City News
რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე
ფოტოგამოფენა ეძღვნება ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას
25 იანვარს, ედუარდ შევარდნაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმმა ამ თარიღს ფოტოგამოფენა მიუძღვნა, სახელწოდებით _ "რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე". 

გამოფენის გახსნაზე საგანგებოდ მოწვეულ სტუმრებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის წევრებმა უმასპინძლეს. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სოფო შევარდნაძემ, ვაჟა ლორთქიფანიძემ და გელა ჩარკვიანმა. 



ფოტოგამოფენის ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ჰქონდა.

მუზეუმის საგამოფენო სივრცე დაეთმო ედუარდ შევარდნაძის პირად არქივში დაცულ, 1950-2000-იანი წლების ფოტოებს. გამოფენა ასახავდა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, პრეზიდენტის, პოლიტიკოსის ცხოვრებას და მოღვაწეობას, არამედ საქართველოს უახლეს ისტორიას. ამასთანავე, დარბაზში წარმოდგენილი იყო ნანული შევარდნაძის მიერ 20 წლის წინ დაგეგმილი გამოფენისთვის განკუთვნილი ფოტოები, რომელიც მეუღლეს _ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, ეძღვნებოდა. ფოტოგამოფენა მაშინ ვერ შედგა. ახლა, ეს ისტორიული ფოტოები პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. 



გამოფენის გახსნაზე ედუარდ შევარდნაძის მემუარების _ "ფიქრი წარსულსა და მომავალზე" _ მეორე, შევსებული გამოცემის პრეზენტაციაც შედგა. "ნეოსტუდიის" მიერ გამოცემული წიგნის ახალი ვერსია უფრო სრულად წარმოგვიდგენს ედუარდ შევარდნაძეს, როგორც XX საუკუნის მსოფლიო დონის სახელმწიფო მოღვაწეს, რეფორმატორსა და პოლიტიკოსს, თვალსაჩინო დიპლომატსა და უნიკალურ პიროვნებას, რომელმაც ეპოქა შეცვალა.
"ეს წიგნი, უპირველესად, წარსულის შეფასების სურვილმა დაბადა. იმ მოვლენათა და ადამიანთა გახსენების სურვილმა, რომლებმაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნისა და თანამედროვე მსოფლიოს ისტორია. ამავე დროს, იგი იწერებოდა მომავალზე ფიქრით. მისი უპირველესი ადრესატი მომავალი თაობაა, რომელსაც ამ წარსულის ტვირთად ზიდვა, საბედნიეროდ, აღარ მოუწევს," _ წერს ედუარდ შევარდნაძე.



ფოტოგამოფენის გახსნაზე საზოგადოება გაეცნო კიდევ ერთ ახალ გამოცემას _ "რკინის ფარდიდან აბრეშუმის გზამდე", რომელიც ნანა ზურაბიშვილმა შეადგინა. 20 წუთიანი ფილმის სცენარისთვის ჩაფიქრებული ტექსტი, საბოლოოდ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ამსახველ 100 გვერდიან ნაშრომად იქცა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს.

ტექსტი: ნინია ახვლედიანი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჰემინგუეის
მონათხრობი
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
ცნობილი ნორვეგიული
ბრენდი საქართველოში
ცნობილი ნორვეგიული ბრენდი საქართველოში
07:17 / 05.06.2020
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის
ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
კარანტინის 2 თვე... ჩემთვის ერთგვარი აღმოჩენების პერიოდი...
07:16 / 11.05.2020
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს
ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა.
(მარკესი, ფოლკნერი)
იცხოვრე, რომ მოჰყვე, და რა აქცევს ამბავს ამბად, თუ არა მისი მოყოლა. (მარკესი, ფოლკნერი)
13:22 / 10.05.2020
ისევ ყველა დღე
ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ
დაუცხრომელია...
ისევ ყველა დღე ერთმანეთს რომ გავს და უკეთესი მომავლის იმედი რომ დაუცხრომელია...
09:38 / 08.05.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
სიყვარულით „შატო მერედან”
ჰემინგუეის მონათხრობი
10:39 / 12.06.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა...
"ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"
07:31 / 24.04.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4247
TRY
TRY
1
0.4459
USD
USD
1
3.0567
ამინდი
ბორჯომი 13 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ახალქალაქი 10 °C
img
გამოწერა