ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე
მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს,
მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის
დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი,
რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის
ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი,
ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი
სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი
შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად
მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.