City News
ცხოვრება რეგალიების მიღმა
"სითის" ეს ნომერი ძლიერ, წარმატებულ, საინტერესო ქალბატონებსა და გოგოებს ეძღვნება. ჩემი სტატიის გმირი სწორედ ასეთი ქალბატონია.
არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით, არამედ პირადი ცხოვრების კუთხითაც. ქალბატონი ნინო ჯღამაძე, "აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის" ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და მედიცინის დოქტორია. სხვათა შორის, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერიც. რეგალიების მიღმა კი, დგას არაჩვეულებრივი, პოზიტიური და ძალიან საინტერესო პიროვნება. მისი ისტორიის მოყოლას ბავშვობიდან ვიწყებთ.
დავიბადე თბილისში, ვაკეში. ოჯახში, რომლის წევრებიც იმდროინდელი ინტელიგენციის წარმომადგნლები იყვნენ. დედაჩემი მედიკოსი იყო, მამა ფინანსისტი, მყავდა არაჩვეულებრივი ბებია-ბაბუა და უმცროსი ძმა. ძალიან მხიარული ოჯახი გვქონდა. ჩემს მშობლებს დიდი სამეგობრო წრე ჰყავდათ და ჩვენთან ყოველთვის მხიარულება იყო. სიმღერა, ქეიფი,ლექსები და ა.შ. მამაჩემი,ბაბუაჩემი და ჩემი ძმა მონადირეები იყვნენ და ჩვენს ოჯახში ტრადიცია იყო _ პარასკევს ემზადებოდნენ, მიდიოდნენ სანადიროდ და ორშაბათს გამთენიისას ჩამოდიოდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ბავშვობით და იმ პერიოდის ტკბილი მოგონებებით.
როდის გაჩნდა პირველი ინტერესი სამედიცინო სფეროს მიმართ?
ყოველთვის კარგად ვსწავლობდი, არ მჭირდებოდა დედას მითითება. ეს პროფესია ჩემმა მშობლებმა მირჩიეს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტში მოვეწყვე. სწავლის დასრულების შემდეგ კი, მუშაობა პათანატომიის კთედრაზე დავიწყე. ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ დეკანოსიძე იყო. თანდთან უფრო და უფრო მიყვარდებოდა ჩემი პროფესია. არასდროს დამავიწყდება პირველი მორიგეობა. რესპუბლიკური საავადმყოფო მაშინ ახალი აშენებული იყო. იქ ისეთი სპეციალისტები მუშაობდნენ, ვფიქრობ, არცერთ ევროპული დონის საავადმყოფოს არ ჩამოუვარდებოდნენ.

ქალბატონი ნინოს კაბინეტში ბევრი საოჯახო ფოტოა. მათ შემხედვარეს, უნებურად გამიჩნდა კითხვა ოჯახზე...
ჩემი მეუღლე, ნიკუშა კალანდაძე, პირველ კურსზე გავიცანი. მალევე დავქორწინდით. სამწუხაროდ, ნიკუშა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს უდიდესი ტრავმა იყო. დაახლოებით 7 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ძალიან დიდი მეგობრები ვიყავით, არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი იყო, გულანთებული პატრიოტი, ძალიან განათლებული, ბრწყინვალედ ფლობდა უცხო ენებს და საოცრად კითხულობდა ლექსებს. ნიკუშას გარდაცვალების შემდეგ, დამრჩა 6 წლის ქალიშვილი, თინათინი.მთელი ჩემი ოჯახი მის აღზრდაში ჩავერთეთ. ახლა ამერიკაში ცხოვრობს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და პროფესიული თვალსაზრისითაც ძალიან წარმატებულია. რა თქმა უნდა, რთულია მის გარეშე ყოფნა, მაგრამ მისთვის ასე უკეთესია. თინასთან ხშირად მივფრინავ ხოლმე. თბილისში კი, ყოველი დილა მასთან საუბრით იწყება.
როგორ მოხვდით "აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში"?
ხშირად მითქვამს, ცხოვრებაში ყველაფერი გამომიცდია, ბევრი სიხარულიც და დიდი ტრაგედიებიც. ამ ყველაფრის გადატანაში ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანი მეხმარებოდა _ მამაჩემი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა და აბსოლუტურად ყველაფერი გამიკეთა და ბატონი ფრიდონ თოდუა.
პირველად ერთმანეთს კონფერენციაზე შევხვდით. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, მასთან მუშაობა შემომთავაზა. ოღონდ მაშინვე გამაფრთხილა, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა. ბატონ ფრიდონთან 25 წელი ვმუშაობდი. ის ისეთი ადამიანი იყო, რომ თუ ფეხდაფეხ ვერ მივყვებოდი და ჩემი შრომა არ დააკმაყოფილებდა, მეტყოდა რომ პოზიცია შემეცვალა. მაგრამ ასე არ მომხდარა. როცა მას და ინსტიტუტს ვჭირდებოდი, სულ მის გვერდით ვიყავი. ჩემთვის არ არსებობდა შაბათ-კვირა, დღე და ღამე, ავადმყოფობა, ან რამე სხვა მიზეზი. ძალიან ძლიერი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა. ბატონი ფრიდონი ყველას პატრონი იყო. საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლების მიმართ. მამა რომ გარდაიცვალა, სულ ვფიქრობდი ვინ მეყოლებოდა გვერდით ისეთი, ვინც მასავით მომისმენდა და რჩევას ვკითხავდი. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში ბატონი ფრიდონი გახდა. მისი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია იყო.

ქალბატონი ნინოსთვის სამუშაო გარემოში გვინდოდა ფოტოების გადაღება. კლინიკაში , რომელიც ინტერიერით, გარემოთი და ცნობილი `საავადმყოფოს სუნითაც~ კი ყველა იმ კლინიკისგან განსხვავდება, სადაც ოდესმე ვყოფილვარ. დერეფნებში ლამაზი ნახატებია, უკრავს როიალი... სანამ საუკეთესო ხედებს შევარჩევდით, გზაში ვსაუბრობდით. ქალბატონი ნინო სიამაყით გვიყვებოდა ყველა განყოფილებაზე და იქ მომუშავე პროფესიონალებზე... კოლეგები კი მას განსაკუთრებული პატივისცემით და სითბოთი ხვდებოდნენ.
ინსტიტუტი დიდია, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ექიმები კარგად მომზადებული პროფესიონალი ადამიანები არიან. აპარატურა აქ საუკეთესო და უახლესია. ბატონ ფრიდონს ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. სულ თვლიდა, რომ ახალგაზრდამაც და უკვე გამოცდილმა ექიმმაც, თუ რაღაც ახალი არ ისწავლა და მოისმინა, არაფერი გამოუვა. ამიტომ, ყოველთვის ზრუნავდა კადრების განვითარებაზე. გვიშვებდა კონფერენციებსა და კოგრესებზე სხვადასხვა წამყვან კლინიკაში.
ბატონი ფრიდონი თვლიდა, რომ ინსტიტუტი ვერ იქნება სრულყოფილი კლინიკური განყოფილების ანუ სტაციონარის და ქირურგიული განყოფილების გარეშე. დავიწყეთ სტაციონარული განყოფილების მშენებლობა და ამჟამად გვაქვს დიდი ქირურგიული განყოფილება, სადაც ყველა ტიპის ოპერაცია ტარდება, გარდა კარდიოლოგიურისა. ამჟამად, კლინიკური განყოფილება 60 საწოლზეა გათვლილი. ჩვენთან, დღეში, საშუალოდ, 13-14 ოპერაცია ტარდება. კლინიკა ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვისაც მზადაა, რათა ჩვენგან ბოლომდე გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი პაციენტი წავიდეს.
სამწუხაროდ, ბევრ პაციენტს საკმაოდ მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს. ასეთ დროს, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს გარემოება გავითვალისწინოთ და დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია. საქართველოში, მედიცინის განვითარებაში, ძალიან დიდი როლი ითამაშა საყოველთაო ჯანდაცვამ. ვთვლი, რომ ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
ბატონი ფრიდონი იმდენად ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო, რომ წინასწარ იგრძნო ონკოლოგიის მიმართულების განვითრების აუცილებლობა. ჩვენს ინსტიტუტში უძლიერესი თერაპიული განყოფილებაა, სადაც, სამწუხაროდ, დღეში შეიძლება 50-60 კაცი მოვიდეს და გაიკეთოს ქიმიოთერაპია და გადასხმა. ასევე, გვაქვს უძლიერესი სხივური თერაპიის განყოფილება,რომელიც დაახლოებით 10 მილიონიანი პროექტია. ამ მიმართულებით კარგი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მკურნალობა ძალიან დაგვიანებული არ არის. ბევრი პაციენტი გვყავს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს აფხაზეთიდან. ჩვენი მთავრობა მათზე ზრუნავს, აბსოლუტური დაფინანსება აქვთ და აშკარად ვგრძნობთ, რომ ეს ნელ-ნელა შედეგს იღებს.



ბატონი ფრიდონის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკას მისი შვილიშვილი, გიორგი დიასამიძე ხელმძღვანელობს. სულ პატარა იყო, ბატონ ფრიდონს აქ რომ მოჰყავდა. ინტერესით აკვირდებოდა ყველაფერს, ესწრებოდა ოპერაციებს. სიამაყით ვამბობ, _ ნეტა ყველა ოჯახს და ზოგადად, საქართველოს ჰყავდეს ისეთი პროფესიონალი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ახალგაზრდები, როგორიც გიორგია.
არ არის მარტივი ამხელა კოლექტივის მართვა. ხანდახან მიწევს ვიყო ცოტა მკაცრი, მაგრამ შენიშვნას მხოლოდ საქმიანობიდან გამომდინარე ვიძლევი. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ვცდილობ თანამშრომლებისთვის საიმედო ადამიანი და მეგობარი ვიყო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო და შემდეგ სხვა დანარჩენი. ზოგადად მგონია, რომ ამ პროფესიას სხვა პასუხისმგებლობის გრძნობა სჭირდება. როცა ირჩევ ექიმობას, უნდა გაიაზრო ეს რამხელა პასუხისმგებლობაა. ცხოვრების უდიდესი ნაწილი "აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში" მაქვს გატარებული. ბევრი რთული და სანერვიულო მომენტის მიუხედავად, რომელიც ჩვენს პროფესიას თან ახლავს, უბედნიერესი ვარ, რომ ექიმი მქვია.
ტექსტი: ანა არაბიძე
ვარცხნილობა: მართა ქიქავა / BEAUTY ZONE
მაკიაჟი: კესო არახამია / BEAUTY ZONE
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რამდენიმე დღის წინ,
ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი შეკითხვა: What Would You Tell Your
Younger Self About Beauty? (რას ეტყოდი ახალგაზრდა საკუთარ თავს
სილამაზეზე?).
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი შეკითხვა: What Would You Tell Your Younger Self About Beauty? (რას ეტყოდი ახალგაზრდა საკუთარ თავს სილამაზეზე?).
17:38 / 19.03.2019
ქალაქის
განვითარებასთან ერთად, ჩვენ გარშემო ბევრი ახალი და საინტერესო
ადგილი ჩნდება. შენობაში, სადაც ადრე გამომცემლობა იყო, დღეს სასტუმრო
ქალაქის განვითარებასთან ერთად, ჩვენ გარშემო ბევრი ახალი და საინტერესო ადგილი ჩნდება. შენობაში, სადაც ადრე გამომცემლობა იყო, დღეს სასტუმრო "სტამბაა". "სტამბის წიგნები" კი, მისი ახალი სივრცეა.
11:15 / 15.03.2019
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
17:31 / 13.03.2019
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
პოპკორნი გადადეთ, კინო არ იქნება!
17:31 / 13.03.2019
რუსა ჩაჩუა
რუსა ჩაჩუა
12:19 / 07.03.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
SKINCARE 101
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ საიტზე შემხვდა ასეთი შეკითხვა: What Would You Tell Your Younger Self About Beauty? (რას ეტყოდი ახალგაზრდა საკუთარ თავს სილამაზეზე?).
17:38 / 19.03.2019
ჩაიფიქრეთ მანდარინები!

- ოიცა, მოიცა... ოოოპ, ათი წამი და ჩვენ მეგრელები ვართ!

13:43 / 30.12.2018
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« მარტი 2019 »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0458
TRY
TRY
1
0.4912
USD
USD
1
2.6840
ამინდი
ბორჯომი -2 °C
img
სოხუმი 3 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა