახლი"
ძალიან მომეწონა ახალი შოურუმი, განსაკუთრებით, კი - DIALMA BROWN,
რომელიც სიამოვნებით მექნებოდა ჩემს სახლში. ეს ავეჯი ძალიან თბილ და
სასიამოვნო გარემოს ქმნის.

სითი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: იკა პირველი