City News
AW LAB თაობები
განსაზღვრება "ავლაბთაობა", ამისულაშვილი-ზარქუას ოჯახის შემთხვევაში, მის ხუთივე წევრს ეკუთვნის: მამას, ცნობილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს, დედას, წარმატებულ დიზაინერ ნინა ზარქუას და შვილებს: საბას, ანანოს და გიოს. გასეირნებას ლისზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ორი ამისულაშვილი გამოაკლდა - უფროსი საქმეების, ყველაზე პატარა კი, ბაკურიანში ყოფნის გამო.


სპორტი და მოდა


სპორტს, სპორტულ ხაზებს, მოდის დღვანდელ ინდუსტრიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მე ვიტყოდი, უკვე ძალიანაც აირია ერთმანეთში, რადგან დღეს ძალიან აქტუალურია კლასიკურ პიჯაკსა და შარვალზე, სიტყვაზე, "ადიდასის" ბოტასების ჩაცმა. მე ამას ძალიან ხშირად ვაკეთებ. ჩამიცვამს ე.წ. "ოვერსაიზ" ჰუდი კლასიკურ პიჯაკზე და ეს ძალიან საინტერესო გამოსულა.


არასდროს ჩავიცვამ...

თავიდან ბოლომდე სპორტულად, თუ არ მივდივარ ვარჯიშზე ან არ ვარ, როგორც ახლა, ჩემს ოჯახთან ერთად სასეირნოდ გამოსული. ასეთ დროს ჩემთვის და ბავშვებისთვის მთავარია კომფორტი, რომ ვიაროთ, ავძვრეთ რაღაც პატარა გორაკებზე, წამოვსხდეთ სკამებზე, ვირბინოთ... ამიტომ აქ, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე სპორტული ტანსაცმელი გვაცვია. სხვა დროს, როგორც გითხარით, მიქსი კლასიკურთან.

ბოტასი ქუსლიან ფეხსაცმელზე აქტუალურია 

რატომ გახდა ის აქტუალური? ცხოვრების რიტმმა მოიტანა. მე დღის მანძილზე ბევრი შეხვედრა მიწევს და ქუსლზე, თუნდაც ის 6 სანტიმეტრიანი იყოს, ეს შეუძლებელია. პარალელურად, სამი შვილის დედა ვარ და საოჯახო საქმეებიც უნდა მოვაგვარო. ჩემს შემთხვევაში, და დარწმუნებული ვარ, ქალების 99%-ის შემთხვევაშიც, კლასიკურ პიჯაკზე ბოტასი სწორედ ამ რიტმმა მოიტანა.



სად არ ჩავიცვამ სპორტულ ფეხსაცმელს 

იცით, ასეთი ადგილი დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. აი, ორი წლის წინ რომ გეკითხათ, შეიძლება მეპასუხა AW LAB მიღებაზე, დაბადების დღეზე, მაგარმ დღეს ბოტასი, მიქსში კლასიკურთან, ყველგანაა მისაღები.

როგორ და რას არჩევთ AW LAB-ში?

მართალი გითხრათ, ეს არ იყო ძნელი. AW LAB ესაა ადგილი, სადაც განახლებული კოლექციები გვხვდება. აქ ის მოდელებია, რომელსაც ჩვენ ვეძებთ და ვიწერთ სხვადასხვა საიტიდან და ხან ვპოულობთ და ხან-არა. ძალიან აქტუალური და ტრენდული კოლექციაა.



ბავშვები თვითონ ირჩევენ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. შეიძლება რჩევა მაინც მკითხონ ამა თუ იმ მოდელზე.

ნინა და AW LAB-ის მამაკაცის ხაზი

მე, ზოგადად, ძალიან მიზიდავს მამაკაცური სტილის ტანსაცმელი. სახლშიც, ძირითადად, ამისულას სპორტულებით დავდივარ.
AW LAB-შიც მამაკაცის ხაზი ავარჩიე. მართალია ოდნავ დიდი მაქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან კომფორტულია და მგონია, რომ სხვანაირად ზის.


ნინა და დიეტა

არასდროს დამიცავს. უბრალოდ, ბავშვობიდან შემაჩვიეს სწორ კვებას. ვჭამ დღეში ხუთჯერ პატარ-პატარა ულუფებით. მაგარია, დიეტა რომ არ მჭირდება, რადგან გურმანი ვარ და საყვარელი კერძის გამო ცხრა მთას იქით შემიძლია გადავიდე.

სპორტი



ფიტნეს დარბაზებში არ დავდივარ. სამაგიეროდ, დავრბივარ ლისის ტბაზე, კუს ტბაზე. მე და ბავშვები ბევრს დავდივართ ფეხით. საღამოობით კი, ბავშვები რომ დაიძინებენ, მე და ამისულა გავდივართ და ერთად დავდივართ. სიარულისას ვლაპარაკობთ, ვუყვებით ერთმანეთს რაღაცებს და ძალიან მოგვწონს ეს ერთობლივი გასვლები.

თავის მოვლა

ჩვეულებრივად. ჯერ 31 წლის ვარ და არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული ჩარევა იყოს საჭირო. დანარჩენს, ცოტ-ცოტას ყველაფერს ვაკეთებ.



ინსტაგრამი 

კვლავ ვმეგობრობთ და ის ჩემი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. ახლა უფრო ჩემი ბრენდის ინსტაგრამზე ვარ გადართული, ვიდრე საკუთარზე. ხშირად მწერენ გოგოები და რჩევებს მეკითხებიან. ვცდილობ ყველას ვუპასუხო. იცით, განსაკუთრებულად არ ვამზადებ ინსტაგრამზე დასადებ ჩემს ფოტოებს. მგონი იმიტომაცაა ეს გვერდი პოპულარული გამომწერებში, რომ იქ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. მაგალითად, არ ვიხატები სპეციალურად ინსტაგრამისთვის და არ ვიწერ ტანსაცმელს იმისთვის, რომ ერთხელ გამოვდო ინსტაგრამზე და მერე არასდროს ჩავიცვა. კიდევ ერთი, რასაც ვცდილობ ისაა, რომ სახლში ბავშვები რომ მოდიან, მოვისვრი ხოლმე ტელეფონს და ვიდრე არ დაიძინებენ, ვცდილობ (ხან გამომდის, ხან - არა), მაგრამ ვცდილობ სულ მათთან ვიყო.

სიახლე

სიახლე იქნება და ძალიან მალე, მაგრამ ჯერ ამას ვერ გაგიმხელთ.

ტექსტი: ნატალია ყიფიანი
ფოტო: თაკო სკრიპნიჩენკო
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
Print ელ-ფოსტა
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ნინო
სუხიშვილი
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
ნინი ხუროძე, WORLD CLASS
GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
ნინი ხუროძე, WORLD CLASS GEORGIA-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი
10:31 / 13.01.2020
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება
რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ,
მართლა არაფერი შეედრება.
ახალ სიცოცხლეზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს დედამიწაზე. შვილის გაჩენით გამოწვეულ სიხარულს, ალბათ, მართლა არაფერი შეედრება.
10:22 / 13.01.2020
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და
ბრჭყვიალა დღეებში
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღუნღულა და ბრჭყვიალა დღეებში
14:01 / 11.01.2020
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი
ბლოგს, ახლა უკვე ჩემი "ვორლდკლასის", კაფეში ვწერ. ვწერ მათთვის, ვისაც ჯერ არ გაუმარჯვია სიზარმაცეზე და ვისაც მართლა გულით უნდა ეს #IAMWORLDCLASS , მაგრამ რა ქნას?!
13:54 / 11.01.2020

პოპულარული
აბაშიძეზე, ერთი ჩვეულებრივი კორპუსის ბოლო სართულზე, 3 შვილთან, მშობლებთან, ბებიასთან და ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
06:41 / 06.06.2018
ვინ და როდის მოიგონა ის ამბავი, რომ შვილებთან ერთად მხოლოდ ისეთ ადგილებს უნდა სტუმრობდე, რომლებსაც აქვთ სტატუსი _ "საბავშვო ადგილები".
11:30 / 11.07.2018
ეს დღე ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო...
07:18 / 19.10.2017
რედაქტორის რჩევა

სხვა სიახლეები
უკან, მომავალში
ნინო სუხიშვილი
14:52 / 15.01.2020
მაკა მახარაძე - სარკევ, სარკევ...
გამოცემა "სითი", სასტუმრო და სპა სივრცე "ლიფერენთი" ყოველთვიურად ახალი, ძალიან საინტერესო რუბრიკით გაგანებივრებთ. აქ თქვენ წაიკითხავთ და ნახავთ ყველაფერს, რაც თავის მოვლას ეხება.
13:46 / 08.01.2020
ჩანჩიკას ვიტრაჟებიანი სახლი
ბაგებში, ერთ გამწვანებულ ფერდობზე მდგარ კორპუსში, რომლის უკანაც ტყე და ხასხასა სიმწვანე მოსჩანს, მხატვარ-ვიზაჟისტ ეკა ჩანჩიბაძის უმშვენიერესი სახლია. სწორედ მის დასათვალიერებლად ვესტუმრეთ ეკას. პირველი და ყველაზე შთამბეჭდავი, რაც თვალში უეცრად მომხვდა, უზარმაზარი ვიტრაჟებია, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. დაახლოებით 6 მეტრამდე სიმაღლის ჭერი, ინტერიერის დახვეწილი, მშვიდი ფერებით შეზავებული სტილი, ბევრი სიმწვანე, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები და სივრცის დაუვიწყარი შეგრძნება - ასეთია შთაბეჭდილებები ეკას სახლიდან, რომლის აღმოსაჩენად მას ზუსტდ ორი წელი დასჭირდა.
11:22 / 13.07.2019
Peace Artist

Our Interview with Eliso Bolkvadze was planned as early as summertime, but in the pianist’s life, there are so many things,

10:50 / 02.11.2018
სარედაქტორო
ამბობენ, ქალებს კარგი მეხსიერება აქვთო, მე ვიტყოდი, ძალიან კარგი.
07:46 / 23.10.2017
სიყვარულის მოედანი

ვატო არველაძე
მაკუნა ზედაშიძე

ვისაც შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "გუშინ" წაგიკითხავთ, ბევრ საინტერესო ეპიზოდთან ერთად აუცილებლად გემახსოვრებათ ეს მონაკვეთიც, ფეხბურთელების ოჯახის ახალ თაობაზე:
"ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ, მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით! გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!"
10:51 / 10.10.2017

კალენდარი
«« იანვარი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2158
TRY
TRY
1
0.4902
USD
USD
1
2.8818
ამინდი
ბორჯომი -6 °C
img
სოხუმი 1 °C
img
ახალქალაქი -11 °C
img
გამოწერა