City News
Beauty Must Have
გახსოვთ, გადაცემა "ტოროლები" 90-იანი წლების ბოლოს ტელეეკრანებზე რომ გამოჩნდა? ჩემზე უფროსებს და ჩემს თანატოლებს ეს გადაცემა ნამდვილად გემახსოვრებათ. ცხადია, მისი წამყვანებიც.

უფრო პატარებს, ვისაც არ გინახავთ მაშინდელი "ტოროლები", ამ გადაცემის ერთ-ერთ წამყვანს ადვილად გაგახსენებთ. ის დღესაც ისევ ისეთი აქტუალურია, ისევ ეკრანზეა და, რაც მთავარია, ისევ ისე გამოიყურება, როგორც მაშინ, როცა სატელევიზიო სივრცეში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

ნანიკო ხაზარაძეზე გიყვებით, რომლის დაბადების დღესაც მისი გარემოცვა ყოველ წელს უფრო და უფრო დიდი გაოცებით ვხვდებით. მართლა 44-ის გახდი, თუ გვატყუებ? 45?! შარშან, შემოდგომაზე, კიდევ ერთხელ შევიცხადეთ, ამჯერად უკვე 45 +, ნანიკო 46 წლის გახდა! 

თავის მოვლის მისეული რუტინა რომ გაიგოთ, ამასაც არ დაიჯერებთ, მაგრამ დამერწმუნეთ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს. უბრალოდ, ასეთი გენეტიკა აქვს და ასაკის კვალი, მიუხედავად იმისა რომ 40-ს გადასცდა, არ ეტყობა. თუმცა, სიახლეებს, თავის მოვლის საშუალებების შესახებ, ყოველთვის ეცნობა და ამ გამოცდილებას დაინტერესებულ ადამიანებსაც უზიარებს. მის ირგვლივ კი ასეთი ნამდვილად ძალიან ბევრია. ამჯერად, მან "სითის" ტრადიციული რუბრიკისთვის ფრანგული კომპანიის Docteur Renaud-ს პროდუქცია დატესტა. 

ნანიკო ხაზარაძე 
ტელეწამყვანი

დაახლოებით 27 წელია რაც ეთერში ვარ. ეს, თავისთავად, დიდი დატვირთვაა სახის კანისთვის, ვინაიდან ყოველდღე მიწევს სატელევიზიო, არც თუ მსუბუქი, მაკიაჟის გაკეთება. ეს კი თავის კვალს ტოვებს სახის კანზე. მას სჭირდება უფრო აქტიური დატენიანება, ნიღბები, მოვლა. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ვაკეთებ, თუმცა ვცდილობ, რომ რაც აუცილებელია შევასრულო. მითუმეტეს, რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, 45-ს გადავცდი. ამიტომ, ალბათ ასეთ პროცედურებთან "დამეგობრება" აუცილებლად მომიწევს.

ნაოჭსაწინააღმდეგო გამა 

ინოვაციური კომპლექსი სამი სახის ვარდის ექსტრაქტზეა დამზადებული და კანის 4 დონეზე მოქმედებს. ეს ფორმულა იცავს კანს, ხდის გლუვს და აუმჯობესებს მის ფერს. ეს ფორმულა განკუთვნილია ასაკოვანი კანისთვის, რომელსაც აღდგენა და ნაოჭებისგან დაცვა სჭირდება. 

თვალის საცხი 

ატენიანებს კანს თვალის და ტუჩის გარშემო, კვებავს და ფორმას უბრუნებს მას. შეშუპებული თვალები წყნარდება და შავი წრეები ღიავდება.

გამწმენდი დეტოქს მუსი

სახის გამწმენდი ქაფი, მიკრო პილინგის თვისებებით, 30 წამში ღრმად ასუფთავებს კანს. კანი ხდება სუფთა, მშვიდდება და იღებს ერთგვაროვან ფერს.

ასაკის საწინააღმდეგო საცხი

ნაოჭსაწინააღმდეგო საცხი ებრძვის გამოხატულ ნაოჭებს და კანს უბრუნებს დაკარგულ მოცულობას. კანი არის კარგად დატენიანებული, აქვს თანაბარი ელფერი და რაც მთავარია, დაცულია ახალი ნაოჭების წარმოქმნისგან.
პრობლემური კანის მოვლა

გამწმენდი ლოსიონი

Docteur Renaud
-ს ლოსიონი დამზადებულია მწვანე ლიმონის ექსტრაქტზე. გარდა იმისა, რომ ასუფთავებს კანს და კრავს ფორებს, ლოსიონი ვიტამინ c-ს მაღალი შემცველობით, სახის კანს ერთგვაროვანს ხდის და უბრუნებს დაკარგულ ფერს. ქრება ცხიმოვანი სიპრიალე, კანი ხდება სუფთა და გრილი.

დასაბანი გელი

ეს ის პროდუქტია, რომლის გამოყენება ყველა ასაკშია შესაძლებელი. ლიმონის ექსტრაქტზე დამზადებული და-საბანი გელი, განკუთვნილია პრობლემური და ასევე კომბინირებული ტიპის კანისთვის. ამიტომ, მისი გამოყენება ერთნაირად შესაძლებელია როგორც თინეიჯერებისთვის, ისე 40-ს გადაცილებული ქალბატონებისთვის.

ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: LIG

Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
In & Out - გვანცა არველაძე
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
TRY
TRY
1
0.5132
USD
USD
1
2.9568
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა