City News
სამი მარტის გოგოები
სალომე შარვაძე და მართა არველაძე


პირველად რომ გაგიცანი...
სალომე: პირველად რომ დაგინახე, იყავი 52 სმ. 3 კილო და 600 გრამი. ძალიან მშვიდი, წყნარი, იღიმოდი და ძალიან გავდი მამიკოს.
მართა: პირველად, ჩემს მოგონებებში, დაახლოებით 3 წლიდან ჩნდები. მახსენდება ძილის წინ როგორ მეთამაშებოდი.

შენს ხასიათში მიყვარს....
სალომე: რომ ხარ ძალიან ყურადღებიანი, თბილი, კეთილი, ცოტათი ჯიუტი, რადგან ესეც საჭიროა და ძალიან პასუხისმგებლიანი. არასდროს არსად აგვინებ, არ აცდენ სკოლას და გიყვარს სწავლა.
მართა: ის, რომ ხარ კეთილი, თბილი და კარგი ინტუიცია გაქვს.

ვისურვებდი, რომ შენ...
სალომე: იყო ჯანმრთელი, ძალიან წარმატებული, გადალახო ცხოვრების ყველა დაბრკოლება და ბოლომდე მიიყვანო ყველა წამოწყებული საქმე.
მართა: კიდევ უფრო წარმატებული იყო და დიდხანს იცოცხლო.



მომწონს, როდესაც შენ გაცვია...
სალომე: შენი გემოვნებით, რადგან ძალიან კარგი გემოვნება გაქვს.
მართა: ლამაზი კაბები და ქუსლიანი ფეხსაცმელი. აი, როგორც დღეს.

Parfois ჩვენთვის...
სალომე: არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ბიუჯეტით, გემოვნებიან და ხარისხიან აქსესუარებს ვყიდულობ, როგორ ჩემთვის, ასევე საჩუქრად.
მართა: როდესაც მინდა ახალი აქსესუარები, "პარფოისში" მივდივარ და ყოველთვის ვარჩევ რაღაც განსაკუთრებულს.

ნანიკო ხაზარაძე და ლილუ ნუცუბიძე


პირველად რომ გაგიცანი...
ნანიკო: პირველად რომ გაგიცანი, ვიკითხე - ეს ნამდვილად გოგოა? შავგვრემანი იყავი, დიდი თმით, მაგრამ ორ კვირაში გახდი ქერა და ყველაზე ლამაზი არსება პლანეტაზე.
ლილუ: პირველად მახსენდები ჩემს ნათლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს, როგორ გეჭირე ხელში და მიგყავდი.

შენს ხასიათში მიყვარს....
ლილუ: ის, რომ არაფერზე მიჭედავ! და სწავლის მხრივ მომთხოვნი ხარ, მოსიყვარულე, საუკეთესო მრჩეველი და ყოველთვის ჩემ გვერდით, როცა არ უნდა დამჭირდე.
ნანიკო: დიდი ადამიანი ხარ. ჩემი მესაიდუმლე და საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმის დროს, საუკეთესო მრჩეველი.

ვისურვებდი, რომ შენ...
ნანიკო: გამოიყენო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა არ ინანო როცა გაიზრდები.
ლილუ: ცოტა გვიანობამდე გადამიწიო სახლში მოსვლის დრო.

მომწონს, როდესაც შენ გაცვია...
ნანიკო: ისე, როგორც შენ მოგწონს. ვთვლი, რომ კარგი გემოვნება გაქვს და მომწონს შენი სტილი.
ლილუ: თეთრი პერანგი, მაღალწელიანი ჯინსი, ფეხზე Hamburg და შენი მწვანე პალტო.



Parfois ჩვენთვის...
ნანიკო: არის ადგილი, სადაც ბევრი, განსხვავებული სტილის სამკაულის არჩევა შეიძლება.
ლილუ: მომწონს Parfois -ის ჩანთები, განსაკუთრებით წელის.

მარი ნაკანი და ლიტუკა თავაძე



პირველად რომ გაგიცანი...
მარი: გარეთ თოვდა, ჯადოსნური დღე იყო. როდესაც დაგინახე, ავტირდი... სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი პერიოდი.
ლიტუკა: პირველად მახსენდები ბებოსთან სახლში, ანბანს რომ მასწავლიდი.

შენს ხასიათში მიყვარს....
მარი: ის, რომ ხარ ერთგული და კეთილშობილი, შეგიძლია პატიება და ნაკლებად სხვისი ტკენა. ზუსტად იცი რა დროს და როგორ უნდა დამელაპარაკო, როგორ გამამხნევო. ცხოვრებაში ძალიან ცოტა შეცდომა მოგდის.
ლიტუკა: მიზანდასახულობა, ყველაზე ზრუნვა, ყველასთვის დახმარება. მომწონს, რომ ბევრი რაღაც გაინტერესებს და ყველაფრის ათვისება შეგიძლია. შენ ჩემთვის მისაბაძი ადამიანი ხარ.

ვისურვებდი, რომ შენ...
ლიტუკა: ჩემთან ერთად წამოხვიდე საზღვარგარეთ სასწავლებლად.
მარი: ... და მე ერთად წავიდეთ საზღვარგარეთ სასწავლებლად.

მომწონს, როდესაც შენ გაცვია...
ლიტუკა: ქალურად, კლასიკურად. მიხარია, როდესაც ითვალისწინებ ჩემს რჩევებს მაკიაჟსა და ჩაცმასთან დაკავშირებით.
მარი: შენ დამხვეწე. კარგ რჩევებს მაძლევ და ამიტომაც გიჯერებ. ზოგადად, მგონია რომ ქალს უხდება ქალურად ჩაცმა. მიუხედავაც იმისა, რომ ლიტუკა ჯერ მოლოდ 16 წლისაა, მომწონს როცა კლასიკურად აცვია. ნელ-ნელა იხვეწება და ძალიან უხდება.


Prfois
ჩვენთვის...
მარი: არის ადგლი, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ, რადგან ძალიან მიყვარს გემოვნებიანი აქსესუარები. შეიძლება, უბრალოდ, თეთრი პერანგი და ჯინსი გეცვას. სწორად შერჩეულმა აქსესუარმა კიკ, ჩაცმულობაში სხვა შტრიხი შემოიტანოს და განწყობაც შეცვალოს.
ლიტუკა: Prfois-ის სამკაული ხშირად უჩუქებიათ და თავადაც ბევრჯერ შემიძენია.
აქსესუარები მეც ძალიან მიყვარს. ხაზს უსვამს ქალურობას და სხვანაირ ხასიათზე გაყენებს.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ირა კურმაევა

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა