Geox Family Portrait

,,სითის“ გადაღებაზე მსახიობი ლელა მებურიშვილი შვილებთან ერთად მოდის.

ლელა, სანდროსთან და ლილიკოსთან ერთად, არაერთხელ გადაგვიღია. უკვე გაზრდილ ლილიკოს პირველ ფოტოსესიას ვახსენებ. მაშინ ჯერ კიდევ ერთი თვის იყო. ლელა სხვა პროექტებსაც იხსენებს და ვხვდებით, რომ „სითის“ ფოტოებს მათ საოჯახო ალბომში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

 

„სითის“ ნოემბრის ნომერში, ოჯახთან ერთად, პირველად ჩნდება მომღერალი სალომე ბაკურაძე. ორი წლის სანტი ბასლანძისთვის ეს პირველი „სითი-პროექტია“. მას ისე მოეწონა გადაღება, რომ დარწმუნებული ვარ შემდეგ პროექტზეც სიამოვნებით დაგვთანხმდება და მათ საოჯახო არქივშიც გაჩნდება სხვადასხვა წელს გადაღებული „სითის“ ფოტოები.

საოჯახო ფოტოს გადაღების იდეა იმ ბრენდს ეკუთვნის, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის არის გათვლილი. იტალიური ფეხსაცმლის კომპანია - „ჯეოქსი“ წლებია ხარისხთან ასოცირდება. ინოვაციური ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ბრენდი ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც მშობლები დაუფიქრებლად ენდობიან. ბოლო დროს კი, ხარისხთან ერთად, „ჯეოქსი“ ასოცირდება ტრენდულ მოდელებთანაც, რომლებსაც ნებისმიერი ასაკის მომხმარებელი ირჩევს.

 

ჩვენმა გმირებმა ფოტოს გადაღებამდე, ოჯახთან ერთად იშოპინგეს. „სითი“ მათ საოჯახო ფოტოებს „ჯეოქსთან“ ერთად წარმოგიდგენთ.



 

ლელა მებურიშვილი

მსახიობი

 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დრო საოცრად სწრაფად მირბის. ვცდილობ დრო ისე გადავანაწილო, რომ ყველაფერი მოვასწრო. თუმცა, მგონია რომ ყველაზე მთავარი ადამიანებთან ურთიერთობაა.

ჩვენი მშობლები, ოჯახი, მეგობრები, მათთან ურთიერთობა გვავსებს, გვაძლიერებს და სტიმულს გვაძლევს. ჩემთვის უმთავრესი ძალის მომცემი ჩემი შვილები არიან. ამიტომ ვცდილობ ყველაზე მეტი დრო მათ დავუთმო. როცა სახლში ვარ, მთლიანად ბავშვებს ვეკუთვნი.

ვთამაშობთ, დავრბივართ, ვიცინით, ვიგონებთ ახალ გასართობებს. უდიდეს სიამოვნებას ვიღებ მათთან ურთიერთობით. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა სანდროსთან და ლილიკოსთან ყოფნაა. საყიდლებზე სიარულიც კი სახალისოა მათთან ერთად. „სითის“ და „ჯეოქსის“ ერთობლივი პროექტის დროს ერთად შოპინგიც მოვახერხეთ და თან ჩვენს ალბომს კიდევ ერთი ფოტო შეემატა, ამჯერად ასეთი წარწერით - „სითი“, 2018 წელი.





სალომე ბაკურაძე

მომღერალი


ჩვენი ოჯახი ჩამოყალიბებული წესებითა და ტრადიციებით არ გამოირჩევა. ლაშა საკმაოდ სწრაფი გადაწყვეტილებების მოყვარულია, დაგეგმილი განრიგი არ ხიბლავს. შესაბამისად, ჩვენც ცოტა ,,ფლეშმობივით'' გვიწევს ცხოვრება.

ბოლო პერიოდში ასე ექსტრემალურადაც ვეღარ ვიღებთ გადაწყვეტილებას სანტის ფაქტორიდან გამომდინარე. ამიტომ ცოტა უფრო გეგმიანები გავხდით - ყველა საღამოს, შაბათსა და კვირას, ტრადიციულად ერთად ვართ. კვირა ჩემი საყვარელი დღეა და დილიდან ვცდილობთ, რომ მთელი დღე ერთად გავატაროთ.

ამიტომ, „სითის“ პროექტს სიხარულით დავთანხმდით. გამოვიდა, რომ მთელი კვირადღე ერთად გავატარეთ, ჯერ „ჯეოქსში“, სადაც მთელ ოჯახს შეუძლია წავიდეს შოპინგზე და მერე -უკვე „სითის“ გადაღებაზე. ერთად გატარებულ წუთებსა და დასამახსოვრებელ მომენტებს, როგორც ყველა, მობილურ ტელეფონში ვინახავ.

ამიტომ, საოჯახო ალბომი არ გვაქვს. თუმცა, საოჯახო ფოტოები - მრავლად. მათ შორის გაჩნდა „სითის“ ფოტო, რომელიც საპატიო ადგილს დაიკავებს.

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თბილისის მერია მუნიციპალურ
ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის
მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის
აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც
ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში
ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცემა სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკში და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ისე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.

17:24 / 07.06.2017
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის
ყოფილი მეუღლე ხათუნა აბაშიძე, ჟურნალ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მეუღლე ხათუნა აბაშიძე, ჟურნალ "სითისთან" ინტერვიუში  პირად ცხოვრებაზე და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობ დეტალებზე საუბრობს.

09:06 / 07.06.2017
ჟურნალისტი ელენ დეჯენერესი მსახიობ ჯორჯ ქლუნის და
უფლებადამცველ ამალ ქლუნის, ტყუპების შეძენას
ულოცავს.

ჟურნალისტი ელენ დეჯენერესი მსახიობ ჯორჯ ქლუნის და უფლებადამცველ ამალ ქლუნის, ტყუპების შეძენას ულოცავს.

06:04 / 07.06.2017
სოციალურ ქსელში ქართველი
მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის და ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი
მსახიობის ედვარდ ნორტონის საერთო ფოტო გავრცელდა, რომელმაც
საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

სოციალურ ქსელში ქართველი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის და ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობის ედვარდ ნორტონის საერთო ფოტო გავრცელდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

10:25 / 29.05.2017

პოპულარული
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
მოდა ქართული! MBFW 2018 S/S

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თბილისის ქუჩებში ერთფეროვანი ჩაცმულობა ჭარბობს და დიდად განსხვავებულ სამოსს ვერ ნახავთ,

10:46 / 07.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0324
TRY
TRY
1
0.4992
USD
USD
1
2.6682
ამინდი
ბორჯომი 3 °C
img
სოხუმი 5 °C
img
ახალქალაქი -3 °C
img
გამოწერა