მიშიმას ბლოგი

არც თუ ისე შორეულ წარსულში, საშუალოსტატისტიკური თბილისელის სასურსათო კალათის შევსება საკმაოდ ნევროზულ და დამღლელ პროცედურას წარმოადგენდა.

უკვე დილიდან, ეს საშუალოსტატისტიკური თბილისელი მიაშურებდა დიდუბეს ან ისანს, სადაც ადგილობრივი მეტროსადგურების გარშემო პოსტაპოკალიფსური ფილმების დეკორაციებივით მეტასტაზირებდა ათეულობით ბაზარი და ბაზრობა... რომელიმე „ატომიკ სითის“, ან „ექსონ ვალდეზის“ მოდაზე შეკრულ კუსტარულ დახლებზე და ჯიხურებში თავმოყრილი იყო ყველანაირი სახეობის, ხარისხის და წარმოშობის საქონელი... ქართული მებაღეობა-მეცხოველეობა უპრობლემოდ მეზობლობდა თურქულ ტრიკოტაჟთან თუ ირანულ რკინეულობასთან. ჩინური ელექტროსაქონელი ენაცვლებოდა „წითელი ოქტომბრის“ საკონდიტრო ნაწარმს. რეპლიკური სათვალეების სტენდი მდორედ გადაედინებოდა ბურღულეულის დახლში, ხოლო იმპორტული ძეხვეულის ან ყველის მაცივარი შეიძლებოდა მდგარიყო სადღაც, კუსტარული ფეხსაცმლის და ასეთივე აუდიოკასეტების ჯიხურებს შორის... და როგორც წესი, ამდაგვარი აპოკალიფტიკა აქა-იქ შეზავებული იყო უსახელო ცეხების „შოურუმებით“, სადაც იყიდებოდა საეჭვო სიიაფის, ხარისხის და ვიზუალის მქონე ხორცპროდუქცია.


 

არ დაგიმალავთ, მე რამდენჯერმე მხვდა წილად დამეგემოვნებინა ეს ცელულოზით, ნივრითა და თხევადი კვამლით გაჯერებული საოცრებები. დაგემოვნებას კი, უმეტესად, თან სდევდა გარკვეული გასტროენტეროლოგიური უხერხულობები, სინანულის გრძნობა და სკეპტიციზმი ეროვნული ხორცმრეწველობის შესაძლებლობების მიმართ... თუმცა, 2000-იანების დასაწყისში, ჩემმა სკეპტიციზმმა პირველი შემასუსტებელი ბიძგი მიიღო, როცა ბახტრიონის ქუჩაზე ამოქმედდა პატარა მაღაზია, სახელწოდებით „ნიკორა“. ეს მაღაზია არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერიერით. მის დახლზე სულ რამდენიმე დასახელების ძეხვეული იდო, მაგრამ ამ რამდენიმე დასახელებას გააჩნდა ის, რაც ასე აკლდა იმდროინდელ თბილისურ გასტრონომიას - გემო და ვიზუალი...






ვერ გეტყვით, რომ პირველივე ვიზიტიდან გავხდი ამ მაღაზიის ყოველდღიური სტუმარი, რომ ერთ წელიწადში მომართვეს სასაჩუქრე ჭიქა წარწერით: „ნიკორას საპატიო მომხმარებელს“... არა... უბრალოდ, იმ პირველ ვიზიტს დროთა განმავლობაში მოჰყვა მეორე, მეორეს კი მესამე... შიგადაშიგ ნაყიდ „რძიანს“ მოჰყვა „სპეცის“, თუ ბეკონის რეგულარული მარაგები. ჩემი მაცივრის ოდესღაც მარტივ სენდვიჩებზე და ერბოკვერცხზე გათვლილი ორდასახელებიანი ასორტიმენტი ჩანაცვლდა კომპლექსური კერძებისათვის საჭირო ხორცპროდუქტების (და არა მარტო) სრულწონიანი კომბინაციებით. და დღეს, თითქმის 20 წლის თავზე, მე, ისევე როგორც ათასობით სხვა საშუალოსტატისტიკურ თბილისელს, ვერ წარმომიდგენია ჩემი სასურსათო კალათის შევსების რიტუალი „ნიკორაში“ ყოველდღიური ვიზიტის გარეშე.




 

ღრმა ქვაბში ვაცხელებთ ზეითუნის ზეთს, ვადნობთ ბეკონს, ვამატებთ დაჭრილ ბოსტნეულს და ვშუშავთ 3-5 წუთის განმავლობაში. ვამატებთ სანელებლებსა და ფარშს, ვთუშავთ 5-10 წუთი. შემდეგ ვამატებთ ლობიოს, პომიდორს, საქონლის ბულიონს და ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე 40-50 წუთი. მარილი, ცხადია გემოვნებით. შემდეგ `ვასვენებთ~ 15 წუთი. ვიღებთ ღრმა თეფშზე და ვრთავთ დაჭრილი ქინძით, ვამატებთ ლაიმს და არაჟანს. გარნირად ბრინჯი, ან შემწვარი ტარტილია (შეიძლება სიმინდის ჩიფსიც)


ხახვი / დიდი თავი 2 ც

ნიორი 3 კბილი

წითელი ბულგარული წიწაკა 3 ც

ზეითუნის ზეთი 3 სუფრ. კოვზი

ტაკოსის მიქსი 2 სუფრ. კოვზი

წითელი კონსერვირებული ლობიო 2 ქილა

კანგაცლილი კონსერვირებული პომიდორი 2 ქილა

საქონლის უცხიმო ფარში / მსხვილად გატარებული 0.8 კგ

ბეკონი 0.2 კგ

ქინძი 1 კონა

ბალზამიკო 3 სუფრ. კოვზი

ტკბილი აზიური ჩილი-სოუსი 3 სუფრ. კოვზი

საქონლის ბულიონი 0.5 ლ.

 

ტაკოსის მიქსის დასამზადებლად

დაგჭირდებათ

დაფქვილი ჩილი 2 სუფრ. კოვზი

ნივრის ფხვნილი 1.5 ჩ. კოვზი

ხახვის ფხვნილი 1 სუფრ. კოვზი

ხმელი ორეგანო 1 სუფრ. კოვზი

პაპრიკა 2 ჩ. კოვზი

კუმინის ფხვნილი 1.5 სუფრ. კოვზი

მარილი 2 ჩ. კოვზი

პილპილი 2 ჩ. კოვზი

კაკაო 1 სუფრ. კოვზი

დარიჩინი 2 ჩ. კოვზი


Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ
მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ
ასეთ სახლში მასპინძლობს
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
"რიჟრაჟზე სანადიროდ გასულს, ჭალებში ლურჯი ფრინველი აგიფრინდა.
14:41 / 12.05.2019
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის
ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი
ნამდვილი სიყვარული - იოგა
ბევრი ვიარე თუ ცოტა, მე ის ვიპოვე. უფრო ზუსტად კი მინდა მჯეროდეს, რომ ისაა სწორედ ჩემი ნამდვილი სიყვარული - იოგა "ლიფერენტისა". მოდით, ყველაფერს თავიდან გიამბობთ.
18:41 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019
გამომწყვდეული თავისუფლება
გამომწყვდეული თავისუფლება
18:28 / 08.05.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ეკკო პაუზა
ყოფილხართ ოდესმე სახლში, სადაც ყველა, ოღონდ მართლა ყველა დეტალი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეულია? სწორედ ასეთ სახლში მასპინძლობს "სითის" გუნდს ჩვენი თაობის ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, რუსუდან ფეტვიაშვილი. "სითიში" ის უკვე ტრადიციადქცეული რუბრიკის, "ეკკო პაუზის" სტუმარია.
14:22 / 17.05.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მაისი 2019 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1102
TRY
TRY
1
0.4580
USD
USD
1
2.7802
ამინდი
ბორჯომი 10 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
გამოწერა