ახალი ამბები
დუდუ დადიანი-90-იანების პრინცი
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...

ჩვენი ოთახი დიდი, ოთხკუთხედი ფოიეს განაპირა მხარეს იყო და თუ კარი ღია გქონდა, მხედველობის არეალში გყავდა ყველა ადამიანი, ვინც გრძელი დერეფნიდან შემოდიოდა, თუმცა შემომსვლელთა დაკვირვება არასდროს ყოფილა ჩემი გატაცება, მაგრამ ახლა თვალი ვერ მოვწყვიტე ქალს, რომელიც პირდაპირ ჩემი ოთახისკენ მოდიოდა. მაღალი იყო, გრძელი, ქერა თმა ქონდა და რაღაცნაირად მოდიოდა ნელა, თავდაჯერებულად და თითქოს ძალიან "პრინცესულად".

_ ვინ არის? _ ვიკითხე.
_ მაკა დადიანია, დუდუ დადიანის და, ჩვენთან იმუშავებს.
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო, არადა თითქმის 20 წელზე მეტია გასული იმ უძვირფასესი პერიოდიდან, როდესაც არსებობდა უმაგრესი ტელეკომპანია მე-2 არხი და მეც ამ დღესასწაულის ნაწილი ვიყავი, დღესასწაულის, რომელიც, რა დროც უნდა გავიდეს და სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემთან დარჩება.

`მაკა დადიანია, დუდუ დადიანის და~ _ ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა და შემდეგ უკვე მრავალწლიანი მეგობრობა.
ყველაფერი, რაც ამ ინტერვიუში უნდა ვკითხო, მგონი უკვე ვიცი _ მასზე, მის მხატვრობაზე, ოჯახზე, დუდუზე, ამიტომ ჩვენი საუბარი მოგონებებს უფრო ემსგავსება. საუბარს მაინც ბავშვობიდან ვიწყებ, ვიცი, სულ პატარები იყვნენ, დედა რომ გარდაეცვალათ...
_ დედაჩემი, გურანდა ტყავაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავისი დედა ყველას არაჩვეულებრივი ჰგონია, მაგრამ ის მართლა ასეთი იყო _ ულამაზესი, მშვიდი. სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა სიმსივნით. მე იმ წელს სკოლას ვამთავრებდი, ჩემი მეორე ძმა, ლევანი, მეექვსე კლასში იყო, დუდუ კი სულ პატარა. დედა თითქმის ვერც დაიმახსოვრა. დედას ოცნება იყო პიანისტი გავმხდარიყავი, კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ იმ წელს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ ინსტრუმენტს საერთოდ ვერ ვეკარებოდი. გამოცდებზე გასვლაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა და გადავწყვიტე, ჩემს პროფესიად ამერჩია, მაგრამ პიანისტობის სურვილი სულ მქონდა. როდესაც საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავედი, გადავწყვიტე, დედაჩემის და ჩემი ოცნება ამესრულებინა და ციურიხის კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დავამთავრე.
დუდუს კალათბურთელობაც დედას ოცნება იყო. კალათბურთზე გიჟდებოდა და უნდოდა, მისი შვილი პროფესიონალი კალათბურთელი ყოფილიყო, თანაც მაინცდამაინც დუდუ.
სულ გული მწყდებოდა, რომ დედას არ უნახავს დუდუს თამაში და მისი წარმატებები.
რამდენადაც დედა რბილი იყო და ძალიან გვათამამებდა, იმდენად თავშეკავებულები ვიყავით მამასთან, ოღონდ დუდუსთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობდა, გარდა ერთისა, რომელიც ყველას ეხებოდა განურჩევლად.

_ ასეთი რა იყო?
_ ჩვენს ოჯახში კატეგორიულად იკრძალებოდა კარტის თამაში და, საერთოდ, ყველანაირი აზარტული თამაში, ნარდიც კი.

_ დადიანებში ნარდის თამაში რატომ იყო აკრძალული?
_ ზუსტად დადიანობის გამო. ცოტა შორიდან დავიწყებ; მამაჩემის მშობლები, დედაც და მამაც, ორივენი დადიანები იყვნენ, ოღონდ სრულიად სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, მარტო მოგვარეები იყვნენ. ორივეს ოჯახი ძალიან მდიდარი იყო. მე ბაბუა არ მახსოვს, ბებიაჩემი კატია დადიანი კი ნამდვილი თავადის ქალი იყო. თავის ახალგაზრდობას რომ იხსენებდა, სიამაყით გვიყვებოდა, როგორ დადიოდნენ პირადად მასთან იუველირები, ვაჭრები, დაჰქონდათ არაჩვეულებრივი ქსოვილები, როგორი კაბები ეცვა. მე კაბების ამბები 

მაინტერესებდა, ჩემს ძმებს _ ცხენებისა და თოფ-იარაღის. მონუსხულები ვუსმენდით მის მონაყოლს, განსაკუთრებით დუდუ. მგონი, ამ დროიდან შეუყვარდა ასე ცხენები და, საერთოდ, თავადური რომანტიკა. მისთვის დადიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სულ მინდოდა, იმ ულამაზესი ნივთებიდან, რომლებსაც ბებიაჩემი იგონებდა, თუნდაც ერთი მაინც საკუთარი თვალით მენახა, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა, საერთოდ არაფერი, თითქოს, რასაც ბებია ყვებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარი იყო, ან სიზმარი, რომელიც გაქრა... რომ არა დღემდე ჩემს სახლში შენახული, ბებიას შეგროვილი მე-19 საუკუნის პეტერბურგში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების უზარმაზარი კოლექციისა, რომლებშიც ზოგჯერ ჩვენი ოჯახის შესახებაც წერდნენ, კატია დადიანის მოთხრობილი ამბები მართლა სიზმარი მეგონებოდა, მაგრამ ბებია ამ ამბებს რატომღაც მხოლოდ მაშინ გვიყვებოდა, როდესაც მარტონი ვრჩებოდით. მამაჩემის თანდასწრებით ის თავიანთი ოჯახის ძველ დიდებას და სიმდიდრეს არასდროს ახსენებდა.
_ ალბათ, გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს დადიანების მთელი ქონება, თქვენ რაღა მოგესწრებოდათ...

_ საქმეც მაგაშია, რომ არაფერი ჩამოურთმევიათ. ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა მანამდე წააგეს კარტში ყველაფერი, რაც გააჩნდათ. სრულიად უსახსროდ დარჩნენ. მამაჩემმა ბავშვობა საშინელ გაჭირვებაში გაატარა, ბებია ამბობდა, რად მინდოდა ის ქონება, მაინც მოვიდოდნენ კომუნისტები, ყველაფერს წაიღებდნენ და ძალიანაც კარგი ვქენი, როგორც მინდოდა ისე რომ გავფლანგეო. საერთოდ, ძალიან უდარდელი იყო, მართალია, არაფერი გააჩნდა და მისი თავადობა და დადიანობაც არავის აინტერესებდა, მაგრამ მბრძანებლური ხასიათი ბოლომდე შერჩა, ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებდა, ერთი ეს იყო, მამაჩემის თანდასწრებით კარტის და ნარდის თამაშს ვერ ბედავდა. ჩვენც კატეგორიულად გვეკრძალებოდა თამაში, მე დიდი სურვილი არც მქონდა, მაგრამ ბებია მიიჩნევდა, რომ კარგად აღზრდილი ადამიანი კარტს აუცილებლად უნდა თამაშობდეს და თანაც ფულზე. ფული არ ჰქონდა ხოლმე და პენსიას ელოდებოდა, რომ ჩვენთან ფულზე ეთამაშა. ყველაზე მეტად დუდუ აქტიურობდა. მთელი დღე კატიასთან ერთად იყო და თუ თამაშის პერიოდი იყო, ანუ თუ ბებიას პენსია ჰქონდა აღებული, სახლიდან არ გადიოდა, დილიდან საღამოს 7 საათამდე, მამაჩემის სამსახურიდან დაბრუნებამდე, თამაშობდნენ. ერთ დღეს ძალიან შეყვნენ თამაშს და მამას მოსვლა გამოეპარათ, მოულოდნელად მოვიდა და რას ხედავს, დედამისი და მისი შვილი ისეთი გატაცებით თამაშობენ, ვერაფერს ამჩნევენ. მაშინ ვნახე პირველად, როგორ დაიყვირა მამამ ბებიას თანდასწრებით და როგორ დასაჯა დუდუ, რომელიც ყოველთვის მისი ფავორიტი იყო.

_ ამ ამბის შემდეგ საოჯახო თამაშები შეწყდა?
_ არა, რა თქმა უნდა, ოღონდ უფრო ფრთხილად იყვნენ. როგორ შეწყდებოდა, ხომ გითხარი, ბებიაჩემის აზრით, წესიერად აღზრდილ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰყვარებოდა თამაში. საბოლოოდ, კატია დადიანს მხოლოდ დუდუმ არ გაუცრუა იმედი, ბოლომდე უყვარდა კარტი, მაგრამ ნამდვილი აზარტული მოთამაშე არასდროს ყოფილა, უბრალოდ ერთობოდა.
ბებია რომ გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, მაგრამ მგონია, ყველაზე მეტად დუდუმ განიცადა, რაღაცნაირი მეგობრობა ჰქონდათ. საერთოდ, დუდუ სახლში ძალიან თბილი იყო, სულ სიყვარულს ასხივებდა.
როდესაც მამაჩემი მეორედ დაქორწინდა ნათელა მაჭავარიანზე, მე უკვე გათხოვილი ვიყავი. ლევანი და დუდუ ნათელას საუკეთესო მეგობრები გახდნენ. დუდუ და ნათელა ნამდვილი ძმაკაცები იყვნენ.

_ შენს ნამუშევრებში გეგა კობახიძის პორტრეტიცაა...
_ გეგას მანამდეც ვიცნობდი, სანამ ჩვენი მშობლები დაქორწინდებოდნენ, როგორ არ უნდა მცნობოდა, ჩემი თაობის ყველაზე გამორჩეული ბიჭი იყო, ულამაზესი და უნიჭიერესი, ისე, როგორც მერე დუდუ. გეგას პორტრეტი მის სიცოცხლეში არ დამიხატავს, მერე გავაკეთე მისი ფოტოდან, დუდუს პორტრეტზეც ასე მოხდა _ სულ მინდოდა დამეხატა, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ვსვამდი, სად ეცალა, სულ გარბოდა. ეს პორტრეტი მისი ფოტოდან გავაკეთე, დუდუ უკვე აღარ იყო და მთელი ჩემი სიყვარული და ტკივილი ამ ნახატში ჩავდე, მინდოდა გამეცოცხლებინა, ზუსტად ისეთი გამოსულიყო, როგორიც ნამდვილი დუდუ იყო _ ულამაზესი, ცოტა სევდიანი და ძალიან, ძალიან ცოცხალი, ერთ ადგილას რომ ვერ ჩერდებოდა, ვინც დუდუს იცნობდა, ყველა გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. უცხოები კი აღტაცებას ვერ მალავენ, ნამდვილი პრინციაო, მეუბნებიან.

_ მართლა ნამდვილი პრინცი იყო, ყველასგან გამორჩეული.
_ კი, დაბადებიდან ასეთი იყო, ულამაზესი და რაღაც განსაკუთრებული. ოღონდ ბავშვობიდანვე საოცრად ხიფათიანი იყო. სულ ტრავმებსა და მოტეხილობებში, იმდენჯერ იწვა საავადმყოფოში, რომ ტრავმატოლოგები ოჯახის წევრებივით გვყავდნენ. მისი ბავშვობის მოგონებებიც, მგონი, სულ საავადმყოფოსთან იყო დაკავშირებული. ამ ხიფათიანობის გამო, თუ იმიტომ, რომ დედას გარდაცვალებისას დუდუ სულ პატარა იყო, თან ჩვენს შორის ყველაზე უმცროსი, ყველა ანებივრებდა, ეფერებოდა. ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო.

_ ანუ, ბავშვობიდანვე მიჩვეული ყოფილა პოპულარობას. ის, რომ 90-იანი წლების თბილისის ყველაზე ლამაზი და პოპულარული ბიჭი გახდა, მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო?

_ არ იყო ასე, დუდუ საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაა, არც იმიტომ, რომ თავმდაბლობა კარგი ტონია, ზუსტად ასეა _ თავმდაბალი კი არა, მორცხვიც კი იყო. რაც შეეხება პოპულარობას, ჩემთვის იყო ბუნებრივი, რომ ის ასე მოსწონდათ, იმიტომ რომ რეალურად ვაფასებდი მას, თვითონ კი ვერც იგებდა, რა მოსწონდათ მისი, მაშინ მობილურები არ იყო და სახლში ტელეფონი არ ჩერდებოდა, სულ უცხო გოგოები რეკავდნენ, მოსვენება დაკარგული გვქონდა.

_ ელაპარაკებოდა ხოლმე ტელეფონზე?

_ არ მახსოვს, ერთხელ მაინც ვინმეს უხეშად დალაპარაკებოდეს, უბრალოდ, ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლება უცხო ადამიანი მოსწონებოდათ. ხომ გეუბნები, საკუთარ გარეგნობას ობიექტურად ვერ აფასებდა. თან, მისთვის გარეგნობა არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, სხვა ინტერესები ჰქონდა, ბევრად უფრო ღრმა ადამიანი იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დუდუ პეკინზე მარტო გადავიდა საცხოვრებლად. მახსოვს, როდესაც იმ სახლში პირველად მივედი, გავოცდი _ სახლი საერთოდ არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ აქ ახალგაზრდა ბიჭი მარტო ცხოვრობდა, იმდენად მოწესრიგებული იყო ყველაფერი, უბრალოდ დალაგებული კი არა, სხვანაირად პეწიანი და უნაკლო.

_ ჰო, ასეთი იყო, ძალიან სუფთა და პრიალა, მარტო ვიზუალურად კი არა, შინაგანად. ლაქა არ ეკარებოდა, რამდენიმე ღამე გადაბმულად რომ გაეთენებინა და თავიდან ფეხებამდე ტალახში მდგარიყო, ისეთი შემოვიდოდა, თითქოს აბაზანიდან იმ წუთას ყოფილიყო გამოსული. ასეთ მდგომარეობაში ბევრჯერ მინახავს. ნადირობა მისი ყველაზე დიდი გატაცება იყო, ოღონდ მონადირეებმა რომ იციან ბაქიაობა _ ეს მოვკალი და ის მოვინადირეო, ასეთ ამბებს არასდროს ყვებოდა.
...ის დღეც ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. მაკა ზუსტად ტელევიზიის უკან კორპუსში ცხოვრობდა და საღამოს სამსახურის შემდეგ მასთან ავედით რამდენიმე ადამიანი, დუდუ წინა დღეს ნადირობიდან დაბრუნდა და ირმის მწვადებზე გვეპატიჟებოდა. ძალიან, ძალიან კარგი დღე იყო, რაღაცნაირად ძველებური და დადიანური _ ვისხედით მაკას დიდ სასტუმრო ოთახში, მისი არაჩვეულებრივი ნახატების გარემოცვაში, მივირთმევდით დუდუ დადიანის მონადირებულ ირმის მწვადს და ვსაუბრობდით არა ყოფითზე, არა თბილისურ ამბებსა და ჭორებზე, არა დამთრგუნველ პოლიტიკაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე; სამხრეთ ამერიკელებზე _ ბორხესზე, მარკესზე, დუდუს საყვარელ კორტასარზე.

_ სულ კითხულობდა ყველა სიტუაციაში, იმ დილითაც, როდესაც ჩემი სახლიდან უკანასკნელად გავიდა და სამზარეულოდან მის ოთახში შევედი, საწოლთან გადაშლილი კორტასარი ედო. წიგნის გარეშე არ შეეძლო, ყველაფერს, რასაც კითხულობდა ჩვენც გვიზიარებდა, მერე კი სულ იმ ახალ შთაბეჭდილებებზე ლაპარაკობდა.
საერთოდ, მაქსიმალისტი იყო. რასაც აკეთებდა, ბოლომდე იყო იმითი მოცული. აქტიური კალათბურთიდან წასვლის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდანტი იყო და მთელი დატვირთვით მუშაობდა. ბოლო თვე საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა, იმიტომ რომ მარტო უჭირდა რაღაც-რაღაცებთან გამკლავება.

_ რას გულისხმობ, პირად პრობლემებს თუ სამსახურებრივს?
_ ყველაფერს. შინაგანად უფრო აქტიური გახდა, ვიდრე იყო. სულ მოძრაობდა, სულ საქმე ჰქონდა, თითქოს საღამოობით სიმშვიდეს და სიმყუდროვეს ეძებდა ჩემთან და ჩემს შვილთან ეკუნასთან. მათი ურთიერთობა კიდევ ცალკე თემაა _ ბიძა-დისშვილიც იყვნენ, და-ძმაც და მეგობრებიც, ერთმანეთს ყველაფერს უყვებოდნენ. იმ ბოლო დღესაც კარამდე ეკამ მიაცილა.
დუდუ დადიანის მკვლელობა უკვე ბევრ ტკივილს შეჩვეულ თბილისშიც კი მეხის გავარდნასავით იყო.
მინდა საუბარი რაღაცნაირად დუდუს რომანებისკენ წავიყვანო, მაგრამ ვიცი, მაკას არ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ამიტომ ერთ დღეს ვახსენებ.
ახალი წლის პერიოდი იყო. თუ არ ვცდები, შობის შემდეგ, ძველით ახალ წლამდე... საახალწლო მენიუმობეზრებულებმა საუბარი კულინარიაზე ჩამოვაგდეთ და ხინკალი მოვინატრეთ. მაკა, გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მხატვარი და ცნობილი პიანისტია, შესანიშნავი კულინარიცაა, მისი გაკეთებული ხინკალი კი _ უგემრიელესი. დუდუ ეხუმრებოდა: ვან-გოგი თუ თავის ნახატებს ქვემოთ ვინსენტს აწერდა, შენ პატარა ხინკალი უნდა მიახატოო. მოკლედ, იმ დღეს სიტყვა დამთავრებული არ გვქონდა, მაკამ თქვა, ავიდეთ ჩემთან და ხინკალი გავაკეთოთო.

არსებობს ძველი ჩინური ტრადიცია _ საახალწლო სუფრაზე პელმენში მონეტას დებენ და ვისაც ეს პელმენი შეხვდება, იმ წელს დაქორწინდება. მაკამ იმ საღამოს მონეტა ხინკალში ჩადო, სუფრასთან დავსხედით თუ არა, დუდუც მოვიდა, მონეტიანი ხინკალი სწორედ მას შეხვდა...
_ რომანები როგორ არ ჰქონდა, სულ გამორჩეულ ულამაზეს გოგოებს უყვარდათ. ვიღაცები თვითონაც მოსწონდა, ზოგს ცალმხრივად უყვარდა.

_ დუდუს პირველ სიყვარულზე მომიყევი;
_ ბავშვურ გატაცებებს თუ არ ჩავთვლი, პირველი სერიოზული სიყვარული, რომელიც მე ვიცი, ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო, მსახიობი. ეს გოგო მაშინ ნახევარ თბილისს უყვარდა და ძალიან პოპულარული იყო, დუდუ კი სულ პატარა ბიჭი, ლამაზი, მაგრამ მაშინ არანაირი სტატუსი არ ჰქონდა, დამწყები კალათბურთელი იყო, მეტი არაფერი. მოკლედ, ამ გოგოს თავი ვერაფრით მოაწონა, მგონი რიგითი თაყვანისმცემლების სიაშიც ვერ ჩაეწერა და ეს რომ შეამჩნია, ძალიან ეწყინა და მისკენ აღარც გაუხედავს. მერე, ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაუწყო დევნა, არა, ზედმეტი ნამდვილად არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია, უკომპლექსო, მხიარული და ხმამაღლა ამბობდა: ეს რა დამემართა, რა ბიჭი გავუშვი ხელიდანო. დუდუსაც ეცინებოდა, მაგრამ მისთვის, როგორც ქალისთვის, აღარასდროს შეუხედავს.

_ ესე იგი, დუდუ დადიანის დებიუტი სასიყვარულო ასპარეზზე წარუმატებლობით დაიწყო?
_ ასე გამოდის. საერთოდ, ახლა რასაც ვიხსენებ, მაინც მგონია, რომ სიყვარულში არ უმართლებდა. ბედი არ ჰქონდა. მის ირგვლივ უამრავი შეყვარებული ქალი იყო, ნაცნობი თუ უცნობი, ქმრიანი და უქმრო, მასზე უფროსი თუ უმცროსი, ყველას რა დაიმახსოვრებდა. შეიძლება დონ-ჟუანის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ეს მისგან დამოუკიდებლად უფრო ხდებოდა. ქალების გარდა, მას იმდენი ინტერესი ჰქონდა, რომ მთლად დონჟუანობასაც ვერ დაიჩემებდა.

_ მეტ-ნაკლებად ერთ წრეში ტრიალებდა, სასიყვარულო ამბებიც იქ ვითარდებოდა, ეს ყველაფერი უხერხულობას არ უქმნიდა?
_ უხერხული სიტუაციებიც იყო; მაგალითად, ერთ დღეს მისი ერთი მეგობარი ქალბატონი გამაცნო, დუდუზე უფროსი იყო. დუდუ ამტკიცებდა, ჩემი მეგობარია და მეტი არაფერიო, მაგრამ იმ ქალს აშკარად ეტყობოდა, რომ მთლად მეგობრული გრძნობები არ ამოძრავებდა ჩემი ძმისადმი, სულ მალე გავიგე, რომ მთელ თბილისს მოსდო მისი და დუდუს რომანის ამბავი. ასეთი ჭორები დუდუს რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებდა, თუმცა თვითონ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როდესაც მის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული გაჩნდა, წინა ვითომდა რომანმა საკმაოდ არასასიამოვნო ფონი შექმნა.
დუდუ ყბედი კაცი არ ყოფილა. ხომ ასე ახლოს ვიყავით, მე ჩემსას ყველაფერს ვუყვებოდი, მისი პირადი ცხოვრების დეტალებს კი არასდროს ჩავძიებივარ, ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, მქონდა და ყოველთვის ვიცოდი, მის ცხოვრებაში ვინ იყო, მაგრამ ზედმეტად არ ვერეოდი, აზრიც არ ჰქონდა, ყველაფერს მაინც ისე გააკეთებდა, როგორც თვითონ უნდოდა. მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი _ უსაზღვრო სიყვარული იცოდა. უბრალოდ გატაცებული არასდროს ყოფილა, თავიდან ფეხებამდე ამ გრძნობით იყო მოცული და ისიც ვიცი, რომ ცუდად არასდროს არავინ მიუტოვებია, გული არავისთვის უტკენია. თვითონ კი, მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესიც იყო და უპოპულარულესიც, ბევრჯერ დარჩენილა გულნატკენი.
მისი გაგება ძნელი არ იყო, ის არც მძიმე ხასიათის იყო, არც პრობლემური; პირიქით, ძალიან რბილი და მოსიყვარულე, ზედმეტად მოსიყვარულეც კი და ძალიან რომანტიკული, სჯეროდა, რომ სიყვარული ყოველგვარ სიძნელეს და დაბრკოლებებს გადაალახვინებდა, ბოლომდე ასე სჯეროდა.
ჩემთვის ძმაა, მოუშუშებელი ტკივილი, ჩემი პატარა პრინცი, თითქოს ლეგენდასავით დარჩა, რომანტიკულ ლეგენდასავით და მგონია, რომ ბევრი წლის შემდეგაც, როდესაც იმ ადამიანებიდან აღარავინ იქნება, ვინც ახლა ვცხოვრობთ დედამიწაზე, დუდუს ლეგენდა მაინც იცოცხლებს.

მაკას ბევრ რამეზე მინდა ვკითხო, მის შვეიცარიულ კარიერაზე, ციურიხის კონსერვატორიაზე, პერსონალურ გამოფენებზე, რომლებსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. ესპანეთის სამეფო ოჯახთან შეხვედრაზე, ევროპის არისტოკრატიულ ოჯახებთან მეგობრობაზე, მის მეუღლეზე _ ცნობილ შვეიცარიელ მხატვარ პიერ შვარცენბახზე, ეკუნაზე და კიდევ ბევრ, ბევრ თემაზე, მაგრამ ნებისმიერი თემა მაინც დუდუსთან გვაბრუნებს და ვხვდები, რომ ამით წერტილი უნდა დავსვა, ეს ინტერვიუ მარტო დუდუს უნდა მივუძღვნა, ხოლო მაკაზე ოდესმე ცალკე უნდა დავწერო, პირადად მის შემოქმედებაზე.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ
IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას
საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს.
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს.
11:31 / 05.01.2022
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და
ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას
განსაზღვრავენ.
არსებობენ ფიქრები, ქმედებები და ემოციები. ჩვენ მათ ვიყენებთ და ვარსებობთ. ისინი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავენ.
10:10 / 30.11.2021

"შენობა გავხვრიტეთ, ამწე შევიყვანეთ და 8 ტონიანი ტომოგრაფი რამდენიმე სართულით ქვევით უსაფრთხოდ ჩავიტანეთ" მართლაც კოსმოსურ ამბავს უზიარებდა ამ ზაფხულს თოდუას კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე მის მრავალრიცხოვან მეგობრებს ფეისბუქ სივრცეში. 8 ტონიანი ტომოგრაფის უსაფრთხოდ დაშვება მიგვანიშნებს იმ მასშტაბებსა და ხარისხზე, რომლითაც საზოგადოების წინაშე ახალი ვარსკვლავი წარსდგება - "თოდუას კლინიკა ვერაზე".

სახელგანთქმული, 30 წლიანი ისტორიის მქონე "თოდუას კლინიკის" ფილიალი ვერაზე, იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში იხსნება. ბინა მან ყოფილი სასტუმროს შენობაში დაიდო და თავისი არსით ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილიალი. ეს არის 8 სართულზე განთავსებული, გარე იერსახე შენარჩუნებული, სრულად შეცვლილი და მოდერნიზებული შიდა სივრცე. ამბავს ახალი სივრცის შესახებ მისი ხელმძღვანელი, მედეა ანთელავა გვიყვება:

- ვერის უბანს არ მოუხდებოდა გარე ფასადის შეცვლა. ამიტომ ის პრაქტიკულად, უცვლელი დავტოვეთ. აი შიგნით, ყველაფერი შეცვლილია სრულიად ახალი ხედვის, კონცეფციისა და დიზაინის მიხედვით.

- როგორც წესი, კლინიკები ცენტრიდან გარეუბნებში გადადიან, გაფართოებისა და სხვა მიზეზების გამო. თუ არ ვცდები, პირველები ხართ, ვინც მულტიფუნქციური სივრცით ცენტრში შემოდიხართ.

- "თოდუას კლინიკა ვერაზე" - ეს ჩვენი პაციენტების იდეით შექმნილი კლინიკაა. ამ იდეებს მოუყარა თავი გუნდის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ. დღეს, როდესაც დრო ასე ცოტაა, ყველა მექანიზმით მის დაზოგვას ვცდილობთ. პაციენტები ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ საცობების გამო ჩვენს ცენტრალურ კლინიკაში მოსასვლელად ბევრი დრო ეხარჯებოდათ. კარგი იქნებოდა ამ ტიპის და ხარისხის მომსახურება ქალაქის ცენტრალურ უბნებთან ახლოს ჰქონოდათ. ვუსმენდით, ვფიქრობდით, ვეძებდით ადგილს და ნელ-ნელა მოვდიოდით ამ გადაწყვეტილებისკენ.

სივრცე ვერის შუაგულში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე გამოჩნდა. უბნის არქიტექტურული ხასიათიდან რომ არ ამოვარდნილიყვნენ, ფასადი იგივე დატოვეს. შიგნით, 8 სართულზე კი, მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო.

შესასვლელში დიდი გაშლილი სივრცე დაგხვდებათ დიზაინით, რომელიც თქვენ არცერთ კლინიკაში არ გინახავთ. ერთმანეთთან თანაარსებობენ ქვა, ხე, მუქი და რბილი ფერების გრადაცია, მცენარეები, დიდი ვიტრაჟებიდან შემოსული ბუნებრივი განათება, ღია ვერანდები, კაფეტერია, სასტუმროს ტიპის ოთახები, ავეჯი სხვადასხვა ფაქტურის ტექსტილით და ხავერდით, საინტერესო აქსესუარები თაროებზე... შემოსვლისთანავე ხვდებით, რომ კონცეპტუალურად ახალ სივრცეში ხართ. აქაურობის ხელმძღვანელიც ძლიერ ორგანულია ამ სივრცისთვის - მედეა ანთელავა გახლავთ "ვერის თოდუას კლინიკის" მასპინძელი და მთავარი მენეჯერი. სამედიცინო წრეებში ეს სახელი და გვარი პრაქტიკულად ყველასთვისაა ცნობილი. ერთი, რომ მედეა ცნობილი სამედიცინო ოჯახის წარმომადგენელია, მეორე კი ის, რომ 12 წელია მედეა ანთელავა კლინიკური კვლევების დეპარტამენტში მუშაობს. პროფესიონალიზმი, ყველა დეტალისა და ნიუანსის ორგანიზება, უსაზღვრო დისციპლინირებულობა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ორიენტირება - ეს თვისებები თუ არ გაქვს, ამ მიმართულებით ვერ იმუშავებ.

- როგორ გგონიათ, რა კუთხით დაგეხმარებათ ეს გამოცდილება კლინიკის ხელმძღვანელის ამპლუაში?

- ვფიქრობ, ცოტ-ცოტა ყველაფრით. მენეჯმენტი დეტალებისგან შედგება. მათი ერთობლიობა განაპირობებს კარგ და გამართულ მართვას. ყველა ნიუანსი უნდა გათვალო და არაფერი გამოგეპაროს. მთავარი კი ისაა, რომ რეალურად პაციენტზე იყო ორიენტირებული, მის ჯანმრთელობაზე. ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მაქსიმალურად გაუმარტივო გზა სასურველი შედეგის მიღწევამდე. უნდა იგრძნოს, რომ ამ კლინიკაში მის გვერდით არიან, მასზე ფიქრობენ.

გიორგი დიასამიძე, თოდუას კლინიკის ხელმძღვანელი, ყურადღებით უსმენს მისი ახალი კლინიკის ჭკვიან, საქმიან და ძალიან მომხიბვლელ ახალ მენეჯერს. ჩანს, რომ ამ თემებზე მათ საკმაოდ ბევრი უსაუბრიათ.

- იმის თქმა, რომ ამ კლინიკაში ჩვენ საუკეთესო აპარატურა გვექნება და საუკეთესო ექიმები გვეყოლება მგონია, რომ არც არის საჭირო. ეს თავისთავად იგულისხმება. რისი კლინიკა ხარ, თუ შენ ამას არ უზრუნველყოფ. მთავარი, რაც დღეს პაციენტს სჭირდება ეს ემპათიაა ექიმისა და კლინიკის წარმომადგენელთა მხრიდან. ამაზეა აგებული ყველაფერი და აქეთ მივდივართ ჩვენც - დასძენს ის.

ეს თავისთავად. თუმცა, მოდით აღვნიშნოთ ისიც, რომ კლინიკა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, მართლაც ლიდერია თანამედროვე აპარატურის თუ მეთოდების დანერგვის კუთხით და აქ თავმოყრილი ცნობილი და პროფესიონალი ექიმების თვალსაზრისითაც. მედეა ანთელავა ამბობს, რომ "თოდუას კლინიკას ვერაზე" საკუთარი ვარსკვლავები ეყოლება. აქ სახელებსა და გვარებს არ ჩამოვთვლით, მალე თავად შეიტყობთ მათ შესახებ.

მაშ ასე, 8 სართული. რა მოხდება ამ 8 სართულზე? თქვენი დროის დაზოგვის მიზნით, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაზე შევჩერდებით.

იქნება ყველაფერი ის, რაც უნდა იყოს პრევენციული მედიცინისთვის განკუთვნილ მულტიფუნქციურ სივრცეში.

დავიწყოთ ე.წ. ჩექაფით, ანუ ჯანმრთელობის გამოკვლევით.
აქ მას მთელი სართული დაეთმობა. ჩექაფზე, როგორც წესი, მოდიან ოჯახები, მოდიან საქმიანი ადამიანები... ჩვენ ისე მოვაწყვეთ, რომ ყველა პაციენტს თავისი ოთახი ექნება. სასტუმროსავით კეთილმოწყობილი, კომფორტული და ჩექაფის ძირითადი ნაწილი ამ ოთახში გაივლის. აქ შემოვლენ ექიმები, ჩაუტარებენ კონსულტაციას. გარკვეულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, ცხადია, პაციენტი სხვა სივრცეში ჩაიტარებს. პრინციპი ისაა, რომ დროის დაზოგვით ის ბევრ რამეს მოასწრებს. შეუძლია აქვე იმუშაოს, იყოს მისი ოჯახის წევრთან ან ახლობელთან ერთად - ყვება ამ სივრცის შესახებ მედეა ანთელავა და დასძენს, რომ "თოდუას კლინიკა ვერაზე" აქცენტს პედიატრიაზეც გააკეთებს. იმატა ბავშვების ჩექაფის მოთხოვნამ. ეს იდეა, ასევე პაციენტებისგან წამოვიდა. მშობელს საშუალება ექნება ოპტიმალურ დროში სასურველი და საჭირო კვლევები და დიაგნოსტიკა ჩაუტაროს ბავშვს. ჩვენი გუნდი ნელ-ნელა მიდის პედიატრიის მიმართულების გაძლიერებისკენ. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

ყოველი ოთახიდან, რომელიც ძალიან გემოვნებიანი დიზაინითაა გაწყობილი, დიდვიტრაჟებიანი კარით აივანზე გადიხართ. ექიმებთან კონსულტაციებსა და გამოკვლევებს შორის შესვენების დროც შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. კარგი ამინდის შემთხვევაში ღია ვერანდაზეც შეძლებთ მიირთვათ ლანჩი ან ისადილოთ.

შემდეგი მნიშვნელოვანი და ერთგვარად ექსკლუზიური თემაა ახალი ტიპის სერვისი მათთვის, ვისაც სრული გამოკვლევა არ სურს, მაგრამ ერთდროულად ორი ან სამი კვლევის თუ კონსულტაციის მიღება სჭირდება. უკვე დატრენინგდა და თქვენთან შესახვედრად მზად არის ჯანმრთელობის პერსონალურ მენეჯერთა გუნდი. ეს სერვისი ცოტათი პერსონალურ ბანკირთა სერვისს წააგავს. თქვენ წინასწარ ეწერებით და თქვენი ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერი გიდგენთ გრაფიკს. არ გიწევთ რიგში დგომა, ლოდინი სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკასა თუ კონსულტაციას შორის. რამდენიმე საათში იღებთ ამ მომსახურებას. ეს ახალი, ერთგვარი პრემიუმ პაკეტია. სურვილის შემთხვევაში პაციენტი მას მიიღებს ვერის ფილიალში.

"თოდუას კლინიკის" ერთ-ერთი ძლიერი მხარე ონკოლოგია, ცხადია ვერის კლინიკაშიც იქნება წარმოდგენილი. ბევრია პაციენტი, რომელსაც შორს სიარული უჭირს და მათთვის ახალი ლოკაცია ძალიან მოსახერხებელი იქნება.

კიდევ ერთი სივრცე "თოდუას ვერის კლინიკაში" ეს პლასტიკური ქირურგიის სართულია. ის ბოლო, მერვე სართულზე განთავსდება. აქაურობის ვარსკვლავზე გვიყვება მედეა ანთელავა: - ეს უახლესი აპარატურაა, 3D მოდელირების სისტემის. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ოპერაციულ ჩარევამდე ნახოთ როგორ "ჩაჯდება" ესა თუ ის ორგანო თქვენს სახესა თუ სხეულში. იქნება ეს ცხვირი, იქნება ეს მკერდი... ამას გარდა, ამ უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით, სახეზე ფილერის ან გნებავთ ბოტოქსის დამატების ეფექტსაც კი ნახავთ წინასწარ... უყურებ ეკრანზე საკუთარ სახეს და ექიმთან ერთად აფასებ, მოუხდება ესა თუ ის ჩარევა თქვენს სახეს თუ - არა, სად და რა ოდენობით ჯობს დაიმატოთ ფილერი. კოსმოსია ნამდვილი, ქალების კოსმოსი, თუმცა, ალბათ უკვე კაცებისაც.

იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე დაბინავებული "თოდუას კლინიკა ვერაზე" მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისია ამ მრავალწლიანი და ძლიერი ბრენდის, "თოდუას კლინიკის" ფილიალების გახსნისა თბილისის სხვადასხვა უბანში. ფილიალები, სამომავლოდ, შესაძლოა საქართველოს დიდ ქალაქებშიც გაიხსნას. წინ სამედიცინო ტურიზმის თემაც გახლავთ. გეგმა ბევრია, გუნდი ძლიერი, მენეჯერი ენერგიული - ყველა წინაპირობაა წარმატებისთვის, რომელსაც სახელად თქვენი ჯანმრთელობა ჰქვია.

ავტორი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio
გადაღების ადგილი: თოდუას კლინიკა ვერაზე, Radisson Blu Iveria

11:15 / 18.10.2021

პოპულარული
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ირმა გელანტია-ახვლედიანი
ჩემი ისტორია იწყება აფხაზეთით... არასდროს შევეგუო "არაფრის კეთების" პოლიტიკას! არის ჩემი შინაგანი ხმა... ხმა, რომელიც მოტივაციას მაძლევს დღეს საქმე ვაკეთო უკეთ, ვიდრე გუშინ. 
12:24 / 22.01.2022
ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA  - 25 წელი საქართველოში
წინასაახლო ნომერში ჩვენ გაგაცნობთ IWA - ქალთა საერთაშორისო ასოციაციის საქმიანობას საქართველოში. ასოციაციას წელს საიუბილეო თარიღი აქვს.
11:31 / 05.01.2022
ჩემი ზაფხულის ვირტუალური არდადეგები და შემოდგომის პირველი "სითი"
ზაფხულის არდადეგები უჩვეულოდ გავატარე. ვიყავი ყველა იმ უსაყვარლეს საკურორტო ადგილას, სადაც მინდოდა ყოფნა.
19:48 / 15.10.2021
ნიცას "კრებული" ყაზბეგში
ნიცა ქარჩავა, სასტუმრო "კრებულის" მფლობელი.
10:19 / 15.07.2021
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4908
TRY
TRY
1
0.2297
USD
USD
1
3.0794
ამინდი
ბორჯომი -4 °C
img
სოხუმი 7 °C
img
ახალქალაქი -13 °C
img
გამოწერა