City News
შვიდი გრაფიტი "სითისგან"
ზამთარი _ სეზონი, როდესაც სახლში თბილ ბუხართან ჯდომის, ჩაის სმისა და წიგნების კითხვისკენ ყველაზე მეტად მიგიწევს გული. როგორც იქნა, შეგიძლია ოჯახურ სითბოში ჩაიძირო და დამქანცველი ყოველდღიურობა ცოტა ხნით დაივიწყო.
ერთი წუთით, ეს სტატია არც ზამთარზეა, არც წიგნებზე და არც ოჯახზე. რადგან თბილისური სუსხიანი სეზონი უნალექო და უღრუბლო გამოდგა, უკაცრავად თუ გეგმები ჩაგიშალეთ. სამაგიეროდ, მზეს არ დაუზოგავს თავი ჩაბნელებული მოსახვევებისა და მოედნების გასანათებლად. რა დროს ბუხარია?! სახლში ჯდომისა და ჩაის წრუპვის ნაცვლად, აიღე მოსასხამი. უხმო კედლები საოცარ თავგადასავალს გპირდებიან. ასეც მოიქცა უბრალო გოგო თბილისიდან. ბევრი არ უვლია, მაგრამ არც ცოტა. თითქმის მთელი ქალაქი გადაიარა ფეხით, ყველა ნაცნობი თუ უცხო კუნჭული, უამრავი ისტორიაც მოისმინა და `თვალს წყალიც დაალევინა". მთავარზე გადავალ, ეს თბილისია, პოსტსაბჭოთა ქალაქი, თუმცა აქ სოციალისტური წყობიდან იმაზე ნაკლებია დარჩენილი, ვიდრე ფიქრობთ. დიახ, მე იმ უხმო, გრაფიტით დაფარულ კედლებს ვგულისხმობ, ზემოთ რომ აღვნიშნე, ჩვენთან თუ რამე საბჭოური არ არის, ეს სწორედ ისინია. 24 საათიანი მუზეუმები, სადაც სტუმრობა ნებისმიერისთვის უსასყიდლოა, შთამაგონებელი, გამაცოცხლებელი და, რაც მთავარია, უამრავი ისტორიის მომცველი ქუჩის მხატვრობა. ისინი სიყვარულსა თუ უსიყვარულობაზე, ტყუილსა თუ მართალზე იმდენს გიყვებიან, რომ გულგრილი ვერ დარჩებით. კედლები, სადაც მოიწყობ დაუვიწყარ ფოტოსესიას და გექნება განსხვავებული, ამაღელვებელი კადრები სასურველი ატმოსფეროდან და თან, ხელოვნებასთან ნაზიარები. დარწმუნებული ვარ,რომ არაერთი თქვენგანი ხშირად ფიქრობს თუ სად გადაიღოს ლამაზი სურათები, რადგან ისინი 21-ე საუკუნეში ჩვენს სოციალურ თუ არასოციალურ ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობენ. სწორედ ამიტომ, "სითი" გიჩვენებთ შვიდ გრაფიტიან კედელს თბილისში, რომელთანაც განსაკუთრებული სურათები გამოდის…
ნინოშვილი#8

იცანით ჩალისფერთმიანი გოგო?! წარმატებული, მომხიბვლელი,თავდაჯერებული და, რაც მთავარია, კამერების მოყვარული მარიამ ვაშაძე. მან სიამოვნებით მოისმინა გრაფიტით მოყოლილი ისტორიები და თავის პორტფოლიოს ახალი სურათები შესძინა, მათგან შვიდის არჩევა ძალიან გამიჭირდა. თავად მარიამი კი ასე გვესაუბრება:

თქვენ შესახებ მომიყევით?
მარიამ ვაშაძე, პირველი არხის საინფორმაციო პროგრამის `მოამბე~ წამყვანი.
დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, ტელე-რადიო გადაცემის წამყვანი ჟურნალისტის სპეციალობა. მიყვარს წიგნების კითხვა და მოგზაურობა.
რას თვლით თქვენს პიროვნულ ღირსებად?
_ ერთგულებას.
ადამიანი, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება…
_ ჩემი მეუღლე



გმირთა მოედანი, მიწისქვეშა გადასასვლელი

რას ნიშნავს იყო ძლიერი?
_ არასდროს დანებდე, აღიარო შეცდომები და დაძლიო სირთულეები.
როდის ხართ ყველაზე ბუნებრივი?
_ თამაში არ მიყვარს. ამიტომ, ვცდილობ ყველგან და ყოველთვის ბუნებრივი ვიყო. მაგრამ ყველაზე ბუნებრივი, ალბათ, მაინც ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვარ.
თუ გაქვთ წარმატების ფორმულა?
_ საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა. ასევე, გამართლებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორ დროს, სწორ ადგილას უნდა მოხვდე.
თქვენი სილამაზის რეცეპტები?
_ ყველას შეუძლია იყოს ლამაზი. ამისთვის უნდა იპოვოს საკუთარი სტილი და მიხვდეს ყველაზე მეტად რა უხდება. ვარცხნილობიდან დაწყებული, სამოსით დამთავრებული.



გმირთა მოედანი, მიწისქვეშა გადასასვლელი
კამერების წინ როგორ გრძნობთ თავს?
_ როგორც თევზი წყალში
დღევანდელ ფოტოსესიაზე რას ფიქრობთ?
_ ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა. კმაყოფილი ვარ. მეგობარ ფოტოგრაფებთან განსაკუთრებით თავისუფალი ვარ, ვენდობი მათ, რაც ფოტოებსაც ეტყობა ხოლმე.
რას იტყვით კედლებზე გადმოცემულ გრძნობებზე და ზოგადად, გრაფიტზე?
_ ძალიან მომწონს. ჩემი ნება რომ იყოს, მთელ ქალაქს მოვხატავდი. ზოგადად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სად იღებ ფოტოს. ამიტომ, ვფიქრობ რომ დღევანდელი ფოტოების განსაკუთრებულობა, გარკვეულწილად, ლამაზად მოხატულმა კედლებმა განაპირობა.



გმირთა მოედანი, მიწისქვეშა გადასასვლელი

ამ ნახატებიდან რომელია თქვენი ფავორიტი და რატომ?
_ ვერ გამოვარჩევდი, ყველას ერთნაირად საინტერესო, მაგრამ განსხვავებული ემოცია მოაქვს ჩემთვის.
კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ…
_ ალბათ, ყველაზე განსხვავებულ და საინტერესო ისტორიებს მოვისმენდით. დროში მოგზაურობასავით იქნებოდა, ზოგიერთი კედელი ხომ საუკუნეებს უძლებს. უამრავი საიდუმლოც გამჟღავნდებოდა, კედლებს ხომ ყველაფერი ესმით და ხედავენ.
საუკეთესო გრაფიტი სურათების გადასაღებად...
_ ბერლინის კედლის გრაფიტები.
თქვენი კავშირი ხელოვნებასთან...
_ განსაკუთრებული სიყვარული ხელოვანი ადამინებისა და ხელოვნების ნიმუშებისადმი. პირადი გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში, თუმცა ჩემი დიდი ბაბუა, მიხეილ ვაშაძე, იყო საქართველოს სახალხო არტისტი, რითაც ძალიან ვამაყობ.
მე რომ მხატვარი ვიყო...
_ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი!



ბეთლემის #13

დღევანდელი დღე...
_ ხვალინდელი დღის უკეთესობისკენ შეცვლის შესაძლებლობა.
ჩემი საყვარელი კადრი...
_ მზის ჩასვლა ზღვის სანაპიროზე.
მიყვარს სურათები, რომლებიც…
_ ისტორიებს ყვებიან.



გმირთა მოედანი, მიწისქვეშა გადასასვლელი

რჩევა მკითხველს წარმატებული და ლამაზი ფოტოსესიისთვის...
_ არავითარი დაძაბულობა, კამერას უყვარს თავისუფლება!


ტექსტი: თინა მამულაიძე
ფოტო: ალექს აფციაური
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა,
მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო
მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა, მეგობრებთან ერთად, ახალი ბენდი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "ადამოში" გაიმართა. ბენდის სახელი მოფიქრების პროცესშია. სხვათა შორის, სიამოვნებით მოისმენენ თქვენს იდეებსაც. აი, ბენდის წევრების სახელები კი უკვე ბევრისთვის ნაცნობია- ზუკა ხუციშვილი, ლევან ჩხაიძე, დავით ლონდარიძე, გიორგი ჭაუჭიძე, რეზი ედგარიძე და უმშვენიერესი ანანო ღიბრაძე.
09:50 / 15.07.2019
"სითის" და "ნიკორა სუპერმარკეტის" ერთობლივი ფოტოპროექტი
09:04 / 15.07.2019
თანამედროვე ცხოვრებაში
ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება
დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან
დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით
მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და
დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი
დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ
აღზრდაში.
თანამედროვე ცხოვრებაში ყოველდღიურად იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები. იცვლება დამოკიდებულება ბავშვის მოვლასა და აღზრდაში მამების მონაწილეობასთან დაკავშირებით. დღეს, მამებს შვილების აღზრდის პროცესში უკვე გაცილებით მნიშვნელოვანი როლი აქვთ და მეტი ჩართულობა. ცნობილი, საქმიანი და დაკავებული მამებიც წარმატებით ცდილობენ შვილებს მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ და დედებთან ერთად, თითქმის თანაბრად ჩაერთონ მათ აღზრდაში.
11:42 / 13.07.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ზაფხულის გოგო - სალომე ჭაჭუა
რა უხდება ყველაზე მეტად ზაფხულს?
09:56 / 15.07.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2019 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2410
TRY
TRY
1
0.5109
USD
USD
1
2.8845
ამინდი
ბორჯომი 19 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა