City News
დაბრუნება დიდ ინდუსტრიაში
8 წლის წინ, როცა "სითი" თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა ბეჭდურ მედიაში, პირველად დაიგეგმა რუბრიკა წარმატებულ და ძლიერ ქალებზე. მას შემდეგ, ასეთი გმირების გაცნობა ჟურნალისთვის ტრადიციად იქცა, ამიტომ ტერმინი Power Girl, როგორც ამ ქალებს ვახასიათებთ, დიდი ხანია, დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს.
წლების წინ, სწორედ ასეთ ძლიერ ქალებს ვეძებდით; საქმეზე შეყვარებულებს, სულ რომ მუშაობენ და თან დროს ოჯახისთვის და მეგობრებისთვისაც რომ იტოვებენ. ეს რუბრიკა მაშინ თათა ქურხაშვილმა გახსნა, რომელიც იმ დროს თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. თათა იმ ინტერვიუში გვიყვებოდა, როგორ მოხვდა მერიაში, როგორ უყვარდა თავისი საქმე, როგორი განსხვავებული იყო მისთვის ყველა სამუშაო დღე და რომ არასდროს, არასდროს იფიქრებდა სხვაგან მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, თათამ თბილისის მერიაში 10 წელი იმუშავა.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. თათა, როცა პირადად გავიცანი, უკვე ტურიზმში მუშაობდა _ დიდ და საინტერესო ინდუსტრიაში. ერთ-ერთი წარმატებული ტურისტული კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. მაშინ, ის კატეგორიული "არასდროს", რომელიც "სითისთან" ინტერვიუში ახსენა, არ გამხსნებია იმიტომ, რომ უკვე ამ ახალ სფეროზე იყო უზომოდ შეყვარებული. ტურიზმთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი და განსხვავებული ტურისტული სერვისის ერთ-ერთი ავტორიც იყო, "კაპიტან პლიუსთან" ერთად.

თათა ქურხაშვილი
კომპანია "კაპიტან პლიუსის" გენერალური დირექტორი
"ჩემთვის ტურიზმი ყოველთვის ძალიან საინტერესო სფერო იყო. ბავშვობიდან აქტიურად ვმოგზაურობ იმიტომ, რომ მოგზაურობა ძალიან მიყვარს. 19 წლის ვიყავი, როცა სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი. იმ დროსაც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. მოგზაურობა იყო ჩემთვის ჰობიც, გატაცებაც, გართობაც. ამიტომ, ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, ის ქვეყნები, სადაც ვიმოგზაურე, კარგად შევისწავლე. ტურიზმის სფეროში მომუშავე მენეჯერისთვის აუცილებელია, რომ იცნობდეს სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და იცოდეს უცხო ენები. რუსული ჩემთვის მეორე ენაა, ასევე ინგლისურიც, ვინაიდან ლონდონშიც ვსწავლობდი. შემდეგ გერმანიაში ვსწავლობდი ორი წელი და გერმანულიც ვისწავლე. შესაბამისად, ჩემი ინტერესები და უნარები დაემთხვა ტურიზმის სფეროს მოთხოვნებს. ეს ინდუსტრია თავისთავად იმდენად საინტერესო, ამოუწურავი და, ამავდროულად, სახალისოა, რომ მუდამ პოზიტივს უკავშირდება. ეს ის საქმეა, რომელიც მაბედნიერებს და მაძლევს საშუალებას სხვაც გავაბედნიერო. ეს არის ჯაჭვი ჩემსა და ტურიზმს შორის.
ამიტომ, ის კატეგორიული "არასდროს", რომელიც მერიაში მუშაობის დროს ვთქვი, შეცვალა ტურიზმის სფეროდან მიღებულმა წინადადებამ. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიიდან წამოვედი, რეალურად მჭირდებოდა დასვენება, უზომოდ გადაღლილი ვიყავი 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით. ამ პაუზის შემდეგ, მქონდა რამდენიმე შემოთავაზება აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროდან. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად ვთვლიდი, რომ ტურიზმი იყო სწორედ ის სფერო, რომელიც ძალიან დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მომანიჭებდა. 

რა გამოწვევები დაგხვდა ტურიზმში?

"კაპიტან პლიუსს" აქვს 27 წლიანი გამოცდილება. ბაზარზე პირველია, რომელმაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მას ჰყავს უამრავი პარტნიორი მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე. გვაქვს მომსახურება "სერვის+", ვმუშაობთ 24/7-ზე და კომპანიის მთავარი ამოცანაა _ ყველა ტურისტი იყოს კმაყოფილი. ეს არ არის მხოლოდ ავიაბილეთი და სასტუმრო. ეს არის მომსახურების სრული პაკეტი, რისი საშუალებითაც ყოველდღიური საქმიანობით დაღლილი მგზავრი ჩვენგან ღებულობს მაქსიმალურ კომფორტს, რაც შეიძლება მარტივად. მოგზაურობის დროს ის უნდა იყოს ბედნიერი. თითოეული მოგზაურობა უნდა იყოს საუკეთესო თავგადასავალი და მოგონება. დღევანდელი ტენდეცია უფრო ონლაინისკენ მიდის. ამიტომ, თუ შენ რაღაც ახალი, განსხვავებული არ დაუგეგმე მგზავრს, მაშინ იქნები რიგითი ტურისტული სააგენტო. თუმცა, ჩვენ ტურისტული სააგენტო არ ვართ. ჩვენი კომპანია ტუროპერატორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქტს ინდივიდუალურად, კონკრეტული მგზავრის მოთხოვნიდან გამომდინარე. 



ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც "კაპიტან პლიუსის" სახელს უკავშირდება, არის "ქართული დღეები", რომელიც თურქეთში ყოველწლიურად იმართება. ეს დაუვიწყარი დღეები აერთიანებს, "კაპიტან პლიუსის" ყველა პარტნიორსა და მეგობარს. ქართული კულტურა კი, რამდენიმე დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ტურისტების ყურადღების ქვეშ ექცევა. სწორედ ქართული დღეების დაგეგმვისას გავიცანი 2016 წელს თათა, რომელიც ტურიზმით ისეთი მოხიბლული იყო, "სითის" არქივიდან გახსენებული ინტერვიუს მთავარი მესიჯის არ იყოს, სხვა სფეროში მუშაობაზე არც ახლა ფიქრობდა. თუმცა, ერთ დღეს თათამ "კაპიტან პლიუსი" დატოვა.
"იყო გაუგებრობა ჩემსა და კომპანიის დამფუძნებელს შორის. დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც კომპანიიდან წავედი. დაბრუნებასთან დაკავშირებით თხოვნა წასვლისთანავე მივიღე, თუმცა დასვენება ვარჩიე და ვიფიქრე, რომ გარკვეულ პერიოდს სრულ თავისუფლებაში გავატარებდი და მთელ დროს ჩემს შვილს, საკუთარ თავს, ოჯახსა და მეგობრებს დავუთმობდი. მართლა კარგად დავისვენე, ვიმოგზაურე, ვივარჯიშე, ვიმეცადინე მიასთან ერთად და მივხვდი, რომ სანამ დასვენებითაც დავიღლებოდი, ისევ საქმისთვის უნდა მიმეხედა. ამ პერიოდში დამიკავშირდა და შევხვდი კომპანიის დამფუძნებელს, გავარკვიეთ ის გაუგებარი საკითხები, რამაც ჩემი კომპანიიდან წასვლა გამოიწვია. საუბრის შემდეგ კი, დავთანხმდი მის ძალიან საინტერესო შემოთავაზებას. მოკლედ, სიხარულით დავბრუნდი კომპანიაში, რომელზეც დიდი ამაგი მქონდა. ვფიქრობ, დასვენებული ბევრად უფრო დიდი შემართებით შევუდექი საყვარელ საქმეს და `კაპიტან პლიუსი~ კიდევ ძალიან ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს მოგზაურობის მოყვარულებს.




დაბრუნდი და პირველი პროექტი, რომელზეც მუშაობ არის "ქართული დღეები", რა იქნება წელს განსაკუთრებული?
ჯერჯერობით ეს სიურპრიზია. თუმცა, წელს ეს პროექტი ნამდვილად განსხვავებული იქნება. განსაკუთრებული პროგრამისთვის ვემზადებით. იქნებიან როგორც გასული წლის მონაწილეები, ასევე ახალი შემსრულებლებიც. ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და თან ვამატებთ სიახლეებს. "ქართულ დღეებზე", აუცილებელია დროული, წინასწარი რეზერვაცია, რადგან როგორც კი სრულდება ეს პროექტი, ადგილები მომდევნო წლისთვის უკვე იჯავშნება. ასე მოხდა გასულ წელსაც. წლევანდელი სტუმრების ნაწილმა ჯერ კიდევ შარშან გააკეთა რეზერვაცია.
თუ კი ერთხელ მაინც გისარგებლიათ "კაპიტან პლიუსის" მომსახურებით, ნამდვილად მიხვდებით რა გამოარჩევს ამ კომპანიას სხვებისგან. მიხვდებით, თუ რას გულისხმობს მისი გენერალური დირექტორი, როცა ამბობს, რომ განსაკუთრებულ დღეებს გვპირდებიან. "კაპიტან პლიუსი" თვითონ ქმნის ახალ პროდუქტს, რომელიც ყოველთვის ექსკლუზიურია და მგზავრის სურვილებსა და კომფორტზეა მორგებული. ამიტომ, "კაპიტან პლიუსს" ჰყავს უამრავი ლოიალური მომხმარებელი, რომელიც იმდენად მიჯაჭვულია ამ კომპანიაზე, რომ "კაპიტან პლიუსის" გარეშე მოგზაურობის დაგეგმვა უკვე წარმოუდგენლად ეჩვენება.
"უკვე სამი წელია, რაც ამ სფეროში ვარ. მომხმარებლის მხრიდან ყოველთვის იყო და ახლაც არის მოთხოვნა, რომ თავი იგრძნონ მშვიდად, დაცულად და დაზღვეულად არასასიამოვნო სიურპრიზებისგან. შესაძლოა ისინი მთელი წლის დანაზოგს იხდიან მოგზაურობაში და, როგორც მინიმუმ, ისეთი მომსახურება უნდა მიიღონ, როგორიც წარმოუდგენიათ. ამ დროს ჩვენი ოპერატორები მაქსიმალურად კარგად უნდა გაეცნონ ყველა მომხმარებლის მოთხოვნასა და სურვილს, რომ ზუსტად მათზე მორგებული პროდუქტი შესთავაზონ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ხარისხზე, ეს არის პრიორიტეტები. ცოტა არქიტექტურას ჰგავს. როცა არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი სახლზე მუშაობენ, შეიძლება ძალიან ლამაზი ვერსიები შემოგთავაზონ, მაგრამ დამკვეთს უნდა ისეთი, სადაც თვითონ იქნება კომფორტულად. არჩევანი ძალიან დიდია. შესაბამისად, შენ ზუსტად უნდა გაიგო მომხმარებლის სურვილები და დაუგეგმო ისეთი მოგზაურობა, რომელიც არასდროს დაავიწყდება".

ეს შედეგი რომ შენარჩუნდეს და კიდევ უკეთესი გახდეს, რას ითხოვ "კაპიტან პლიუსის" გუნდისგან?

პირველ რიგში, თვითგანვითარებას. ამის საშუალებას თავად კომპანია იძლევა. ყოველ წელს, სეზონამდე რამდენიმე თვით ადრე, გუნდის თითოეული წევრი მოგზაურობს სხვადასხვა მიმართულებით. ამ ყველაფერს `კაპიტან პლიუსი" აფინანსებს. აუცილებელია თავად დატესტონ ის პროდუქი, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობენ. შეუძლებელია ოპერატორმა ამომწურავი პასუხი გასცეს მომხმარებელს, თუ მას ის კონკრეტული მიმართულება საკუთარი თვალით არ აქვს ნანახი. ფოტოებს თვითონ ტურისტიც ნახავს ინტერნეტში. ჩვენი თანამშრომლები თავად უზიარებენ ერთმანეთს ამ გამოცდილებას. ტრენინგები მიმდინარეობს პერმანენტულად. ასევე, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ვმონაწილეობთ გამოფენებში. ახლა ვემზადებით ბერლინში წასასვლელად, სადაც მარტში ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიების გამოფენა იმართება. ასე ხდება კომპანიის გაზრდა და განვითარება. ეს ინდუსტრია ძალიან სწრაფად ვითარდება და შენ თუ ფეხი არ აუწყვე, მუდმივად არ განახლდი, აუცილებლად ჩამორჩები.




ცოტა ხნის წინ, "კაპიტან პლიუსის" გუნდი იყავით დომინიკის რესპუბლიკაში. ვისთვის იქნება ეს მიმართულება საინტერესო?

ვიზიტის მიზანი იყო, რომ უკეთ გაგვეცნო პარტნიორები და შეგვესწავლა ტურისტული ადგილები. დომინიკის რესპუბლიკა ერთ-ერთი ლაქშერი, ეგზოტიკური მიმართულებაა. არაჩვეულებრივი ბუნებაა, მუდამ ფანტასტიკური ამინდი. ხშირად დომინიკის რესპუბლიკას საქორწილო მოგზაურობის მიმართულებად განიხილავენ, ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენს გუნდს უკვე აქვს სათანადო გამოცდილება, რომ გავუზიაროთ ტურისტებს თუ რა ელოდებათ იქ. მათ შორის, ახალდაქორწინებულ წყვილებსაც, რომლებსაც სურთ, რომ ეგზოტიკური და დაუვიწყარი საქორწილო მოგზაურობა დაგეგმონ. დომინიკის რესპუბლიკა ნამდვილად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. 

როგორია გეგმები ზაფხულის სეზონისთვის?

ზაფხულის სეზონისთვის პოპულარული იქნება ლისაბონი და პორტო, ხოლო ვისაც ღამის გართობა უყვარს, მათთვის მიკონოსი. ზაფხულში ახალდაქორწინებულ წყვილებს ვურჩევ, მოგზაურობა ეგზოტიკური მიმართულებით დაგეგმონ. მაგალითად, ბალიზე.
ჩემი, როგორც ტურისტის, საყვარელი მიმართულება არის საფრანგეთი, კერძოდ კი კანი. კანი შემაყვარა საერთაშორისო ფესტივალმა "კანის ლომები~, რომელსაც ათი წლის განმავლობაში ვესწრებოდი. ეს არის რეკლამის ფესტივალი, სადაც თავს იყრის მთელი მსოფლიოს კრეატივი. შესაბამისად, ეს პირდაპირ იყო დაკავშირებული ჩემს სამსახურთან. ამას ემატებოდა არაჩვეულებრივი გარემო. პირადად ჩემთვის, ეს საყვარელი მიმართულებაა, ყველა თვალსაზრისით. თუმცა, არ გაგვიჭირდება თქვენთვის სასურველი მიმართულების მოძებნა, რადგან "კაპიტან პლიუსს" მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლია ისეთი მოგზაურობის დაგეგმვა, რომელიც თქვენ გჭირდებათ!
ვუსმენ თათას და ვხვდები, რომ ის დაბრუნდა `დიდ ავიაციაში", პასუხობს ზარებს, გეგმავს შეხვედრებს და თან ამოწმებს "კაპიტან პლიუსის" აქტივობებს სოციალურ ქსელებში. მათ შორის, ერთ-ერთი პირველია ინფორმაცია ანტალიაში დაგეგმილ "ქართულ დღეებზე". მაშ ასე, გახსოვდეთ, ზაფხულის დაგეგმვამდე, შეგიძლიათ რამდენიმე დღით თურქეთში გაექცეთ თქვენს ყოველდღიურობას. 17-დან 21 აპრილამდე, ეს დღეები "კაპიტან პლიუსის" კალენდარში უკვე ჩანიშნულია.
მაშ ასე, ანტალიაში შეხვედრამდე! ამ დღეებზე, `სითის" მკითხველს აუცილებლად მოვუყვებით!
ტექსტი: ნინი გოგოლაძე
ფოტო: LIG Studio
თმა: არტურ მარკოსიანი / BEAUTY ZONE
მაკიაჟი: ნინა ბასიაშვილი / BEAUTY ZONE
გადაღების ადგილი: XVII . SEVENTYEEN RESTAURANT
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
In & Out - გვანცა არველაძე
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
TRY
TRY
1
0.5132
USD
USD
1
2.9568
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა