City News
სტუმარ-მასპინძლობა ქართულ-უკრაინულად
საქართველოს პირველად რვა წლის წინ, ტურისტის ამპლუაში ეწვია. როგორც თავად ამბობს, ჩამოსვლის პირველივე დღიდან მიხვდა, რომ ეს "მისი" ადგილი იყო. ადგილი, სადაც მხოლოდ ტურისტი ვერ იქნებოდა და უცხო ქვეყანაში მარტომ დაიწყო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! პროექტზე მუშაობა. დაჯილდოების მთავარი მიზანი ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წახალისება და ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ხელშეწყობაა. დანარჩენზე მარინა თავად მოგიყვებათ, რომელიც სხვათა შორის, ინტერვიუს დროს ქართულადაც მესაუბრა, თან ძალიან კარგად.

მარინა ჩაიკა, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia! დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

როგორ გაჩნდა მსგავსი პროექტის გაკეთების იდეა თქვენს ცხოვრებაში? 

2011 წელს საქართველოს პირველად ვესტუმრე. იმ პერიოდში, მსგავსი დაჯილდოების პროექტს, ოღონდ ნაკლებად მასშტაბურს, რუსეთშიც ვაკეთებდი. საქართველოში უზარმაზარი პოტენციალი დავინახე. მაშინვე შემიყვარდა ეს ქვეყანა და არ მინდოდა აქ მხოლოდ ტურისტი ვყოფილიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა და დავინახე, რომ აქ ტურიზმის ინდუსტრია ძალიან წარმატებულად ვითარდება. გადავწყვიტე შემექმნა პროექტი, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენდა და, რა თქმა უნდა, ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს მეტ სტიმულს მისცემდა.

ჩამოხვედით უცხო ქვეყანაში და გადაწყვიტეთ ასეთი მასშტაბური დაჯილდოების ჩატარება... რა სირთულეები შეგხვდათ?

სხვათა შორის, როდესაც აქ ჩამოვედი, არ მქონია ის შეგრძნება, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი. რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი. მივდიოდი შეხვედრებზე ბიზნესისა და მთავრობის წარმომადგენლებთან და ვუყვებოდი ამ იდეის შესახებ. იდეა მოსწონდათ, მაგრამ თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ. მქონია ისეთი მომენტებიც, როცა ვიჯექი ვერანდაზე და ვფიქრობდი _ კი, მომწონს, მიყვარს აქაურობა, პოტენციალიც უზარმაზარია, მაგრამ საერთოდ რას ვაკეთებ აქ, უცხო ქვეყანაში. საბოლოოდ, მაინც იმ აზრამდე მივდიოდი, რომ ეს ის ქვეყანა და ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს.
რა თქმა უნდა, რთულია ორ ქვეყანაში ცხოვრება, უკვე მეოთხე წელია ორ კვირას აქ ვატარებ, ორს კიევში. ფაქტობრივად, ორი ცხოვრებით ვცხოვრობ. ამ ეტაპზე კი ვგრძნობ, რომ მზად ვარ საქართველო ჩემს მუდმივ საცხოვრებლად გავხადო.



რატომ საქართველო, რა არის აქ ასეთი განსაკუთრებული?

როდესაც მეკითხებიან რას ნიშნავს ჩემთვის საქართველო, ვპასუხობ, რომ ეს ჩემი მეორე სახლია. აქ მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, ჩემი ქართული ოჯახი.
როდესაც სხვა ქვეყანაში მივფრინავ, საქართველოში დაბრუნებისას, თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ვგრძნობ, რომ უკვე სახლში ვარ. მიყვარს საქართველო, ხალხი, აქაური ჰაერი, ქუჩები. ამ ქვეყნის სილამაზე არ წყვეტს ჩემს გაოცებას. საქართველოს შემდეგ, უკვე რთულია სხვა ქვეყანამ სილამაზით გამაკვირვოს.
საყვარელი ადგილი, ალბათ მაინც, თბილისია. ძალიან მიყვარს კახეთიც. წელს პირველად ვიყავი ყაზბეგში და როდესაც გერგეთის სამება მოვინახულე, ვიგრძენი, რომ ეს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. აქ ვიგრძენი მთელი ჩემი ძლიერება და სულიერი თავისუფლება.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს კიდევ არაერთი ასეთი ადგილი აქვს ჩემთვის შემონახული, რომელსაც ჯერ არ ვწვევივარ. მაგალითად, სვანეთი, რაჭა და კიდევ ბევრი ჯერ უნახავი კუთხე.

რითაა ეს პროექტი მნიშვნელოვანი მონაწილეებისთვის, ზოგადად საქართველოსთვის და პირადად თქვენთვის?

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველო ტურიზმის მიმართულებით განვითარდეს და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. მონაწილეებისთვის, ეს პირველ რიგში, დიდი მოტივაციაა. ყველას გვიყვარს წახალისება.
ჩემთვის კი, ეს არის საქმე, რომლის კეთებითაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.
ყოველ წელს ვაუმჯობესებთ კონკურსის პირობებს და აუცილებლად ვუსმენთ მონაწილეებს. კონკურსის გარდა, ვმართავთ კონფერენციებს, სადაც ვიწვევთ საინტერესო გამომსვლელებს, ვსაუბრობთ აქტუალურ თემებზე, კონკურსის შესაძლებლობებზე, პერსპექტივაზე, საორგანიზაციო და სადისკუსიო საკითხებზე. 

წლების განმავლობაში რა შედეგი გამოიღო ამ პროექტმა? შევაჯამოთ 2015 წლიდან დღემდე...

პირველი ცერემონია ფუნიკულიორზე ჩავატარეთ. დაახლოებით 300-350 სტუმარი გვყავდა.
ბოლო ორი წელია ცერემონია რუსთაველის თეატრში ტარდება, სადაც 800-ვე ადგილი დაკავებულია ხოლმე. როდესაც სცენიდან დარბაზს შევხედე, ღონისძიებისთვის პატარა მომეჩვენა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე პროექტს ბევრი ახალი, საინტერესო მონაწილე ემატება. ეს ინდუსტრიის განვითარებაზეც მიუთითებს. ჩვენი დახმარებით, მონაწილეების შესახებ ინფორმაციას გაცილებით უფრო ფართო აუდიტორია იგებს. მათ შორის ისეთებიც, ვინც ამ სფეროში დიდი ხანი მუშაობენ. მაგალითად, ჩვენი ჟიურის წევრებისთვის წელს ბევრი ნომინანტი გახდა აღმოჩენა. 



რა არის თქვენი და პროექტის წარმატების მიზეზი?

ჩემი წარმატების მიზეზი, ალბათ, შრომისმოყვარეობა, მაქსიმალიზმი და მიზანმიმართულებაა. მეხმარება ისიც, რომ ადამიანები ძალიან მიყვარს. ამას გრძნობენ და ეს სიყვარული უკან მიბრუნდება. პროექტს რაც ეხება, ეს არ იყო მხოლოდ იდეა, ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ზუსტად ის გაგვეკეთებინა, რაც საჭირო იყო. წარმატების მიზეზად ისიც შეიძლება დასახელდეს, რომ პროექტი ძალიან სამართლიანი და ობიექტურია.

მომიყევით თქვენს არასაქმიან მხარეზე... 

როდესაც უკრაინაში ვარ, დიდ დროს ვატარებ ჩემს მშობლებთან და ქალიშვილთან ერთად. თუმცა, მუშაობას მაინც ვერ ვწყვეტ. ძალიან მიყვარს კულინარია, განსაკუთრებით კარგად ტკბილეულის გამოცხობა გამომდის. მახსოვს, როდესაც დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი, ტორტებს ვაცხობდი და ვყიდდი. საკონდიტროს გახსნაც მინდოდა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია. ცხოვრების მთავარი საქმე კი სხვა რამ უნდა ყოფილიყო. მიყვარს სპორტი, ვარჯიში, ჯანსაღი სხეულის შეგრძნება.. რაღაც პერიოდი ვმღეროდი და ვფიქრობ აღვადგინო ეს ჰობი, განსაკუთრებით ქართული მრავალხმიანობის ფონზე.
საქართველოში ჩამოსვლისას ჩემი განგრიგი და რითმი რადიკალურად იცვლება იმის გათვალისწინებით, რომ პროექტს ბევრი გეგმა და ახალი მიმართულება აქვს. ყოველდღიურობაც საკმაოდ აქტიური და საქმიანი ხდება. ამასთან, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ყოველთვის ვახერხებ გამოვნახო დრო მათთან შესახვედრად.
მგონია, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა შეხვედრებისთვის. ისე მოხდა, რომ აქ, ჩემთვის სულიერად ახლო ადამიანები შევიძინე.



წლის მთავარი გამოწვევები და გეგმები 

წელს ჩვენი პროექტი 5 წლის ხდება, საიუბილეო წელია. ძალიან გვინდა მეხუთე, საიუბილეო ცერემონია განსაკუთრებული იყოს. ამისთვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. მთავარი მიზანი არის ის, რომ დავამატოთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მონაწილე და დავაბრუნოთ ისინი, ვინც რაღაც მომენტში გამოგვეთიშა. ცერემონიის გარდა, ძალიან ბევრი იდეა გვაქვს; წლის განმავლობაში ვგეგმავთ ტრენინგებს საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ტურიზმის მიმართულებით. გვინდა აპლიკაციის გაკეთებაც, რომელშიც ყველა ტურისტულად საინტერესო ადგილის ნახვა იქნება შესაძლებელი. იქნება ინფორმაცია გასტრონომიაზე, ღირსშესანიშნავ ადგილებზე და ყველაფერ იმაზე, რაც ტურისტს და არა მხოლოდ ტურისტს, საქართველოს უკეთ გააცნობს. წელს დიდი გეგმები და საინტერესო გამოწვევები გვაქვს და იმედი მაქვს, მომავალ წელს უკვე შემეძლება ახალ მიღწევებზე საუბარი.


ტექსტი: ანა არაბიძე
ფოტო: ანა კოსტომაროვა
გადაღების ადგილი: THE GROVE DESIGN HOTEL
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ,
ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას
დააანონსებს.
ცოტაც და, ლიკა ახალსახლობას დააანონსებს.
17:21 / 11.08.2020
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო
გზა იყო.
ახალ ჰორიზონტამდე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩობამდე, დიდი და საინტერესო გზა იყო.
12:23 / 11.08.2020
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ
ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა
აერთიანებს:
პანდემიის დროს ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე მეფიქრებოდა, რომლებსაც ერთი, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა აერთიანებს: "განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები".
13:06 / 06.08.2020
ამ ისტორიას, წესით,
ამ ისტორიას, წესით, "მეამას" ჭიქით ხელში უნდა კითხულობდეთ და ეს დღის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
10:35 / 05.08.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
აქ. ახლა - თიბისის პერსონალური მომსახურება და ახალი რეალობა
აქ და ახლა თქვენ, სავარაუდოდ, ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
14:28 / 12.08.2020
არდი და ადამიანი - პანდემიის კვალდაკვალ
მარტის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როცა მსოფლიო მოულოდნელად გაჩერდა და მრავალი კომპანიის ოფისის კარი დროებით დაიხურა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პასუხისმგებლიანი სადაზღვევო კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
17:38 / 10.08.2020
თიკო დიდავა - მრავალპროფილური ასპარეზი
6 საქმიანი მიმართულება ერთდროულად. ყველა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო.
08:37 / 10.08.2020
DELFY    Parfume
ცნობილი ბრენდის ახალი სუნამო
15:42 / 08.06.2020
და მიდიოდა დღე კარანტინისა ...
ჩემი ეკა ხოფერიას მესიჯს ვიღებ (კარანტინის დღეებზე უნდა დავწერო სტატია)
09:23 / 06.05.2020
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017

კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6272
TRY
TRY
1
0.4249
USD
USD
1
3.0747
ამინდი
ბორჯომი 15 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
გამოწერა