City News
ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა

ის დღე ჩვეულებრივად დაიწყო. თაკო საშობაოდ რომში, ნინა საახალწლოდ სტამბოლში, ნუცა და ქეთა ძველით ახალ წელს დუბაიში გამგზავრების გეგმებს აწყობდნენ. "ამ თბილისში საახალწლოდ/საშობაოდ ახალი არაფერი არ ხდება" ფრაზებით გოგოები ის-ის იყო "კაფე ლაბორატორიაში" ლანჩს ასრულებდნენ, ოთხივემ ტელეფონზე "სითის" რედაქტორისგან აშკარად დაკოპირებული მესიჯი რომ მიიღო: "საახალწლო "სითი-საღამო", New Year Before Party. დრესკოდი: საახალწლო კაბა და განსაკუთრებული ფეხსაცმელი". ჩვეულებრივი ლანჩი მინიმუმ 10 წუთით აქტიურ დისკუსიაში გადაიზარდა. "ეს რაღაც ახალი მოიგონეს. განსაკუთრებული ფეხსაცმელი რას უნდა ნიშნავდეს? და ჩვეულებრივი რომ იყოს?" - ფრაზა თაკოს დასრულებული არ ჰქონდა, რომ ოთხივეს აიფონზე ასევე დაკოპირებული მესიჯის მეორე ნაწილი მოვიდა: "განსაკუთრებულ ოთხეულს ჩემგან განსაკუთრებული ფოტოსესია გელით. მისამართს მე მიგასწავლით, ჭავჭავაძეზე "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა", ახალი კოლექციაა და სიურპრიზები გელოდებათ."
ჩვეულებრივი ლანჩი გააქტიურებული დისკუსიიდან მოქმედებაში გადაიზარდა. 40 წუთში (გზაში საშინელი საცობები იყო) ოთხივე "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეაში" იყო. "სითის" გუნდის მიერ გაფრთხილებული კონსულტანტები გოგოებს მომზადებულები დახვდნენ. რამდენიმე წუთში ფოტოგრაფიც და ვიზაჟისტიც მოვიდნენ. ყველაზე ბოლოს დაღლილი, მაგრამ მომღიმარი რედაქტორიც გამოცხადდა.
- სიურპრიზი მოგიმზადეთ, "სითი-საღამოზე" არ მომიტყუებიხართ, მართლაც გელოდებით, მაგრამ საღამოს და ახალ წელს ამ ფოტოსესიით მინდა დახვდეთ. - უთხრა ეკამ გოგოებს.
ორი ქერა და ორიც შავგვრემანი. გამოიყურებიან ისე, როგორებსაც თქვენ ახლა ხედავთ საახალწლო "სითის" ფურცლებზე. ფოტოშოპი - მინიმალური, მაკიაჟი და სტილი "სითი" გუნდისა და "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეის" მიერ შერჩეული.
ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი გმირები სწორედ იმ დროს, როდესაც თქვენ მათ ფოტოებს ათვალიერებთ, რომის, სტამბოლის და დუბაის სასტუმროებში თბილად მოკალათებულები "სითის" ონლაინვერსიას სმარტფონებში ხსნიან და საკუთარ ფოტოებს მათ აჩვენებენ, მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად აინტერესებთ. 


ნინა ჯაფარიძე
ნინა ყველაზე პატარაა. მისი დედა ცნობილი მოცურავე, წამყვანი, "ცეკვავენ ვარსკვლავების~ მონაწილე და ყველაზე ახალგაზრდა ბებია ნანა ნებიერიძეა. ნინა უკვე დედაა. აღმოჩნდა, რომ მის გარდერობში არც საღამოს კაბა და, მით უფრო, არც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ არის. ამიტომ მისი პირველივე არჩევანი, ხავერდოვანი, ძალიან სიმპათიური, დაბალძირიანი ფესხსაცმელი იყო. "მე ეს მინდა!", თქვა ნინამ და საახალწლოდ შერჩეულ მაღალქუსლიან FABI-ს ფეხსაცმელს შიშნარევი მზერით გახედა. "ნინა, აკა ნანიტაშვილის კოსტიუმს ეს ბევრად უფრო მოუხდება", ამხნევებდა ულამაზეს ნინას რედაქტორი. პრინცესას გარეგნობის ნინა ახალ სტილში მართლაც ულამაზესი იყო.

ფეხსაცმელი: FABI
კაბა: აკა ნანიტაშვილი

თაკო ფიჩხაია

რომში მიმავალ თაკოს უკვე ორი შვილი ჰყავს. ყოფილი მოდელია, ეს ყველაფერს ხსნის, მაგრამ თეთრ მოკლე კაბაში და PACIOTTI-ს ქუსლებზე შემდგარ თაკოს რომ უყურებ, არათუ საახალწლო გოზინაყისკენ, არაკალორიული იოგურტისკენაც აღარ გაიხედავ. არჩევანი PACIOTTI-ზე ფეხსაცმლის ორიგინალურმა და ძალიან ეფექტიანმა ქუსლმა განაპირობა, რომელიც წითელ ძირზე კიდევ უფრო გამომწვევად გამოიყურებოდა. გადაწყდა, PACIOTTI რომში თაკოსთან ერთად გაემგზავრება.


ქეთა მიქელაძე
ქეთასთვის ეს დებიუტია; "სითის~ საღამოც და ფოტოსესიაც. ამიტომ ულამაზეს მოკლე კაბაში გამოწყობილმა ფეხსაცმლის არჩევანი "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეის" კონსულტანტებს მიანდო. მისი ყოველდღიურობა, როგორც ყველა "სითი-გოგოსი", დაბალძირიანი, კომფორტული, მაგრამ მოდური ფეხსაცმელია. ოდნავ გარუჯულ ფეხებს Pollini-ს ბრენდის კლასიკური მოდელი საოცრად მოუხდა და ორ წამში ფოტოგრაფის წინ უკვე პროფესიონალი მოდელი იდგა. "არც ისე რთული ყოფილა ეს თქვენი სიურპრიზი-ფოტოსესია." - ღიმილით აჯამებდა ნამუშევარს ქეთა. 

ნუცა შამილაძე
ნუცა "სითის~ გადაღებების პიონერია. ერთ-ერთი პირველი "სითი-გოგოა". შავ, ტანზე მომდგარ, საინტერესო დიზაინის კაბასა და ეფექტიან საყურეს ნუცამ ორიგინალური ფერის Pollini-ს ბრენდის ფეხსაცმელი შეურჩია. "ძალიან საინტერესო ფერია და, მე თუ მკითხავთ, მომგებიანიც." - საქმის ცოდნით იზომავდა ფეხსაცმელს ორი შვილის დედა. "გარდერობში, ცხადია, ძალიან ბევრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაქვს. საღამოებსა და წვეულებებზე ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტია, თუმცა, ცხადია, ყოველდღიურ რეჟიმში ქუსლებზე ვერ და არ ირბენ."- ამბობდა ნუცა.

ჩვეულებრივი დღის არაჩვეულებრივი გმირები სწორედ იმ დროს, როდესაც თქვენ მათ ფოტოებს ათვალიერებთ, რომის, სტამბოლის და დუბაის სასტუმროებში თბილად მოკალათებულები "სითის" ონლაინვერსიას სმარტფონებში ხსნიან და საკუთარ ფოტოებს მათ აჩვენებენ, მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად აინტერესებთ.

ფოტო: კახაბერ შარტავა
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე,
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2019 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2487
TRY
TRY
1
0.5086
USD
USD
1
2.9336
ამინდი
ბორჯომი 16 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
გამოწერა