City News
#24YEARSCHALLENGE

ცოტა ხნის წინ, მთელი "ფეისუბუქი" ერთმა სახალისო გამოწვევამ მოიცვა: ჰეშთაგმა #10yearschallenge. მან რამდენიმე დღის განმავლობაში, მთელი სოციალური სივრცე დაიპყრო და 10 წლისწინანდელ მსფოლიოში გვამოგზაურა.ახლა კი, თებერვლის `სითი~ და "ჯეოქსი", ერთობლივი პროექტით, ახალ ჰეშთაგს გთავაზობთ _ #24yearschallenge.

შესაძლოა ამ ვერსიას ბევრად ნაკლები მიმდევარი ჰყავდეს, რადგან იშვიათად თუ მოძებნით ისეთ ადამიანს, რომელიც 24 წლის წინ გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას დასთანხმდება. თუმცა, ეს პროექტი ჩვენ ნინო ცქიტიშვილისთვის დავგეგმეთ. ამ პროექტის მთავარი გმირი სწორედ ის არის, ოთხი შვილის დედა, რომელიც ისევ ისე, ან ბევრად უფრო კარგად (ამაზე თუ გინდათ ვიკამათოთ) გამოიყურება, ვიდრე 24 წლის წინ. მაშინ, როცა მისი პირველი პროფესიონალური ფოტო იმ დროის ჟურნალ _ გაზეთებში დაიბეჭდა.


იმ ფოტოზე ახლგაზრდა მოდელი ნინო ცქიტიშვილი, ჯერ დაოჯახებული არ იყო. თუმცა, ძალიან მალე, მის პროფესიონალურ პორტფოლიოში გაჩნდა ფოტოები მეუღლესთან, კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილთან ერთად. მერე იყო ოჯახური ფოტოები უფროს შვილებთან, თაკოსთან და გუგასთან ერთად. 9 წლის წინ, როცა ჟურნალმა "სითიმ" სპორტული წყვილების ფოტოსესია დაგეგმა, ნინოს მესამე შვილის _ ანას დაბიუტი შედგა კამერის წინ. ვიდრე თაკო მსოფლიო პოდიუმებს დაიპყრობდა, იგი იყო "სითი ჯუნიორის" "ის გოგო" და "სითის" ყდის წარმდგენიც. ანდრიას დებიუტიც "სითის" "ბეიბი ბუმის" ნაწილია. "სითის" არქივი, ნინოს მონაწილეობით, უამრავ პროექტს ინახავს. მათ შორის არიან ნინოს სამოდელო სააგენტოს გოგოები, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან. 

დღევანდელი ფოტოსესიის მთავარი გმირიც ნინოა _ ის უკვე ოთხი შვილის დედაა. უფროსი შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ. ამიტომ, ცქიტიშვილ-ნაცვლიშვილების ფოტოსესიაზე ნინო ანასთან და ანდრიასთან ერთად გადავიღეთ. ასეთია 24 წლიანი "ფოტოჩელენჯის" ისტორია. ახალი ჩელენჯისთვის კი, ფოტოებს "ჯეოქსთან" ერთად ვიღებთ.


ნინო ცქიტიშვილი
"ჩემი პირველი ფოტოსესია 1995 წელს დაიგეგმა. ფოტოგრაფმა, ნუკრი ჯაოშვილმა გადამიღო ფოტოები ჟურნალ "ქალისთვის". მახსოვს, მეცვა შორტი და შავი მაისური. ხოლო მეორე ლუქი იყო _ მწვანე კუბოკრული შარვლითა და შავი პერანგით. ამის შემდეგ, უკვე მქონდა სხვადასხვა გადაღება, რომელიც იმ დროის გამოცემებში იბეჭდებოდა. ნელ-ნელა, ჩვენს ოჯახურ ალბომში გაჩნდა საოჯახო პროფესინალური კადრები, რომლებსაც უკვე ვატოსთან და ბავშვებთან ერთად მიღებდნენ.



დღეს, როცა ჩემს შვილებთან ერთად მიწევს ფოტოების გადაღება, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ისე მოხდა, რომ თაკომ ჩემი გზა გააგრძელა. ანასაც აინტერესებს სამოდელო ბიზნესი. ამიტომ, ჩვენ უფრო პროფესიულ რჩევბს ვუზიარებთ ერთამანეთს. თუმცა, ტექნოლოგიებმა ისე გაწვრთნა ახალი თაობა, რომ ზუსტად იციან რომელი რაკურსით გადაიღონ, ძალიან კარგად პოზირებენ. ჩემს შვილებსაც არ სჭირდებათ ბევრი რჩევა. ერთადერთი, ვეუბნები რომ ბუნებრივად იყვნენ ფოტოებზე და დაყენებული პოზები არ ჰქონდეთ. მეც ბევრი რამ ვისწავლე ამ კუთხით. 24 წლის წინ დაგეგმილი ფოტოსესიის შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოცდილებაც მომემატა. ზუსტად ვიცი რა სჭირდებათ ფოტოგრაფებს კარგი ფოტოს გადასაღებად. ამ გამოცდილებას უკვე ახალგაზრდა მოდელებს ვუზიარებ. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, ერთ დღეს მე თვითონ თუ ვიქნებოდი სხვა მოდელების მენეჯერი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი და ოთხი შვილის დედა. 24 წლის შემდეგ, განსხვავებულია ჩემი განრიგიც. მართლა 24/7-ზე ვმუშაობ. პლიუს, ბავშვები, სამსახური. ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ ვახერხებ ამ ყველაფერს, მაგრამ, ალბათ იმიტომ გამომდის, რომ ვარ ზედმეტად მობილიზებული, ორგანიზებული და საშინად ენერგიული, უფრო სწორად, საშიშად ენერგიული.

XX
ტექსტი: ნინი გოგოლაძე
მაკიაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე
ფოტო: LIG სტუდიო

 

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე,
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
განსხვავებული და უნიკალური
საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები –
თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა.
გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის
მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები – თბილისში პირველი გასტროპაბი GOYA გაიხნა. გასტროპაბი მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდია და ის მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.
12:54 / 12.08.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ახალი ეტაპი "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიაში"
ქეთი ხატიაშვილი, ტანმოვარჯიშე, "ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის" დამფუძნებელი:
12:21 / 16.08.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2797
TRY
TRY
1
0.5224
USD
USD
1
2.9691
ამინდი
ბორჯომი 12 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ახალქალაქი 8 °C
img
გამოწერა