City News
ვთამაშობთ ყველგან
"სითი" და "ბამბინო" ქრომოსომებს არ ითვლიან.

ვთამაშობთ ყველგან და ყოველთვის. ფოტოსესიისთვის ფეხსაცმელსაც ერთად ვარჩევთ და კამერების წინ ვაცოცხლებთ ყველა ბავშვურ თამაშს. ასე ვხვდებით 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს - ბევრი გართობით, სითბოთი და მხიარული ემოციებით.


ლილე სულაბერიძე 

6 წლის. უყვარს ზღვა და ზაფხული. ძალიან ერთობა, როდესაც კითხვის დროს წიგნის გმირებს აცოცხლებს და მთელ ოჯახს როლებს უნაწილებს. მისი რჩეული სათამაშო ნებისმიერი ნივთია, რომელსაც მიკროფონად გადააქცევს. არავის ბაძავს, მაგრამ გამოგონილი პერსონაჟები ჰყავს, რომლებსაც ეთამაშება.ძალიან უყვარს მამიკო და თავისი დაბადების დღე, ამ დროს განსაკუთრებულად ბედნიერია.



თადე სულაბერიძე

4 წლის. ზამთარი და თოვლი უყვარს. ძალიან საყვარელი თამაში დამალობანაა. ბაძავს ადამიან-ობობას. კედელებზე გადისო, რომ ამბობენ, ალბათ თადეს გულისხმობენ. დედასთან ერთად ყველაზე ბედნიერია, მაგრამ უნდა რომ მეგობრებიც სულ მასთან ცხოვრობდნენ. შოკოლადი ყველაფერს ურჩევნია.



დავით გელაშვილი

10 წლის. უყვარს ჭადრაკი, ხატავს, ძერწავს და ხშირად აკეთებს ხელოვნების შედევრების მინიატურულ ასლებს. ერთობა, როდესაც ხეებზე დაძვრება და შემდეგ ფეხებით ეკიდება. საყვარელი ფერი წითელია, რადგან ცოცხალი და მხიარულია. განსაკუთრებულად მოსწონს ჰარი პოტერი. ბედნიერია, როცა მთელი ოჯახი ერთად არის.



მირიან რამიშვილი

9 წლის. უყვარს მანქანებით და ბურთით თამაში. დისნეის მულტფილმები მოსწონს, ტარზანს ბაძავს ხოლმე. მისი საყვარელი ფერი წითელია. თავისუფალ დროს დაფაზე ბევრს წერს და ხატავს. ბედნიერია, როცა დედასთან და მამასთან ერთად ატარებს დროს.




თემო მარგველაშვილი
4 წლის. ბიჭური თამაშები მოსწონს - ჭიდაობა, ბალიშების სროლა, ფეხბურთი. მუსიკის მოსმენით ყველაზე მეტად ერთობა. მისი საყვარელი მელოდიაა საუნდტრეკი ფილმიდან "კარგი, ცუდი, და ბოროტი". ამ პერსონაჟებს დაარქვა ფუგო ხოდა, ამ ფუგოებს ბაძავს: ჯდება ცხენზე, ისვრის პისტოლეტს და მერე ვარდება ძირს. ბედნიერია, როცა დედასთან ერთად იძინებს და იღვიძებს.

სესილი სალუქვაძე

9 წლის. ძალიან მოსწონს თოვლით დაფარული გზები, თუმცა მზეში სეირნობა ყველაფერს ურჩევნია. საყვარელი პერსონაჟი მიკი მაუსია.
ეგობრებთან ერთად სეირნობა და ბევრი თამაში მისთვის საუკეთესო გართობაა. ბედნიერია,როცა მშობლები სათამაშოს ჩუქნიან.



ანასტასია ბურდული

8 წლის. განსაკუთრებულად უყვარს ზაფხულის მზიან ამინდებში მეგობრებთან ერთად გართობა.უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის ბევრს. ბედნიერია, როცა საჩუქრებს ჩუქნიან. ხანდახან რაპუნცელს ბაძავს. უყვარს ტკბილეული. მისი საყვარელი ფერი კი, იასამნისფერია.

თეოდორა გელაშვილი 



9 წლის. ერთობა, როდესაც მეგობრებთან ერთად დაჭერობანას თამაშობს და ხატავს. უყვარს წვიმა. მისთვის განსაკუთრებული პერსონაჟია პეპი და მას ხშირად ბაძავს. თავისუფალ დროს თოჯინებით თამაშობს და ცეკვავს. ეგემრიელება ბანანი და ხილის საღეჭი რეზინა. ედნიერია, როცა დედასთან და ძმასთან, დათოსთან ერთად ზღვაზეა.




ტექსტი: თინა მამულაიძე
ფოტო: LIG Studio
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს
თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
"სუავინექსი" ბავშვთა მოვლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდია, რომელიც 1983 წლიდან ზრუნავს პატარებზე და მათთვის ფუფუნების სამყაროს ქმნის.
10:05 / 11.06.2019
ბრენდი, რომლის ფილოსოფია
კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა,
მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს
ბრენდი, რომლის ფილოსოფია კონტრასტების და კანადურ-იტალიური ფესვების ჰარმონიული კომბინაციაა, მუშაობს გულმოდგინედ და თამაშობს მკაცრად. ეს "დისქვეარდია", კანადელი ტყუპი ძმების - დინ და დენ კეიტონების მიერ დაარსებული. ეს არის სახელი, რომელიც ახალ ტენდენციებს აყალიებებს, არასადროს კარგავს აქტუალობას და სიახლის შექმნის სიყვარულს. სწორედ ამ მიდგომით იქმნება სიახლეები "დისქვეარდის" მოდის თუ პარფიუმერიის სამყაროში.
09:09 / 09.06.2019
2000 წლის შემდეგ დაბადებულების
თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
14:41 / 07.06.2019
2000 წლის შემდეგ დაბადებულების
თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
2000 წლის შემდეგ დაბადებულების თაობა წელს სკოლას ამთავრებს და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება.
14:41 / 07.06.2019

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
ვისვენებთ საქართველოში!
ვისვენებთ საქართველოში და ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს ტურიზმს, და ჩვენს რეგიონებს.
09:58 / 22.06.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
ქართველი ჯეისონ სტეტჰემი-ვინ არის და რა გეგმები აქვს მას
თუ გეტყვით, რომ თბილისში მეგა ვარსკვლავის ჯეისონ სტეტჰემის ორეულს შეხვდებით, გადამეტებული ნათქვამი ნამდვილად არ იქნება.
09:33 / 04.12.2017
"სითი" წარმოგიდგენთ სოციალურ  პროექტს -"ეამაყება თბილისს"
თბილისი არის ქალაქი, რომელიც მიქმნის ისეთ კომფორტს, როგორსაც ვერცერთი სხვა ქალაქი.
07:54 / 29.11.2017
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« ივნისი 2019 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1838
TRY
TRY
1
0.4858
USD
USD
1
2.7945
ამინდი
ბორჯომი 18 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ახალქალაქი 15 °C
img
გამოწერა