City News
წარმატებული ქალბატონები ირჩევენ „არდის“
აბა დაფიქრდით, პირველ რიგში რას უსურვებთ ხოლმე თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს? პირადად მე, ჯანმრთელობას. მართლაც, რა არის ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ჯანმრთელობაზე ძვირფასი? მგონი არაფერი. ჯანმრთელობა შეუფასებელია! სწორედ ამიტომ, ამ რუბრიკაში სადაზღვევო კომპანია "არდის" სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი, ეკა ერგემლიძე "არდის" ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ მოგიყვებათ. ჩვენი სტატიის გმირები, ყველასთვის საყვარელი, წარმატებული ქალბატონები კი, "არდისა" და მათი მეგობრობის ისტორიას იხსენებენ.
ეკა ერგემლიძე
სადაზღვევო კომპანია "არდის" სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი

მომიყევით თქვენ შესახებ, თქვენს საქმიანობაზე.

სადაზღვევო ინდუსტრიაში თორმეტი წლის წინ მოვხვდი. ალბათ შემთხვევით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლო და საინტერესო იყო. ჯანმრთელობის დაზღვევა ის მიმართულებაა, სადაც გიწევს უსმინო ადამიანებს, გაიზიარო მათი სიხარული და ტკივილი. სხვა ადამიანებზე ზრუნვა, ალბათ, ჩემი ერთგვარი მოწოდებაა და სწორედ ამიტომ შემიყვარდა ეს საქმე ასე.
კარიერული თვალსაზრისით, ამ ინდუსტრიის თითქმის ყველა საფეხური მაქვს გავლილი. დაახლოებით ხუთი წლის წინ კი, "არდის" სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევის დირექტორი გავხდი. ის, რომ 12 წლიან გზაზე ამ სფეროს ყველა საფეხურზე შევჩერდი, ვფიქრობ, კარგად მეხმარება ყოველდღიურ ურთიერთობაში ჩემს თითოეულ თანამშრომელთან და ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო გზები მათი მოტივაციის ასამაღლებლად.
არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ "არდი" რეალურად ჩემი მეორე ოჯახია. შეიძლება ითქვას, რომ მის მიმართ ისეთი დამოკიდებულება მაქვს, როგორიც შვილის მიმართ, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა და მუდმივად ზრუნავს საკუთარ განვითარებაზე. ვცდილობ, რომ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს აქ ისეთი კომფორტული გარემო ჰქონდეს, სადაც მუშაობა და ცხოვრების დროის დიდი ნაწილის გატარება, სიამოვ-ნებას მიანიჭებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ `დირექტორი~ არის ერთგვარი ოფიციალური წოდება, რომელიც ქაღალდზე იწერება. ისე კი, ვცდილობ თანამშრომლებისთვის ვიყო მეგობარი, სანდო ადამიანი, მხარ-დამჭერი და მქონდეს მათთან უშუალო ურთიერთობა, მოვუსმინო, მივცე საშუალება საკუთარი აზრი გამოხატონ და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებიც კი. ეს მათ პიროვნულ თუ კარიერულ ზრდაში ძალიან ეხმარება.

რატომაა აუცილებელი დაზღვევა ცხოვრების თანამედროვე სტილის მქონე ადამიანებისთვის?

არ ვიქნები სუბიექტური, მაგრამ ვიტყვი, რომ თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც ისტორიულად ყველაზე არაპროგნოზირებადია, დაზღვევა ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორც მობილური კავშირი ან თუნდაც, საბანკო ბარათი. როდესაც დაზღვეული ხარ, ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, ფინანსური კუთხით ბევრად დაცულად გრძნობ თავს. დღეს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და კომპანიების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. სადაზღვევო კომპანია უკვე არის ცხოვრების შემადგენელი სერვისი, რომელიც ზრუნავს მომხმარებელზე, რათა მათ ჰქონდეთ დროის დაზოგვის საშუალება და ჰყავდეთ მენეჯერი, რომელსაც ენდობიან, რომელიც უგვარებს მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხს. "არდიში" ყოველთვის ვცდილობთ, რომ დაზღვეულმა მინიმალურ დროში, მინიმალური ბარიერებით მიიღოს მისი ჯანმრთელობისათვის საჭირო ესა თუ ის სამედიცინო მომსახურება. ამიტომ ვიტყოდი ასე: ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელია. ხოლო, "არდის" დაზღვევა ცხოვრებას ამარტივებს.

რატომ "არდის" დაზღვევა? რა არის გამორჩეული "არდიში"?

იმიტომ, რომ "არდისთვის" უმთავრესია დაზღვეული ადამიანი. ვცდილობთ გავიგოთ დაზღვეულის ემოციური მდგომარეობა და ვზრუნავთ მასზე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრზე ვიზრუნებდით. `არდიში~ ყოველთვის გულწრფელი ღიმილითა და თანაგრძნობით ხვდებიან მომხმარებელს და იმდენად მოკლე დროში აგვარებენ ყველა პრობლემას, რომ ხანდახან გაკვირვებას ვერ მალავენ ხოლმე. 

მომსახურება და უპირატესობები, რომელსაც "არდი" გვთავაზობს.

"არდი" ცდილობს, მუდმივად დახვეწოს საკუთარი ინსტრუმენტები, რათა ყოველდღიურად იყოს მოქნილი და შესთავაზოს მომხმარებელს ის, რაც მას სურს. ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, გვაქვს პროდუქტი როგორც კორპორაციებისთვის, ასევე ინდივიდუალურად, საოჯახო დაზღვევისთვის. "არდის" სადაზღვევო პროდუქტები დაზღვეულისადმი ლოიალური მიდგომის გარდა, გაგიკვირდებათ და, გამოირჩევა მისი გამონაკლისებით. ანუ, იმ მომსახურებით, რომელსაც კომპანია ვერ ფარავს. ასეთი შემთხვევები იმდენად მინიმუმამდეა დაყვანილი, რომ ჩვენი ყველა პროდუქტის შეთავაზება თუ პრეზენტაცია, სწორედ ამ ნაწილით იწყება. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ეს მინიმალური სია უფრო და უფრო შემცირდეს. ბოლოს, ალბათ, ჩვენი ოცნება ახდება და გვექნება დაზღევა გამონაკლისების გარეშე.
"არდი" თავისი დაზღვეულების მრჩეველიცაა. ჩვენ მზად ვართ გავიაროთ ე.წ "ექსტრა მილი", მოვიძიოთ საჭირო სამედიცინო სერვისი, სპეციალისტი და მის გვერდით ვიყოთ სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ხშირად, ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთ უწევთ მკურნალობა. სწორედ ამიტომ, დაახლოებით ორი წლის წინ, გავაფორმეთ ხელშეკრულება თურქეთის წამყვან კლინიკასთან Anadolu Medical Center, რომელიც ამერიკულ ჯანდაცვის ჯგუფთან John Hopkins აფილირებული ერთადერთი კლინიკაა ჩვენს კონტინენტზე. ამ უპრეცედენტო თანამშრომლობამ, არაერთ ჩვენს დაზღვეულს მისცა იქ მკურნალობის საშუალება. დადებითი შედეგების გამო, გადავწყვიტეთ ამ კავშირის გაღრმავება და თურქეთის ტერიტორიაზე კიდევ ორ წამყვან კლინიკასთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას. სამომავლოდ კი, ჩვენს დაზღვეულებს გერმანიაში მკურნალობის საშუალებაც ექნებათ. რომ შევაჯამოთ, "არდის" ჯანმრთელობის დაზღვევის ბენეფიციარებს, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო პროვაიდერი კლინიკების გარდა, ეყოლებათ პროვაიდერები _ თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში.

კომპანიის სიახლეები და სამომავლო გეგმები

იმისთვის, რომ ჩვენს დაზღვეულებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ მომსახურებით სარგებლობა, ვმუშაობთ მობილური აპლიკაციის შექმნაზე, რომლის საშუალებითაც კომპანიის სერვის-ცენტრებში მიუსვლელად იქნება შესაძლებელი თითქმის ყველა სერვისის მიღება ონლაინ. მსგავსი მულტიფუნქციური აპლიკაციის პრეცენდენტი საქართველოში ჯერ არ არსებობს. ჩვენი აპლიკაცია მარტივი და კომფორტული იქნება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიისთვის.


თეა დარჩია, მოცეკვავე

ცეკვა 5 წლის ასაკში, ბალეტით დავიწყე. 15 წლის კი, "სუხიშვილებში" მიმიყვანეს. ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ იქ მაქვს გატარებული. ამ ეტაპზე სტუდია გავაკეთე, სადაც ვცდილობ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას გავუზიარო. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც სტუდიის მშენებლობაში დამეხმარა. ჩვენი შენობა 8 საუკეთესო შენობის სიაში შეიტანეს. 


რატომ არის აუცილებელი საქმიანი ქალბატონისთვის დაზღვევა?

ადამიანი, რომელიც მიჩვეულია აქტიურ ცხოვრებას, მუშაობას, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის შექმნისას დიდი სტრესს იღებს. როდესაც დაზღვეული ხარ ამ სტრესისგან, მოულოდნელობისგან, ფსიქოლოგიური თუ მორალური ტრავმისგან, მშვიდად გრძნობ თავს. 

რატომ შეარჩიეთ "არდი"?

"სუხიშვილებმა" აირჩიეს. გადაწყვიტეს, რომ ყველა მოცეკვავე "არდიში" დაზღვეულიყო. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ "სუხიშვილების" არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ ფეხებიც დაზღვეულია. ყველამ კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს ხელ-ფეხი მოცეკვავისთვის. ელემენტარული დაზიანების მკურნალობაც კი, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ დროს, "არდი" საოცარი კომფორტია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მოცეკვავე ტრავმის გამო თავს ანებებს ცეკვას, ორი წლის განმავლობაში "არდი" ხელფასს უხდის.

თქვენი და "არდის" მეგობრობის ისტორია

უკვე "არდიში" ვიყავი დაზღვეული, ჩემი ორი შვილი რომ გავაჩინე. ძალიან დიდი კომფორტი იყო. კლინიკა, წამალი, ნებისმიერი მომსახურება. მოკლედ, "არდი" ყველაფერს მიგვარებს. ოჯახური პაკეტი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც.


ეკა ანდრონიკაშვილი, მსახიობი

ჩემი საქმიანობა ამ ეტაპზე სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ესაა თეატრი, ბავშვი და Ge Art-ის სამსახიობო ბაზის განახლება-აღდგენა, საიტის დიზაინის შეცვლა და მზადება ახალი პროექტების და გადაღებებისთვის, რომელიც გაზაფხულზე იგეგმება. ჩემი ცხოვრება მოცულია თეატრით. რამდენიმე სპექტაკლთან ერთად, ძალიან წარმატებულად ვთამაშობთ სპექტაკლს "დედა კურაჟი", რომლის პრემიერაც წელს გვქონდა. საღამოობით კი, ვცდილობ სახლში ვიყო და დრო ბავშვთან ერთად გავატარო.
რატომ არის საქმიანი ქალბატონისთვის დაზღვევა აუცილებელი?
მგონია, რომ დაზღვევა არა მხოლოდ საქმიანი ადამიანებისთვის, არამედ საერთოდ, ყველასთვის აუცილებელია. ჩემთვის, დაზღვევით ძალიან მარტივდება ცხოვრება. იმ მომენტში, როცა მე მიჭირს, დაზღვევის დახმარებით, პრობლემა რამდენიმე ზარით გვარდება.



რატომ შეარჩიეთ "არდი"?

ყველა სხვა შეთავაზებას შორის, "არდი" საუკეთესო იყო. გამოცდილებამაც მაჩვენა, რომ ყველა იმ დაზღვევიდან, რომელიც მე გამომიცდია, "არდი" ყველაზე თანამედროვე და კომფორტულია. რამდენიმე წელია მისი მომხმარებელი ვარ და არასდროს ვყოფილვარ უკმაყოფილო. 

თქვენი და "არდის" მეგობრობის ისტორია

დაახლოებით 6 წელია "არდიში" ვარ დაზღვეული. ჩვენს ურთიერთობას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს მეგობრობა. ჩემმა პირადმა ექიმმა უკვე ყველაფერი იცის ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. ყველა კარგი კლინიკა "არდის" პროვაიდერია, რაც არაჩვეულებრივ სპეცალისტებთან ურთიერთობის საშუალებას იძლევა. მნივნლოვანია ისიც, რომ "არდი" ნოვატორია, სერვისს ყოველთვის აუმჯობესებს და სიახლეებს ამატებს. ჩემთვის ეს არის 21-ე საუკუნის მომსახურება. 


მარი დაშნიანი
"CALVIN KLEIN საქართველოს" გენერალური მენეჯერი

დაახლოებით 12 წელია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან ვმუშაობ. ამ ეტაპზე "Calvin Klein საქართველოს" გენერალური მენეჯერი ვარ. უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოში Calvin Klein -ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. მომხმარებლის მხრიდან ბრენდის მიმართ დამოკიდებულებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამიტომ, მალე მეორე მაღაზიის გახსნაც იგეგმება. საქმიანი მხარის გარდა, წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელი მელის, რადგან 16 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე შვილს ველოდები. 



რატომ არის საქმიანი ქალბატონისთვის დაზღვევა აუცილებელი?

დღეს დრო შეზღუდულია როგორც დიასახლისისთვის, ასევე საქმიანი ქალბატონებისთვისაც. როდესაც, საქმესთან ერთად, გიწევს ზრუნვა შვილებისა და მეუღლის ჯანმრთელობაზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის ამ დროს შენი მზღვეველი. როდესაც ყველა ქალის ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო ეტაპი _ ორსულობა დგება, პასუხიმგებლობა ორმაგდება.
ამ დროს უდიდესი კომფორტია გეგულებოდეს კომპანია, რომელიც სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად, გიგეგმავს ყველა დეტალს, გთავაზობს სამშობიაროებს, მოწვეულ პროფესიონალ ექიმებს, ლუქს პალატას და ა.შ.

რატომ შეარჩიეთ "არდი"?

"არდი" შევარჩიე იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე სანდო და ხარისხიანი კომპანიაა. მაგრამ, ეს ხარისხი მის მუდმივობაშია. რაც არაერთხელ დამიმტკიცა "არდიმ".

თქვენი და "არდის" მეგობრობის ისტორია

ჩვენი მეგობრობის ისტორია დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, "არდისთან" ერთად, ყოველი დღე უფრო და უფრო მარტივი ხდება. დროს უკეთ ვანაწილებ, რადგან ძალიან კომფორტული და თანამედროვე დაზღვევაა. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მენეჯერულ თანამდებობაზე, ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონია შეხება, მაგრამ "არდიში" დავრწმუნდი, რომ ერთი და იგივე ფასის პირობებში, შეგიძლია გაცილებით მეტი და უკეთესი სარგებელის მიღება, ვიდრე სხვაგან.


ლალო დოლიძე დიზაინერი

2012 წელს, მე და ჩემმა დამ, ნინამ დავაარსეთ ბრენდი LALO CARDIGANS. ყველაფერს თავდაუზოგავით შრომით მივაღწიეთ. იყო დღეები, როდესაც ოჯახისთვის დრო არ გვრჩებოდა და თავიდან ბოლომდე ამ საქმეში ვიყავით ჩართული.
მალე მივდივართ მილანში, სადაც შოურუმზე ჩვენი კოლექცია უნდა წარვადგინოთ. რა თქმა უნდა, ვემზდებით მაისში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi -ისთვის. კოლექციაში დომინანტი, ყველაზე ტრენდული ფერები იქნება _ მწვანე, ყვითელი, წითელი და ცისფერი. რა თქმა უნდა, კოლექციის 90% ხელნაკეთი იქნება, რადგან ჩვენი კოლექცია სწორედ ამით გამოირჩევა.


რატომ არის აუცილებელი საქმიანი ქალბატონისთვის დაზღვევა?

გარდა იმისა, რომ დაზღვევა ძალიან დიდი კომფორტია, ჩემი აზრით, დღესდღეობით აუცილებელიცაა. ზოგავ დროს და, ამავდროულად, საქმეს იმარტივებ.

რატომ შეარჩიეთ "არდი"?

"არდიში" ოჯახის დაზღვევა მაქვს. თავდაპირველად, ეს ჩემი მეუღლის არჩევანი იყო, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ექიმთან ჩაწერას, სასწრაფოს თუ ბინაზე ექიმის გამოძახებას და ყველა მსგავს მომსახურებას, ძალიან ოპერატიულად გვიგეგმავენ. თან ისე, რომ ამ ყველაფერზე რეკვა თავად არ გვიწევს. საუკეთესო კლინიკებში და ექიმებთან ვიზიტის საშუალებას იძლევიან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "არდის" უკვე საზღვარგარეთ შეუძლია მკურნალობის ორგანიზება და ანაზღაურებაში მონაწილეობა. ეს ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის, რადგან ხშირად მიწევს საზღვარგარეთ ყოფნა.

თქვენი და "არდის" მეგობრობის ისტორია

დაახლოებით 5 წელია, რაც მე და ჩემი ოჯახი "არდიში" ვართ დაზღვეულები. ვმეგობრობთ და ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა მომსახურებით, რითიც ამ ხნის განმავლობაში მისარგებლია.



ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს
მივაკითხეთ.
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
რა არის
AICAR
რა არის AICAR
11:20 / 14.11.2019
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა
ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის
თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში
გაიმართა.
იტალიელი დიზაინერის, ჯამბატისტა ვალისა და შვედური ბრენდის - H&M-ის თანამშრომლობის აღსანიშნავი წვეულება გასულ კვირას მწერალთა სახლში გაიმართა.
14:31 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019
ექიმად მუშაობის პირველი
გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს
ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად
შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ,
გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო
ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია
სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები
ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება
უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის
ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის
განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის
ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და
მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის
და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
ექიმად მუშაობის პირველი გამოცდილება მარნეულში, სოფელ მუღალოს სამედიცინო ცენტრში მივიღე. ეს ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ, როცა სამსახურის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, გადავედი მარნეულში, სადაც ამ ცენტრის ერთადერთი ექიმი ვიყავი. ეს იყო ჩემი ცხოვრების დიდი გამოწვევა. გარდა გინეკოლოგობისა, მომიწია სხვადასხვა სპეციალობის შეთავსებაც. ამ რეგიონში მცხოვრები ოჯახებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის და მკურნალობის სწორი მიმართულება უნდა მიმეცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გავხდი თამარისის ამბულატორიის მთავარი ექიმი და ასევე, ვიმუშავე მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში და ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში რეპროდუქტოლოგის კვალიფიკაცია მივიღე. ავიღე ლიცენზია და მოვიპოვე სამი სახელმწიფო სერთიფიკატი: გინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტის.
13:14 / 13.11.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
In & Out - გვანცა არველაძე
რჩვებისთვის გვანცა არველაძეს მივაკითხეთ.
14:11 / 14.11.2019
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2566
TRY
TRY
1
0.5132
USD
USD
1
2.9568
ამინდი
ბორჯომი 2 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ახალქალაქი 2 °C
img
გამოწერა