City მთავარი თემა
რატომ არ უყვარს გიორგი ცაგარელს ჟურნალისტები და როგორ ხსნის რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სკანდალს

თანამედროვე ადამიანის , და მით უფრო ხელოვანის, ცხოვრებასა და წარმატებაში რომ უდიდესი როლი აქვს ტელევიზიასა და მედიასაშუალებებს, გიორგი ცაგარელმა კარგად იცის, მაგრამ ქართველი ჟურნალისტებისა და, ზოგადად, მედიის მიმართ რომ სკეპტიკურადაა განწყობილი, არც ამას მალავს და "სითისთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს:


"ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ ვწყალობ ჟურნალისტებს, არ დავდივარ მათ გადაცემებში. ჩემი აზრით, ისინი იმდენად არაპროფესიონალები არიან, ორიოდე გამონაკლისის გარდა, მათთან ურთიერთობა არაფერში მჭირდება, არაფერი მემატება. ბიძინა კვერნაძე რომ ისევ ცოცხალი ჰგონიათ, იმ ჟურნალისტებს პატივს ვერ ვცემ. ვერც იმათ, ქვეყნის ისტორიას რომ ამახინჯებდნენ წლების განმავლობაში და ქმნიდნენ ალტერნატიულ, მოდელირებულ სიმართლეს. ტოტალურად ანგრევენ კულტურას უგემოვნო სერიალებითა და ადამიანთა დაზომბებისთვის გამიზნული სატელევიზიო გადაცემებით მხოლოდ და მხოლოდ დიდი ფულის სანაცვლოდ". -
ი.


ახალგაზრდა მუსიკოსი არც ბოლოდროინდელ უმწვავეს კონფლიქტზე საუბარს გაურბის რუსთავი 2-ის დირექტორთან და დაპირისპირებასაც კიდევ ერთხელ მხოლოდ იმიტომ იხსენებს, რომ არ უნდა საზოგადოება შეცდომაში შევიდეს და იფიქროს, რომ ვინმესი რაიმე მართებს:


"მე თუ ხშირად ვჩანდი მათ ეთერში - ეს იყო ერთგვარი ზეპირი შეთანხმების შედეგად, რომელიც არსებობდა ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელსა და არხს შორის: ორკესტრი სხვადასხვა სადღესასწაულო საღამოს აფორმებდა მუსიკალურად და, სამაგიეროდ, გვქონდა უფასო მუსიკალური რეკლამა, ამიტომაც ამ გადაცემებში მიწვევდნენ არა მხოლოდ როგორც ალტისტს, არამედ როგორც მუსიკალური ცენტრის რეზიდენტ-სოლისტს". - აცხადებს ცაგრელი.

სრული მასალა იხილეთ "სითის" მაისის ნომერში


Print