City News
ბედნიერება მეთერთმეტე სართულზე
მოინიშნეთ LIfferent Hotel & Spa

Gossip Girl-ს უყურებდით? მას შემდეგ, რაც 7 წლის წინ ამ სერიალს ჩავუჯექი, ბლერ ვოლდორფის გარდერობის გარდა, მისი აპარტამენტის მსგავს, პრივატული ლიფტის მქონე სახლში აღმოჩენის სურვილი გამიჩნდა. არის რაღაც განსაკუთრებული ამ პრივატულ ლიფტებში. ჰოდა, ეს სურვილი Lifferent Hotel & Spa-ში ავიხდინე. 

ჭავჭავაძის ცნობილ სავალუტოსთან, აი, "სოლოს" კუთხეში, მარჯვნივ რომ ჩაუხვევთ, პირველსავე შესახვევში, ისევ მარჯვნივ უნდა შეხვიდეთ და დაინხავთ ახალაშენებულ კორპუსს. შორიდან ვერ მიხვდებით რა უნდა იყოს იმ ტერიტორიაზე განსაკუთრებული, მაგრამ ზუსტად იქ იპოვით ნამდვილ ქალურ ბედნიერებას. ჯერ თვალს მოკრავთ პატარა აბრას წარწერით `ლიფერენთი~. ნიშნულს რომ გაჰყვებით, პირდაპირ სასტუმროს პრივატულ შესასვლელთან აღმოჩნდებით. ზარს დარეკავთ, გაგიღებენ და გამოიძახებთ ლიფტს. დიახ, ამაზე გეუბნებოდით, "ლიფერენთს" პრივატული ლიფტი აქვს. ღილაკები პირდაპირ 10-დან იწყება. ეს იმიტომ, რომ სასტუმრო და სპა მეათე სართულზე და ზემოთ არის განთავსებული. 

Lifferent Hotel & Spa არის ახლახანს გახსნილი ბუტიკური ტიპის სასტუმრო 6 ნომრით. ერთი სართულით ზემოთ, ძალიან კომფორტულად შეკრული სივრცეა მოწობილი მასაჟისთვის, სახის პროცედურებისთვის, სავარჯიშო დარბაზისა და იოგა-პილატესისთვის. კიდევ ერთი სართულით ზემოთ კი, უკვე ღია აუზი დაგხვდებათ დიდი ტერასით, რომელიც ზაფხულში მიიღებს სტუმრებს.



ქალური ბედნიერება ტყუილად კი არ ვახსენე. ახლა მეთერთმეტე სართულზე გაგაჩერებთ და მოგიყვებით იქ რა ხდება. 

ლიფტიდან პირდაპირ მისაღებში შედიხართ. ლურჯი ინტერიერი უკვე გამშვიდებთ და რაღაც კარგისთვის განგაწყობთ. ამას კიდევ უსაყვარლესი გოგონები ემატებიან. ჩემი სტუმრობის დროს, პირველი მაგდა დამხვდა და რაც გამარჯობასთან ერთად შემომაგება, გაქუშქუშებული ხალათი იყო. თეთრი ხალათი, ლურჯი ინტერიერი, ღიმილიანი მაგდა _ უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ რაღაც კარგი მელის.
ყველაზე დიდი ოთახი სულ ვიტრაჟებით, თბილისის ცენტრალურ უბნებზე და ფუნიკულიორზე ხედით, ნათიას აქვს დაკავებული. პირველად რომ შევხედე, პირდაპირ პრესზე მივაჩერდი. ცარიელი კუნთი იყო. რომ მითხრა სამი შვილი მყავსო, საბოლოოდ დავიბოღმე (ჰა,ჰა) აი, როგორ?! ასეთ ფორმაში ჩადგომა როგორ მოახერხა?! 

ნათიამ მაზიარა იოგას. სულ რომ გინდა და ვერასდროს მიაღწევ, სულ რომ რაღაც გიშლის ხელს, ან გადაგავიწყდება, ან დაგეზარება, ასე ვიყავი იოგაზე. ჰოდა, დავიწყე.
ნეტავ სად ვიყავი აქამდე! 



დილის ათ საათზე დაიწყო ჩვენი ვარჯიში. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ვარჯიში. იოგა ნამდვილად არის სხეულის და სულის სიჯანსაღის ფორმულა. 

რაც ყველაზე მეტად მომეწონა ნათიას მიდგომაში იყო ის, რომ ის არაფერს გვაძალებს, არ გვთხოვს რომ შეუძებელი შევძლოთ, არ არის მკაცრი და უხეში. ამას ვეძებდი ზუსტად. არ მიყვარს, როცა სავარჯიშო სივრცეში ისეთი გარემოა, რომ თუ არ დაიტანჯე, გაუსაძლისად არ გეტკინა, არ დაიმძმე წონებით სხეული, არაფერი გამოგივა. ნათია არ არის ასეთი. ის უბრალოდ გეხმარება, რომ ყოველ ახალ მოძრაობაში იმაზე ცოტა მეტი შეძლო, რაც წინაზე გააკეთე. იოგა სუნთქვითი ვარჯიშებით დასრულდა, რომელიც საერთოდ აღმოჩენა იყო ჩემთვის. პირველად დავაკვირდი ჩემი გულის ცემას, სუნთქვას, შევიგრძენი ჩემი სხეული თავიდან ბოლომდე. დამიჯერეთ, ეს სეანსი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს!

იოგადან დადებითი ენერგიით დამუხტულმა, ცოტა დაჭიმულმა და გაწელილმა, პირდაპირ მასაჟის ოთახში გადავინაცვლე. პირველ რიგში, ზეთების სურნელი მესიამოვნა, შემდეგ მუსიკამ შემიქმნა განწყობა და ბოლოს, როცა მაიკო თავისი თბილი ხელებით მასაჟის კეთებას შეუდგა, ზუსტად 5 წუთში თავში, აი ზემოთ, უფრო ტვინში, ჭიანჭველებმა რომ დაიწყეს სირბილი, მივხვდი რომ ეს იყო ის, რაც ძალიან დიდი ხანია მჭირდებოდა. 



ჰო, გამომრჩა მეთქვა, რომ მასაჟამდე მაიკომ შემავსებინა ანკეტა, სადაც ჩემი კანის თავისებურებები, გაკეთებული ოპრაციები, წნევა და ჯანმრთელობის სხვა დეტალები ჩავწერე. რახან ჩემი კანი დერმატიტისკენ არის მიდრეკილი და მეტი დატენიანება სჭირდება, მაიკომ ზეთების მაგივრად, კორეული ტანის საცხით გამიკეთა მასაჟი, რომელიც კოლაგენს შეიცავს. გაგიგიათ კოლაგენის ტანის საცხი? მე არასდროს. ისე ამიპრიალა და დამირბილა კანი, მთელი დღე გამყვა ეს ტენიანობა. 

ოთახიდან რომ გამოვედი, მაიკომ მოსაცდელში ჟასმინის ჩაი და უგემრიელესი თაფლი დამახვედრა. "ლიფერენთს" მკაცრად აქვს გაწერილი სტუმრების მომსახურების წესები _ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პროცედურიდან პროცედურაზე სირბილი. ეს უნდა იყოს დამშვიდება, იმ სიამოვნების ბოლომდე შეგრძნება, რაც იოგას ან ტანის მასაჟის შემდეგ გვეუფლება. და თუ ვლაპარაკობთ სიამოვნებაზე, აქვეა სახის პროცედურაც. 



არ ვიცი თქვენთვის როგორ არის, მაგრამ ჩემთვის, პროდუქტებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კოსმეტოლოგის ხასიათი, განწყობა, საუბრის მანერა... გადაღების დღეს ეთომ გამიკეთა ოქროს ხაზის ნიღაბი თავის შრატთან ერთად. როცა მეორე დღეს მთლიანი პროცედურის ჩასატარებლად მივედი, ანა დამხვდა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეთოც და ანაც არიან სიმშვიდის განსახიერებები. ისე საუბრობენ და ისე დაასრიალებენ ხელებს შენს კანზე, გეგონება ფუნჯით მუშაობენო. 



მე არ მიყვარს თავის მოვლის დროს უხეში ჩარევები, ინექციები და ინვაზიური მეთოდით გაახალგაზრდავება. მე მიყვარს სწორი მოვლა. დილის და ღამის პროცედურების შემუშავება, ჩემი კანისთვის სწორი პროდუქტების შერჩევა და რეჟიმის დაცვა. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, მაშინ "ლიფერენთის" კოსმეტოლოგები თქვენს კანზე სასწაულებს მოახდენენ. მე ორი პროცედურა გავიკეთე. პირველი _ კორეული ბრენდის პროდუქციით ღრმა დატენიანება და ლიფტინგი. ანამ ამ შედეგის მისაღწევად ორი სახის გამწმენდი, ერთი ნიღაბი, ორი სხვადასხვა შრატი და ბოლოს, დამატენიანებელი გამოიყენა. რაც მთავარია, ამ პროდუქტების კანში უფრო ღრმად შესაღწევად ჯერ RF აპარატი გამოიყენა, რომელიც პროცესის დროს ხურდება, რაც ფორების გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო შრატის შემდეგ _ CRIO LIFTING აპარატი, რომელიც კანზე უკვე ცივი ტალღებით მუშაობს, რაც ფორებს კრავს და სახეს მეტ ელასტიურობას მატებს. ყველაფერი რომ დამთავრდა, ჩემი სახე ბრწყინავდა და ეფექტი მაშინვე შესამჩნევი იყო, მაგრამ მეორე დილით, სარკეში რომ ჩავიხედე, ვაღიარე _ ჩემი კანი ასეთი დამშვიდებული, განათებული და გადატკეცილი არასდროს მინახავს. 

ეთოს ოქროს ნიღაბს, მოხსნიდან პირველივე წუთებში ჰქონდა შედეგი: სახე აიჭიმა, თითქოს წვრილი ნაოჭებიც სადღაც გაქრა. ჩემი აზრით, ასეთი პროცედურა თვეში სამჯერ იდეალურ შედეგს მოგცემთ.



მოკლედ, ასეთი დასვენება მომიწყო "ლიფერენთის" სპამ გასულ უქმეებზე. და კიდევ, სანამ სტატიას დავასრულებ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, თითქოს უმნიშვნელო დეტალები, რაც პირადად მე დიდ კომფორტს მიქმნის: "ლიფერენთის" ყველა საშხაპეში თქვენ დაგხვდებათ შამპუნი, საოცარი, ევკალიპტის არომატიანი ტანის დასაბანი გელი, სარკესთან კი, ტანის ლოსიონი. და, რაც მთავარია, ხარისხიანი და საკმაოდ მძლავრი ფენი. ვითომ არაფერი, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, ასეთი დეტალები დიდ კომფორტს გვიქმნის, არა?
ტექსტი: სალომე კასრაძე
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რამდენიმე დღის წინ,
ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი შეკითხვა: What Would You Tell Your
Younger Self About Beauty? (რას ეტყოდი ახალგაზრდა საკუთარ თავს
სილამაზეზე?).
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი შეკითხვა: What Would You Tell Your Younger Self About Beauty? (რას ეტყოდი ახალგაზრდა საკუთარ თავს სილამაზეზე?).
17:38 / 19.03.2019
ქალაქის
განვითარებასთან ერთად, ჩვენ გარშემო ბევრი ახალი და საინტერესო
ადგილი ჩნდება. შენობაში, სადაც ადრე გამომცემლობა იყო, დღეს სასტუმრო
ქალაქის განვითარებასთან ერთად, ჩვენ გარშემო ბევრი ახალი და საინტერესო ადგილი ჩნდება. შენობაში, სადაც ადრე გამომცემლობა იყო, დღეს სასტუმრო "სტამბაა". "სტამბის წიგნები" კი, მისი ახალი სივრცეა.
11:15 / 15.03.2019
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
17:31 / 13.03.2019
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
17:31 / 13.03.2019
რუსა ჩაჩუა
რუსა ჩაჩუა
12:19 / 07.03.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
SKINCARE 101
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი შეკითხვა: What Would You Tell Your Younger Self About Beauty? (რას ეტყოდი ახალგაზრდა საკუთარ თავს სილამაზეზე?).
17:38 / 19.03.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0458
TRY
TRY
1
0.4912
USD
USD
1
2.6840
ამინდი
ბორჯომი -2 °C
img
სოხუმი 3 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა