City News
ჯორჯ და ამალ ქლუნებს ტყუპები ეყოლებათ

55 წლის მსახიობ ჯორჯ ქლუნს და 39 წლის ადვოკატს, უფლებადამცველს ამალ ქლუნს ტყუპები ეყოლებათ, - ამის შესახებ ვარსკვლავურმა წყვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად განაცხადა.

მათივე თქმით, მშობლები ისინი ივნისის დასაწყისში გახდებიან. ქლუნებს გოგო და ბიჭი ეყოლებათ. სახელებზე ჯერ არ უფიქრიათ, ამბობენ, რომ ზაფხულამდე დიდი დროა, თუმცა ბავშვების ოთახების მზადება უკვე დაიწყეს, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხაც დახარჯეს.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილი 2014 წლის 28 სექტემბერს დაქორწინდა. მანამდე მათ ერთ წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. ორივე მათგანისთვის ეს პირველი ქორწინებაა.




Print